Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
ღილაკი explore, ანუ აღმოაჩინე, აქ ჩვენ შეგვიძლია დავათვალიეროთ სხვისი პროექტები ძირითად ფანჯარაში ორი ჩანართია, პირველი პროექტები (project) დავათვალიეროდ სტივ ჯობსის შესახებ შექმნილი პროექტი . ძალიან საინტერესო პროექტია, სტივ ჯობსის, კორპორაცია ეიპლის და აიპონების მამა (მოკლედ რომ ვთქვათ), თუმცა მხოლოდ ეს არა, იგი უდუდესი პიროვნება იყო, აქ მისი ტაიმლაინია, ანუ მის ცხოვრებაში ღირშესანიშნავი მომენტები არის ასახული, ეს საინტერესო პროექტი არის იმ თვალსაზრისითაც, რომ მასწავლებელს შეუძლია მსგავსი პროექტი შეასრულოს მაგალითად ნებისმიერი გამოჩენილი პიროვნების ავტობიოგრაფიის შესაქმნელად ან რაიმე დროში გაწელილი მოვლენის შესახებ მოთხრობის შესაქმნელად ან კიდევ სხვა,,,,,,, სკრეჩში დასაშვებია სხვისი პროექტების მოდიფიცირება, ან პროცესს ჰქვია remix , see inside ღილაკზე თუ დავაჭერთ, ისევ რედაქტირების რეჟიმში მოვხდებით, სადაც მარჯვენა კუთხეში არის ეს ღილაკი რემიქსი და თქვენ არსებული პროექტის მოდიფიცირებას შეძლებთ.მოგვიანებით მე დავდებ პრაქტიკულ მაგალითს, როდესაც ზუსტად ამ პროექტს სტივი ჯობსის შესახებ შევცლვლით და შევქმნით საკუთას მსგავს პროექტს დავბრუნდეთ ისევ პროექტების დათვალიერების რეჟიმში See project page ღილაკზე დაჭერით ეს პროექტი არის შექმნილი ჯესეპინკი მიერ , ასეთი სახელით რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ,მაუსის კურსორს თუ მის სახელთან მივიყვანთ და დავაჭერთ მას გაიხსნება მისი პროფილის გვერდი. ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მისი სხვა პროექტებიც, მათ შორის ისევ იაფონზე არის, ,1 წელი და 3 თვე ის არის სკრეჩერი, და ის არის ამერიკელი. ეს არის მისი მომავალი პროექტი: იახტის პაზლი, და ეს არის მისი ბოლო აქტივობა სკრეჩზე თქვენც შეგიძლიათ გახდეთ მისი მიმდევარი თუ დააჭერთ მისი პროფილის გვერზე ღილაკს follow ასევე აქ არის მისი სხვა აქტივობებიც Report this user, აქ თქვენ შეგიძლიათ დაგმოთ მისი საქციელი ქსელში რაღაცა მიზეზის გამო, მიზეზების ჩამონათვალი: რატომ განვიხილე ასე დეტალურად ჩემთვის უცნობი ადამიანი, იმიტომ რომ ასეთივე პროფილი ჩვენც შეგვიძლია შევქმნათ, რომ არც შევქმნათ მაინც და მაინც ჩვენი პროფილი, ჩვენი აქტივობა, ჩვენი ყველა მოქმედება ქსელში მაინც გამოჩნდება. ამიტომ უნდა ვიყოთ ყურადღებით. ეს შეიძლება ვიღაცისთვის ისედაც ცნობილია, ზოგისთვის კი არა, მე ჩავთვალე საჭიროთ ამაზე მელაპარაკა. საკუთარ პროფილს ჩვენ ამ ჯერზე არ შევქმინით, თუმცა გაჩვენებთ სად არის ჩვენი პროფილის გვერდი, ეს არის ჩვენი მომხმარებლის სახელის ჩამოშლად მენიუში, Profile ღილაკი. გავაგრძელოთ ჯესეპინკის პროფილის დათვალიერება შემდეგი არის მისი შექმნილი და გაზიარებული პროექტები, სულ 22, View All ღილაკზე დაათვალიერებთ ყველას იგი არის ერთერთი სტუდიოს მიმდევარი, რას ნიშნავს მიმდევარი? მიმდევარი ნიშნავს, რომ ინფორმაცია ყველა მისი აქტივობის შესახებ აისახება სკრეჩის მთავარ გვერდზე, როდესაც თქვენ ხართ შესული , როგორც მომხმარებელი, სიახლეების What's Happening? ფანჯარაში Studios I Curate ( 26 სტუდიოს კურატორი არის ) ჩვენი მეგობარი Following თვით არის 5 მომხმარებლის მიმდევარი Follower და მას ყავს 82 მიმდევარი Comment და ბოლოს ეს არის კომენტარები ეს იყო მხოლოდ სკრეჩის ვებსაიტის explore გვერდის მიმოხილვა

ახალი დამატებული