Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით, ვაგრძელებთ პროგრამა სკრეჩის პრაქტიკული რჩევების სერიას სახელწოდებით "თუ როგორ....?". დღეს ჩვენ შევისწავლით თუ როგორ მივანიჭოთ სპრაიტს მოძრაობის ანიმაცია. შევიდეთ საიტზე, გავიაროთ ავტორიზაცია, და გავხსნათ რედაქტირების რეჟიმი, create ღილაკზე დაჭერით. წავშალოთ საწყისად მოცემული სპრაიტი კატა, მოვნიშნოთ , გამოვიძახოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით კონტექსტური მენიუ ავირჩიოთ delete ბრძანება და მარცხენა ღილაკზე დაჭერით წავშალოთ კატა. ავირჩიოთ სპრაიტი , რომელსაც 2 ან მეტი კოსტუმი აქვს მაგალითად ეს. და გავწეროთ შემდეგი ალგორითმი. Event ჯგუფიდან>> სკრიპტი when flag clicked Looks ჯგუფიდან>>სკრიპტი next costume Control ჯგუფიდან>>სკრიპტი waits 1 sec, შევცვალოთ 0,5 -ის მნიშვნელობით Moition ჯგუფიდან სკრიპტი move >>10 steps შევცვალოთ 5 -ის მნიშვნელობით და იგივე ჯგუფიდან, ლურჯი ფერის if on edge, bounce Control ჯგუფიდან სკრიპტი >> forever-ით შევკრათ ბლოკი. და კიდევ ერთიმნიშვნელოვანი მომენტი,- მობრუნების დროს მიმართულების მითითება, ჩვენ უნდა ამ ლურჯ ღილაკზე დაჭერის შემდეგ უნდა გავააქტიუროდ ეს ნიშანი. როდესაც მისი ფერი გამუქდება, ის აქტიურია. შევამოწმოთ, თუ რა გამოგვივიდა. ამ მაგალითში ახალი სკრიპტები ჩვენთვის იყო next costume და if on edge, bounce. next costume სკრიპტი გასაგებია-ნიშნავს იმას, რომ არსებული კოსტუმი შეიცვალოს შემდეგ კოსტუმით. და if on edge, bounce სკრიპტი ნიშნავს, როდესაც კიდემდე მივა, მობრუნდეს. სცენას აქვს გარკვეული ზომები ეს არის 480x360. , და მას აქვს კიდეები, ჩვენ თუ ამ სკრიპტს if on edge, bounce არ გამოვიყენებთ, ჩვენი სპრაიტი სცენის გარეთ გავა, და ჩვენ მას ვერ ვიხილავთ. ამი დემონსტრირებას გაგიკეთებთ , ამოვიღით სკრიპტი if on edge, bounce და ვნახოთ, თუ რა მოხდება. ჩვენი სპრაიტი გავიდა სცენის იქით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის მიმართულების მითითება, ჩვენ თუ მიმართულებას არ მივუთითებთ. ჩვენი სპრაიტი ამობრუნდება და ისე გააგძელებს მოძრაობას. მიმართულების სამი ნიშანი არის , პირველი - ამოაბრუნებს სპრაიტს 360 გრადუსით , მეორე მოაბრუნებს 180 გრადუსით, და მესამე არ შეუცვლის მიმართულებას. სულ ეს იყო. მადლობთ ყურადღებისთვის. ეს იყო ვიდეო სერიიდან თუ როგორ? თუ როგორ მივანიჭოთ სპრაიტს მოძრაობის ანიმაცია

ახალი დამატებული