Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით , ვიწყებთ ვიდეოგაკვეთილების სერიას რემიქსების შესახებ. ამ ვიდეო რგოლში ჩვენ ზოგადად მიმოვიხილავთ რემიქსის პროცესს. სკრეჩის შექმნის იდეა ღია ონლაინ სივრცის მოწყობა იყო, სადაც მონაწილეები ამ პროგრამის მეშვეობით შექმნიდენ და გაუზიარებდნენ ერთმანეთს სასწავლო რესურსებს და ექნებოდათ შექმნილ რესურსებში ცვლილების შეტანის და საკუთარი საჭიროებებზე მორგების საშუალება. ამ პროცესს რემიქსი უწოდეს. ნებისმიერი პროექტის რემიქსი არის შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა გადავიდეთ ,Explorer გვერდზე.სორტირების ღილაკის დახმერბით most remixed ბრძანების საშუალებით ამოვირჩიოთ რომელიმე ყველაზე მეტად დარემიქსებული პროექტი. მაგალითად ეს. ორიექტის დათვალირებეის რეჟიმში ჩვენ გვაქვს მოცემული ორიგინალი პროექტები და ასევე მისი რემიქსები.რემიქსის გახსნის შემთხვევაში ჩვენ გვეძლევა საშუალება გადავიდეთ ორიგინალი პროექტის გვერდზე აი ამ ბმულით. ამ პროეტში სამი სკრიპტი და ორი სპრაიტია.ჩავიხედოთ შიგნით See inside>ღილაკზე დაჭერით. ვეცადოთ მოვახდინოთ ცვლილება.მაგალითად წავშალოთ ეს სკრიპტების ბლოკი. ამისთვის მოვნიშნოთ იგი მარჯვენა ღილაკით გამოვიძახოთ კონტექსტური მენიუ და მარცხენათი შევასრულოთ ბრძანება Delete. და შევეცადოთ შევინახოთ ცვლილება.რეგისტრაციის და ავტორიზაციის ს პროცესი ამისთვის სავალდებულო არის , თუ სისტემაში შესული არ ხართ თქვენი საკუთარი სამომხმარებლო სახელით და პაროლით თქვენს მიერ განხორციელებული ცვლელებების შენახვა შეუძლებელია, ანუ ცვლილებებს მოახდენთ მაგრამ ამ ცვლილებების შენახვისთვის საჭირო გახდება რეგისტრაცია საიტზე და შემდეგ ავტორიზაციის პროცესის გავლა. Sign in to save ამ ბრძანების შესრულების შემდეგ გამოდის ფანჯარა ან ავტორიზაციის გასავლელი ან და თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, რეგისტრაციის ღილაკი :join Scratch. გავიაროთ ავტორიზაციის პროცესი ან საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციის join Scratch.-ღილაკზე დაჭერით. მე გავივლი ავტორიზაციის პროცესს. რადგან მე უვვე ავტორიზირებული მომხამერებელი ვარ მე შემიძლია ამ ცვლილებების შენახვა მთავარი მენიუ File>>save now ღილაკის დახმარებით გადავიდეთ პროექტის დათვალიერების რეჟიმში See project page -ზე ღილაკის დაჭერით. მთავარ გვერდზე ჩანს რომ ეს პროექტი იყო ჩემს მიერ შეცვლილი, ანუ ეს პროექტი იყო შექმნილი ჩემ სამომხმარებლო სახელის გამოყენებით. პროექტის დათვალიერების რეჟიმში სკრეჩი გვატყობინებს რომ, ორიგინალი პროექტი იყო ია ამ ბმულზე, და ჩემს მიერ შექმნილი რემიქსი იყო უკვე სხვა მომხმარებლის მიერ შექმნილი რემიქსი. მე შემიძლია ამ რემიქსის გაზიარება Share ღილაკზე დაჭერით, თუმცა მე ამა ამ ჯერზე არ გავაკეთებ. ეს იყო რემიქსის პროცესის ზოგადი მიმოხილვა. შემდეგ ვიდეო გაკვეთილში ჩვენ მოვახდენთ რეალურ ცვლილებებს, და შევქმით რესურს, რომელსაც გავაზიარებთ ქართულ ვებ სივრცეში, სოციალურ ქსელებში და ა.შ, რათა მისი გამოყენება სრულად იყოს შესაძლებელი. მადლობთ ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული