Scratch
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
00:02:13
00:02:43
00:05:40
00:03:47
რემიქსები
00:04:18
00:07:48
00:10:38
00:10:11
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
00:01:00
00:02:16
00:02:41
00:01:46
00:05:00
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
00:11:41
00:10:32
00:11:55
00:11:18
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
00:02:34
00:06:03
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
00:02:33
00:02:36
00:02:59
00:04:03
00:03:12
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
00:01:25
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
00:02:13
00:02:43
00:05:40
00:03:47
რემიქსები
00:04:18
00:07:48
00:10:38
00:10:11
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
00:01:00
00:02:16
00:02:41
00:01:46
00:05:00
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
00:11:41
00:10:32
00:11:55
00:11:18
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
00:02:34
00:06:03
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
00:02:33
00:02:36
00:02:59
00:04:03
00:03:12
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
00:01:25
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu .
გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს.
Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის.
Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს.
Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება.
Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას.
ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს.
Scratch-ი
შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება.
მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი.
გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას.
აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები.
მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი.
ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც.
6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით.
მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას.
ის უფასოა.
მოგესალმებით, ამ ვიდეოგაკვეთილში მოვახდინოთ დაპირებული რეალურად შესრულებული პროექტის რემიქსის შექმნა და გაზიარება სკრეჩის საიტზე ,ქართულ ვებსივრცეში, ფეისბუკზე და ტვიტერზე, ასევე მაგალითად ბლოგზეც. შევიდეთ სკრეჩის საიტზე, გავიაროთ ავტორიზაციის პროცესი და
მოვძებნოთ პროექტი, რომელიც გვინდა რომ შევცვალოთ. მაგალითად იყოს ეს. Figuras bazikas , ძალიან მარტივი პროექტი ცვლილებების შესატანად, იმისთვის რომ მივიღოთ ჩვენს გარემოებებში გამოყენებადი პროდუქტი.ეს არის პროექტი დაწყებითი კლასებისთვის, რომელიც შეასწავლის მოსწავლეებს საბაზისო გეომეტრიული ფიგურების ამოცნობას: მოცემული გვაქვს შესავალი.
ეკრანზე გამოჩენილი ფიგურებიდან უნდა ავირჩიოთ ოთხკუთხედები პირველ ჯერზე.
თან გვაქვს ქულების მინიჭების საშუალებაც. ამ ღილაკზე და ჭერით შეგვიძლია შევცვალო ფიგურები, და ავირჩიოთ სამკუთხედები
აქაც ქულებია და წრეები.
პროექტის გვერდზე ვიდრე დავაჭერთ ღილაკ See inside ვნახოთ თუ რისგან შედგება ეს პროექტი.პროექტი შედგება 5 სპრაიტისგან და 25 სკრიპტისგან. შევიდეთ პროექტის რედაქტირების რეჟიმში ღილაკ See inside -ზე დაჭერით .ეს პროექტი ძალიან მარტივია შესაცვლელად, ჩვენ მოგვიწევს მხოლოდ სპრაიტების შეცვლა, მათზე ქართული წარწერების და ერთი დეკორაციის backdrop -ის შეცვლა, სადაც თამაშის წესები არის დაწერილი. ვისაც აქვს სკრეჩის ოფლაინ ვერსია, მას შეუძლია ჩამოვტვირთოს პროექტი სკრეჩის ვებგვერდის რედაქტირების რეჟიმიდან .მთავარი მენიუდან file>download to you computer ბრძანებების გამოყენებით. მივუთითოთ შენახვის ადგილი, მე ავირჩევ სამუშაო მაგიდას, desktop, ვისაც არ აქვს ოფლაინ ვერსია, შეუძლია იგივე ცვლილებები სისტემაშიც მოახდინოს, მხოლოდ ამისთვის რა თქმა უნდა ავტორიზაციის პროცესი უნდა გაიაროს. დანარჩენი ყველაფერი იგივენაირად იქნება შესასრულებელი, როგორც ოფლაინ ვერსიაშიც. პროექტის ფაილი ჩემს სამუშაო მაგიდაზე არის შენახული , გავხნათ იგი და შევუდგეთ ცვლილებების განხორციელებას.
პირველ რიგში შევცვალოთ დეკორაცია, backdrop, ამ დეკორაციის შექმნა პროგრამა პეინტში არის შესაძლებელი, ჩვენ თამაშის წესები უნდა გავწეროთ და შევინახოთ სურათად , გავხსნათ პროგრამა პეინთი, და ტექსტის შესაყვანი ინსტრუმენტის გამოყენებით დავწეროთ საჭირო ტექსტი , ეს ტექსტი სურათად ანუ jpeg ფორმატში უნდა შევინახოთ, ამიტომ ტექსტი რომ სკრეჩის სამუშაო არეში სრულად იყოს გაშლილი , რომლის ზომა 480X360 პიქსელი არის, პეინთის ფაილის ზომაც ასეთი უნდა იყოს. ამისთვის შევიდეთ პროგრამა პეინტში და მთავარი მენიუ Home>. resize>> pixel ბრძანებით დავაყენოთ ეს ზომები. T -ინსტრუმენტის დახმარებით შევიყვანოთ სასურველი ტექსტი, გავაფერადოთ იგი, გავშალოთ შესაბამისად ტექსტიც ზომაზე 480X360 პიქსელი. შევინახოთ ჩვენი პეინთის ფაილი, Save >> file name>dekoracia> Desktop სამუშაო მაგიდაზე. სკრეჩში წავშალოთ ძველი დეკორაცია და import ბრძანებით ჩავსვათ ახალი, .დეკორაცია backdrop, შეცვლილია, ეხლა შევუდგეთ სპრაიტების შეცვლას, ჩვენ ეს სამი სპრაიტი გვაქვს შესაცვლელი.
პირველი ეს , სადაც ოთხკუთხედი ხატია, მოვნიშნოთ ეს სპრაიტი და გადავიდეთ კოსტუმ ჩანართში, და სკრეჩში ჩაშენებულ გრაფიკულ რედაქტორში მოვახდინოთ მისი რედაქტირება, გავზარდოთ ხედვის რეჟიმი, როგორც ხედავთ ეს ვექტორული ნახატი არის და ამიტომ მარჯვნივ განთავსებული ინსტრუმენტები გამოვიყენოთ ლურჯი ფერი ჩავასხათ თეთრ წარწერებში, ავიღოთ თეთრი ფერის ფანქარი და ქართული ასოებით დავწეროთ: სიტყვა ოთხკუთხედი, ამის ცოტა გალამაზება შეიძლება ასე.
იგივე გავიმეოროთ მეორე სპრაიტთან, სადაც ლათინურად სიტყვა სამკუთხედი წერია, ასე, ესეც მზად არის
და მივხედოთ მე-3 სპრაიტს , სადაც სიტყვა წრე წერია, კოსტუმ ჩანართიდან ვექტორული ინსტრუმენტების დახმარებით. ესეც მზად არის, შევინახოთ ბრძანება save -ით და ვნახოთ რა გამოვიდა. შევინახოთ სკრეჩის ფაილი სამუშაო მაგიდაზე და დავარქვათ მას სახელი, მადლობთ ყურადღებისთვის ეს იყო ჩვენი პირველი პროექტის რემიქსი. შემდეგ ვიდეორგოლში, ჩვენ მოვახდენთ ჩვენი რემიქსის გაზიარებას სკრეჩის გვერდზე, ფეისბუკზე და ბლოგზე.