Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით მეგობრებო!დღეს ჩვენ განვიხილავთ პროგრამა სკრეჩის ერთ ერთი მთავარი და მნიშვნელოვან ელემენტს: სკრიპტს. საიტზე შესვლას და ავტორიზაცის პროცესს. მე გამოვტოვებ, იმედია ეს თქვენ უკვე იცით, თუმცა თუ ვინმეს არ ახსოვს, ნახოს ამ ვიდეოგაკვეთილების სერიიდან გაკვეთილი : რეგისტრაცია საიტზე . სიტყვა სკრიპტის ტექნიკური გამარტივებული განმარტება არის : შესასრულებელი ბრაძანებების სია. ჩვენი პროგრამის სკრეჩის შემთხვევაშიც, თუ გავიხსენებთ ჩვენს პირველ პრაქტიკულ მაგალითს, პროექტს " ვათქმევინოთ კატას მიაუ". სკრიპტების დახმრებით ჩვენ ჩvენი კატა ავამოძრავეთ: გადავადგმევინეთ ნაბიჯები და ვათქმევინეთ "მიაუ", ამიტომ გავხსნათ ჩვენი შესრულებული პროექტი, რათა უფრო გასაგები იყოს ჩვენთვის თუ რაზე ვსაუბრობთ. ვისაც არ ახსოვს, იმათვის ვიმეორებ, ჩვენი სამომხმარებლო სახელის გვერდით, ფანჯრის მარჯვენა კუთხეში , ღილაკი My stuff (ჩემი მასალები) და გავხსნათ პროექტი "ვათქმევინოთ კატას მიაუ" იხსნება პროექტის დათვალიერების რეჟიმი, ჩვენ გვინდა რედაქტირების ანუ editor რეჟიმი, ამიტომ გამოვიყენოთ See inside ღილაკი ( ჩავიხედოთ შიგნით) See inside ღილაკის მარცხნივ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ პროექტში 1 სპრაიტი და ორი სკრიპტია, სპრაიტი ჩვენ წინა სესიაზე განვიხილეთ , ანუ ეს არის ნებისმიერი ობიექტი, რომელზეც ჩვენ ვახდენთ ზემოქმედებას, ჩვენ ს შემთხვევაში ეს იყო კატა, და სკრიპტებმა კატას უკარნახეს, თუ რა უნდა შეესრულებინა მას როდესაც დავაჭერდით მწვანე დროშას მას უნდა გადაედგა 10 ნაბიჯი, ეთქვა გამარჯობა, და გამოეცა ხმა "მიაუ", ამუ ეს იყო ჩვენი პირველი სკრიპტი, შესარულებელი ბრძანებების სია მეორე სკრიპტს ჩვენ განვიხილავთ ცოტა მოგვიანებით ახლა გავაგრძელებთ საუბარს სკრიპტების ბლოკებზე / სკრიპტების ჩანართში ჩვენ გვაქვს 9 ძირითადი ბლოკი, სავსებით საკმარისი იმისთვის , რათა საშუალო სირთულის პროექტები, თქვენ დამოუკიდებლად შეასრულოდ, და მე-10 ბლოკი, more block ღილაკი, უკვე სკრიპტების დასაწერი ბლოკია, ამას სჭირდება გარკვეული ცოდნა. ამ ერთი ბლოკის გარდა, დანარჩენი ბლოკები დამწყებ სკრეჩერისთვის არის შექმნილი. და რაც ყველზე მეტად მომწონს ამ პროგრამაში არის ის, რომ ტქვენ, ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვისი შექმნილი პროექტი თქვენი იდეის განსახორციელებლად. თუ რაიმე მოქმედებას ვერ ახორციელებთ თქვენს პროექტში, მოძებნეთ მსგავსი სხვასტან, მოახდიენტ მოდიფიცირება და შეასრულეთ ის. დავუბრუნდეთ ჩვენს ბლოკებს. ბლოკები შეფერილი არის სხვადასხვა ფერით, ჩვენ ჩვენს მაგალითში გამოვიყენეთ მხოლოდ 4 ფერის ბლოკი, ეს იყო მოძრაობის motion ლურჯი ფერის , ყავისფერი მოვლენის event, გამოსახულების look და sound ხმის ბლოკები სკრიპტების ბლოკებს უფრო დეტალურად მოგვიანებით განვიხილავთ, ახლა ჩვენ გვაქვს საუბარი სკრიპტზე. ჩვენი ორივე სკრიპტის თავი, თუ დააკვირდებიტ არის განსხვავებული მომრგვალებული ფორმის , ანუ საუბარია იმაზე, რომ ყველა სკრიპტის პირველი ბლოკი აუცილებლად უნდა იყოს Event ბლოკიდან. ამაში რომდავრწმუნდეთ, დავათვალიეროთ სხვისი პროექტები ამისთვის უნდა გადავიდეტ სკრეჩის საიტის მთავარ გვერდზე, სკრეჩის ლოგოზე დაჭერით და დავაჭიროთ explore ღილაკს და ავირჩიოთ ნებისმიერი პროექტი, მაგალითად ეს. მას აქვს სკრიპტი და სპრაიტი, ჩავიხედოთ შიგნით, დავაჭიროთ ღილაკს See inside, და კარგად დავათვალიეროთ ყველა სკრიპტი იწყება event ბლოკით, თუმცა ნახეთ, იგივე ივენტ ბლოკის broadcast სკრიპტი განსხვავებული ფორმისაა. ვნახოთ ასევე სხვა რომელიმე პროექტი

ახალი დამატებული