Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით, ვაგრძელებთ პროგრამა სკრეჩის პრაქტიკული რჩევების სერიას სახელწოდებით "თუ როგორ....?". დღეს ჩვენ შევისწავლით თუ როგორ გავხადოთ სპრაიტი სურპრიზი შევიდეთ საიტზე, გავიაროთ ავტორიზაცია, და გავხსნათ რედაქტირების რეჟიმი, create ღილაკზე დაჭერით. წავშალოთ საწყისად მოცემული სპრაიტი კატა, მოვნიშნოთ , გამოვიძახოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით კონტექსტური მენიუ ავირჩიოთ delete ბრძანება და მარცხენა ღილაკზე დაჭერით წავშალოთ კატა. ავირჩიოთ ახალი სპრაიტი , ბარაბანი ამ ლურჯ ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სპრაიტის სახელი- დავარქვათ ბარაბანი სურპრიზით. და გავწეროთ შემდეგი სპრაიტები Event ჯგუფიდან სკრიპტი when the sprite clicked looks ჯგუფიდან სკრიპტი >> change color effect by 25დავაწყვილოთ Operator>>ჯგუფიდან სკრიპტი pick random1 to 10 sound ჯგუფიდან სკრიპტი >> play drum for 0.2 beats და ისევ looks ჯგუფიდან სკრიპტი >> change color effect by მხოლოდ მიუწეროთ მინუსი -25 და შევკრათ ბლოკი Control ჯგუფიდან>> სკრიპტით forever ვნახოთ რა გამოგვივიდა. ამ გაკვეთილში ჩვენთვის ახალი სპრაიტი იყო pick random1 to 10 Operator>>ჯგუფიდან. ასეთი ტიპის სკრიპტები ჩვენ წინა გაკვეთილში განვიხილეთ, ანუ ეს სკრიპტები მეწყვილეს გარეშე არ მუშაობენ. ამ სკრიპტის ფორმას დააკვირდით, მასაც სამკუთხა დაბოლოებები აქვს. კონკრეტულად ეს სკრიპტი play drum წყვილში ნიშნავს შემთხვევითი პრინციპით აირჩიოს ბარაბანის ხმა 1 დან ათამდე. ასევე სიახლე იყო ჩვენთვის რომ სპრაიტხე სახელის დარქმევა შეიძლება ამ ველის გამოყენებით მადლობთ ყურადღებისთვის. ეს იყო ვიდეო სერიიდან თუ როგორ.? თუ როგორ გავხადოთ სპრაიტი სურპრიზი.

ახალი დამატებული