Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით განვიხილოთ სკრეჩის გრაფიკული რედაქტორის რასტრული გამოსახულების. ინსტრუმენტები.ამ ინსტრუმენტებს ჩვენ ვიყენებთ სპრაიტის, ან მისი კოსტუმის ან დეკორაციების შესაქმნელად Brush -ფუნჯი, სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს, ფერების პალიტრის მეშვეობით და ასვე სხვადასხვა ზომის- ამ ინსტრუმენტის დახმარებით. Line-ხაზი ასევე სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს, ფერების პალიტრის მეშვეობით და ასვე სხვადასხვა ზომის -ამ ინსტრუმენტის დახმარებით. Rectangle, Square ოთხკუთხედი ან კვადრატი ჩვენ თუ კვადრატის დახატვა გვინდა უნდა დავიხმაროთ შიფტ კლავიშა, ანუ შიფტ კლავიშა თუ თითის აუღებლად გვიჭერია, დაიხატება კვადრატი, და თუ თითი შიფტ კლავიშაზე არ გვიჭერია, დაიხატება ოთხკუთხედი. ხაზი ასევე სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს, ფერების პალიტრის მეშვეობით და ასვე სხვადასხვა სისქის ამ ინსტრუმენტის დახმარებით. Ellipse , Circle წრის ან ელიფსის დახატვის ინსტრუმენტი არის, ჩვენ თუ წრის დახატვა გვინდა უნდა დავიხმაროთ შიფტ კლავიშა, ანუ შიფტ კლავიშა თუ თითის აუღებლად გვიჭერია, დაიხატება წრე, და თუ თითი შიფტ კლავიშაზე არ გვიჭერია, დაიხატება ელიფსი. აქაც ხაზი ასევე სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს, ფერების პალიტრის მეშვეობით და ასვე სხვადასხვა სისქის ამ ინსტრუმენტის დახმარებით. Text -ტექსტის შეყვანის ინსტრუმენტი, სამწუხაროთ ამ პროგრამაში მხოლოდ ინგლისური ენისთვის მუშაობს, ჩვენ თუ ქართული ან რუსულ ენაზე გვინდა ტექსტი შევიყვანოთ, საჭიროა ეს ტექსტი სურათად, ანუ გრაფიკული გამოსახულებათ ვაქციოთ. ამის სხვადსხვა ხერხი არსებობს. Fill with color -გაფერადების ინსტრუმენტი არის, თუ რამე გასაფერადებელი გვაქვს ამ ინსტუმენტს ვიყენებთ. მაგალითად ეს წრე, ეს ინსტრუმენტი ჩაგვისხავს ფერს. Erase -საშლელი, ამით ჩვენ ვშლით ნებისმიერ გამოსახულებას, ამასაც სხვადასხვა ზომა აქვს. ამ ინსტრუმენთით ჩვენ შეგვიძლია მოვნიშნოთ ნებისმიერი ობიექტი და წავშალოთ, მაგალითად Clear ინსტრუმენტის გამოყენებით , ან კლავიშა Delete ს- დახმარებით. და ღილაკი Select and duplicate მონიშვნის და დუბლიკატის შექმნის ღილაკია. მადლობთ ყურადღებისთვის. ეს იყო რასტრული გრაფიკის შესაქმნელი ინსტრუმენტები. შემდეგში ჩვენ ვექტორულ ინსტრუმენტებს ავღწერთ. და ვნახავთ მათი გამოყებას.

ახალი დამატებული