Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
Step Action on Screen Narration 1 მოგესალმებით, დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა არის პროგრამის ერთერთი ელემენტი :კოსტუმი 2 რათა კარგად გავიგოთ თუ რა არის კოსტუმი, 3 დავათვალიეროთ სხვისი პროექტები, ვნახოთ ვის როგორი კოსტუმები აქვთ შერჩეული , სპეციალურად შევარჩევ, პროექტს, რომელშიც ბევრი მოქმედი გმირია, მაგალითად ეს, ეს კარგი მაგალითია 4 Tiny Fun Farm მხიარული, პატარა ფერმა, ჩავიხედოთ შიგნით (see inside) ღილაკზე დაჭერით. 5 ამ პროექტში ბევრი სპრაიტია და სკრიპტია.კოსტუმი სჭირება სპრაიტს 6 7 მაგალითად ნახეთ ეს ქოთანი, მაში იზრდება ყვავილი , და ეს პროცესი კოსტუმების გამოყენებით არის ასახული ამ პროექტში აქ არის გამოყენებული იასამნის ფერი ანუ looks ბლოკიდან შერჩეული სკრიპტი switch costume to imige შევარჩიოთ სხვა სკრიპტი ესეიგი ასეთ დასკვნას ვაკეთებთ, სპრაიტს სჭირდება კოსტუმი, როდესაც ის განიცდის ცვლილებას 8 მე მგონი გასაგებია 9 როგორ გამოვიყენოთ კოსტუმი ჩვენს პროექტში, ეს თვალსაჩინო იქნება ჩვენი კატის მაგალითზე . გადავიდეთ ჩვენს გვერდზე და დავაჭიროთ ღილაკს create, მე წინასწარ მაქვს შერჩეული სპრაიტი უბრალოდ კატა, მეორე კატის ეგრეწოდებული კოსტუმი, გამოვიყენოთ ისინი, ჩამოვტვირთოთ კომპიუტერიდან (upload file from file) გავწეროთ სკრიპტების ასეთი ალგორითმი Event ჯგუფის ბლოკი when space key pressed control ჯგუფის ბლოკი wait 1 sec look ჯგუფის ბლოკი switch costume to cat-1b control ჯგუფის ბლოკი wait 1 sec look ჯგუფის ბლოკი switch costume to costume1 control ჯგუფის ბლოკი wait 1 sec. საბოლოო სახე ასეთი უნდა იყოს control ჯგუფის ბლოკი repeat 10 , დააკვირდით ბლოკს repeat 10 -გავიმეოროთ 10 ჯერ-დააკვირდით მის ფორმას, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ბლოკების ჯაჭვს "შემოვაცვათ" ის, და თავზე დავაფაროთ მას Event ჯგუფის ნებისმიერი ბლოკი, რათა შევკრათ ბლოკები და შევქმნათ ერთი სკრიპტი. ეს იყო კოსტუმის გამოყენების მარტივი პრაქტიკული მაგალითი. ესეიგი კოსტუმები ჩვენი სპრაიტების ( ანუ გმირების ) ცვლილებებს ასახავენ , და ჩვენ რომ ეს ცვლილება განვახორციელოთ უნდა გამოვიყენოთ სკრიპტი კოსტუმის შეცვლა, swith costume to. დავაჯამოთ პროგრამა სკრეჩის ძირითადი ელემენტების შესახებ თუ რა ვიცით. ესეიგი სპრაიტი არის ნებისმიერი ობიექტი, რომელზედაც ზემოქმედებას ახდენენ სკრიპტები. შესაბამისად სკრიპტი არის ბლოკების ჯაჭვი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს სპრაიტზე . სცენა ანუ ფონი, ან დეკორაცია, ჩვენი სპრაიტების მოქმედების არე არის.ანუ ის, თუ რა გარემოში მოქმედებენ ისინი. და კოსტუმი კი სპრაიტის ცვლილებების ასახავს. მადლობთ ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული