Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით! ეს ვიდეორგოლი მოგითხრობთ სკრეჩის ახალი ელემენტის შესახებ.ეს ელემენტი არის Backstage – “სცენა“, შევიდეთ სკრეჩის საიტზე, გავიაროთ ავტორიზაცია, და გავხსნათ ჩვენი პროექტი. ღილაკი my stuff. ვათქმევინოთ კატას მიაუ" ჩვენი კატა ჰაერში არის დაკიდებული ანუ მას სჭირდება გარემო, სადაც იგი იმოქმედებს მას სჭირდება სცენა backstage.ამ პროექტში სცენა თეთრია,ესეიგი ჩვენ არ გვაქვს სცენაზე დეკორაციები ანუ backdrop (ფონი) დააკვირდით, ჩვენ თუ სკრიპტი გვაქვს მონიშნული, მას აქვს კოსტუმი და ჩვენ თუ სცენა გვაქვს მონიშნული, მას აქვს ფონი Backdrop. დეკორაციების ან ფონის (როგორც მოგწონთ, ისე დაარქვით) არჩევის ღილაკები არის აქ, ასევე აქ. ისევე, როგორც სპრაიტის, ან სპრაიტისთვის კოსტუმის შერჩევისას, ჩვენ გვაქვს 4 ღილაკი. Choose backdrop from library - ბიბლიოთეკიდან არჩევა. გავუშვათ ჩვენი კატა მალიბუზე. Paint - თვითონ შეგვიძლია დავხატოთ. Upload from file - წინასწარ შერჩეული და კომპიუტერში ჩაწერილი სურათი დავდოთ ფონად. New backdrop from camera - ან გადავიღოთ ჩვენი ვიდეოკამერით. ესეიგი სცენა არის გარემო ,სადაც ჩვენი გმირები (სპრაიტები) მოახდენენ მოქმედებას, ჩვენ მათ უნდა დავუწეროთ სკრიპტი, რათა ისინი ავამოძრაოთ, ვალაპარაკოთ, ავამღეროთ,ავაცეკვოთ ან სხვა. გმადლობთ ყურადღებისთვის! შემდეგი ვიდეორგოლი იქნება სცენის და ფონის გამოყენება პრაქტიკულ მაგალითში.

ახალი დამატებული