Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
Narration მოგესალმებით, ვიწყებთ პროგრამა სკრეჩის პრაქტიკული რჩევების სერიას დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ იმის შესახებ, თუ როგორ შევუცვალოთ სპრაიტს ფერი. შევიდეთ საიტზე, გავიაროთ ავტორიზაცია, და გავხსნათ რედაქტირების რეჟიმი, create ღილაკზე დაჭერით. წავშალოთ საწყისად მოცემული სპრაიტი -კატა, მოვნიშნოთ , გამოვიძახოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით კონტექსტური მენიუ, ავირჩიოთ delete ბრძანება და მარცხენა ღილაკზე დაჭერით წავშალოთ კატა. ავირჩიოთ ახალი სპრაიტი ან თვითონ დავხატოთ გრაფიკულ რედაქტორ პეინტში სკრიპტების Event ჯგუფიდან ავირჩიოთ სკრიპტი when space bar pressed-ანუ როდესაც დავაჭერთ ღილაკ-ღარს, და შემდეგი სკრიპტი look ჯგუფიდან change color effect by 25 ასევე პეპელას ფრენის ეფექტი რომ მივანიჭოთ შეგვიძლია ავირჩიოთ იგივე look ჯგუფიდან change costume სკრიპტი, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო გარემოებაზე, როდესაც ჩვენ სპრაიტს ვირჩევთ სკრეჩის ბიბლოთეკიდან, პროგრამა თვითონ გვთავაზობს მისთვის კოსტუმს, ასევე იყო როდესაც ჩვენ კატა გვყავდა სპრაიტი, მისი კოსტუმი იყო ფეხის გადადგმა, ამ შემთხვევში პეპელას კოსტუმი არის ფრთების აწევა. შევამოწმოთ როგორ მუშაობს. როდესაც დავაჭერთ ღარს change color effect by 25 სცრიპტში შეიძლება ასევე უბრალოდ რიცხვის შეცვლა მაგალითად 35 ზე. და ჩვენ ფერის შეცვლის ეფექტი მიღებული გვაქვს, თუ გვინდა რომ საწყის მდგომარეობაში დავბრუნდეთ საჭიროა დავაჭიროთ წითელ რკალს. see project page ზე დაჭერით გადავიდეთ პროექტის დათვალიერების რეჟიმზე, გავაფრომოთ ინსტრუქცია: დაწყება : დავაჭიროთ მწვანე დროშას დასრულება: დავაჭიროთ წითელი რკალს. მადლობთ ყურადღებისთვის

ახალი დამატებული