Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით, ვაგრძელებდდთ პროგრამა სკრეჩის პრაქტიკული რჩევების სერიას სახელწოდებით "თუ როგორ....?". დღეს ჩვენ შევისწავლით თუ როგორ ვაცეკვოთ სპრაიტს ტვისტი შევიდეთ საიტზე, გავიაროთ ავტორიზაცია, და გავხსნათ რედაქტირების რეჟიმი, create ღილაკზე დაჭერით. წავშალოთ საწყისად მოცემული სპრაიტი კატა, მოვნიშნოთ , გამოვიძახოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით კონტექსტური მენიუ ავირჩიოთ delete ბრძანება და მარცხენა ღილაკზე დაჭერით წავშალოთ კატა. ავირჩიოთ ახალი სპრაიტი , მაგალითად ეს ბიჭუნა სახელით ჯეი და გავწეროთ შემდეგი ალგორითმი: სკრიპტების Event ჯგუფიდან როდესაც კლავიატურიდან D კლავიშს დავაჭერთ, მოხდე შემდეგი: სკრიპტების sound ჯგუფიდან მოხდეს გახმოვანება სკრიპტების look ჯგუფიდან მიენიჭოს ეფექტი სკრიპტების control ჯგუფიდან დაიცადოს 0,25 წა,ი სკრიპტების look ჯგუფიდან მიენიჭოს იგივე ეფექტი და ისევ მოცდა სკრიპტების control ჯგუფიდან 0,25 წამი შევამოწმოთ თუ რა გამოგვივიდა: დღეს ჩვენ გავეცანით ახალ სკრიპტს look ჯგუფიდან set whirl effect to 50 set whirl effect to 0 ამ ერთი სკრიპტის გამოყენებით, მაგრამ ორი მნიშვნელობით ეს იყო 50, და მეორე 0 ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი სკრიპზე მოვახდინოთ ტალღისებური მოძრაობის ეფექტის მინიჭება ვცადოთ იგივე სხვა სკრიპტზეც : გავიმეოროთ ალგორითმი სხვა სპრაიტზე, მაგალითად ამაზე ჩვენ მივიღეთ ეფექტი. მადლობთ ყურადღებისთვის . ეს იყო ვიდეო პროგრამა სკრეჩის პრაქტიკული რჩევების სერიიდან სახელწოდებით "თუ როგორ....?". დღეს ჩვენ შევისწავლეთ თუ როგორ მოვახდინოთ სპრაიტის ტალღისებური მოძრაობა

ახალი დამატებული