Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
გავაგრძელოთ სკრეჩის რედაქტირების რეჟიმის ანუ სკრეჩის ვებსაიტის (Create) გვერდის მენიუს შესწავლა წინა ვიდეო გაკვეთილში ჩვენ განვიხილეთ ფაილ მენიუ ახლა ვისაუბროთ edit მენიუზე, ჩამოვშალოთ იგი.undelete ბრძანება delete ბრძანების საწინააღმდეგოა, ისევე როგორც ოფისის პროგრამებში Redo ბრძანება Undo ბრძანების საწინააღმდეგო არის, ანუ undelete ბრძანება გააუქმებს delete ბრძანებას. მოვახდენ ამის დემონსტრირებას, დავადოთ სპრაიტს რაიმე სკრიპტები, მოვახდინოთ ბრძანება delete , ამისთვის მოვნიშნოთ სკრიპტების ბლოკი და მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოვიძახოთ კონტექსტური მენიუ და მაუსის მარცხენა ღილაკით მოვახდინოთ delete ბრძანების შესრულება. და შემდეგ undelete ბრძანება. undelete ბრძანება გააუქმებს წაშლის (delete) ბრძანებას, ეს ოპერაცია შესრულებადია როგორც სკრიპტებზე, ასევე სპრაიტზე, (დემონსტრირება) ასევე კოსტუმზე (დემონსტრირება) და ასევე დეკორაციებზე (ფონზე)(დემონსტრირება)

ახალი დამატებული