Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით ,განვიხილოთ სკრეჩის საიტის Explorer გვერდი . ამ გვერდზე განთავსებული არის სკრეჩერების მიერ შექმნილი პროექტები და სტუდიოები. რა არის სტუდიო? სტუდიო არის სიცრცე, სადაც განთავსებულია პროექტების გალერეა. ორივეს შემთხვევაში, თქვენ იმყოფებით პროექტების , თუ სტუდიოების გვერდზე, არის სორტირების ,ანუ პროექტების დალაგების საშუალება სხვასხვა მეთოდით: მხოლოდ პროექტების გვერდზე შეგიძლიათ პროექტების დალაგება ამ კვირაში ,თუ ამ თვეში (weeks and month) ახალი გაზიარებული პროექტების მიხედვით, ასევე დალაგება ამ კვირაში ,თუ ამ თვეში (weeks and month) ყველაზე ხშირად ნახული პროექტები, და ყველაზე მეტად მოწონებული ან მოდიფიცირებული რემიქს პროექტები. სტუდიოების გვერდზე დალაგება ასევე კვირის ან თვის ფილტრის გამოყენებით შეგიძლიათ დაალაგოთ სტუდიოები მოდიფიცირებული , მეტად კომენტირებული, სტუდიოში მეტი პროექტების რაოდენობით, და სტუდიოები, რომლებსაც მეტი მიმდევარი ყავს Explorer გვერდზე როგორც იცით სხვისი პროექტები არის განთავსებული, და თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე პროექტის და მოსახდინოთ მისი მოდიფიცირება, See inside ღილაკზე დაჭერით, თქვენ გადადიხართ პროექტის რედაქტირების რეჟიმში და Remix ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ მოახდინოთ პროექტში ცვლილებები. რემიქსების განხორციელების შესახებ ვიდეო გაკვეთილებს პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე მოგვიანებით ნახავთ. Explorer გვერდზე განთავსებული პროექტებო დახარისხებული თემატიკის მიხედვიდაც: აქ არის ანიმაციები, შემოქმედებითი პროექტები, თამაშები, მუსიკა, მოთხრობები. ასევე თაგის მიხედვით შეგიძლიათ მოძებნოთ პროექტი. მაგალითად თაგი " მათემატიკა"

ახალი დამატებული