Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგელასმებით მეგობრებო ვაგძრძელებთ სკრეჩის ძირითადი ელემენტების შესწავლას. გავსხნად ჩვენს მიერ შექმნილი პროექტი: "ვათქმევინოთ კატას მიაუ" ამისთვის შევდივართ საიტზე scratch.mit.edu, გავდივართ ავტორიზაციის პროცესს. მარჯვენა კუთხეში ჩვენი მომხმარებლი სახელის გვერდით არის ღილაკი :my stuff >> manage project and studios და ვხსნით ჩვენს პროექტს. სკრაჩი გვატყობინებს რომ პროექტი ჯერ არ გვაქვს გაზიარებული მარჯვენა კუთხეში გვაქვს ნიშანი 2 სკრიპტი 2 სპრაიტი რას ნიშნავს ეს რა არის სკრიპტი და რა არის სპრაიტი? ეს არის დღევანდელი სესიის თემა. ჩავიხედოთ პროექტის შიგნით See inside -ღილაკზე დაჭერით. რას ვხედავთ? ჩვენი კატა არის სპრაიტი და ბლოკების ჯგუფი არის სკრიპტი.სკრიპტი. ვაკათებთ დასვნას : სპრაიტი არის ობიექტი, და ბლოკების დაჯგუფება, რომელიც მოქმედებენ ობიექტზე არის სკრიპტი. განვიხილოთ სპრაიტი უფრო დეტალურად სპრაიტი შეიძლება ავირჩიოთ ბიბლიოთეკიდან, დავხათოთ ჩვენ თვითონ პროგრამაში, ჩამოვთვირთოთ კომპიტერიდან , გადავიღოთ კამერით. სპრაიტი როგორც ყველა გრაფიკული ობიექტი შეიძლება დავადიდოთ ან დავაპატარავოთ, და კიდევ "ჩავაცვათ კოსტუმი" ბრჭყალებში, ანუ საუბარია ერთი და იგივე სპრაიტის სხვადასხვა ვარიანტების შეცვლა, მაგალითად მოძრაობის ეფექტის მიყენება . ეს თვასაჩინო იქნება ჩვენი კატის მაგალითზე , გავწეროთ ასეთი ალგორითმი Event ჯგუფის ბლოკი when space key pressed control ჯგუფის ბლოკი wait 1 sec look ჯგუფის ბლოკი switch costume to cat-1b control ჯგუფის ბლოკი wait 1 sec look ჯგუფის ბლოკი switch costume to costume1 control ჯგუფის ბლოკი wait 1 sec. საბოლოო სახე ასეთი უნდა იყოს control ჯგუფის ბლოკი repeat 10 , დააკვირდით ბლოკს repeat 10 -გავიმეოროთ 10 ჯერ-დააკვირდით მის ფორმას, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ბლოკების ჯაჭვს "შემოვაცვათ" ის, და თავზე დავაფაროთ მას Event ჯგუფის ნებისმიერი ბლოკი, რათა შევკრათ ბლოკები და შევქმნათ ერთი სკრიპტი. ესეიგი სკრიპტი არის სპრაიტზე ზემოქმედების ბლოკების ჯაჭვი. გადავიდეთ პროექტის დათვალიერების რეჟიმში, გავწეროთ ინსტრუქცია : "დავაჭიროთ კლავიატურის ღილაკ ღარს და ჩვენი კატა გადადგავს ნაბიჯს." ეს იყო ჩვენი მეორე პრაქტიკული მაგალითი ჩვენ გავეცანით სპრაიტს და მის ელემენტებს, გამოვიყენეტ სკრიპტები. განვსაზღვრეთ სპრაიტის და სკრიპტის განმარტებაა მადლობთ, მომავალ შეხვედრამდე.

ახალი დამატებული