Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით, მეგობრებო! გავაკეთოთ კიდევ ერთი რემიქსი, ეს არის თამაში, რომელიც ასწავლის ბავშვებს თვლას ხუთამდე. თამაშს ჰქვია "How many games" (ჰაუ მენი გეიმს). მოვძებნოთ იგი სკრეჩის საიტზე ისევე, როგორც წინა რემიქსის დროს მოვძებნეთ თამაში "ფიგურები". გავხსნათ. თამაში იწყება მწვანე დრშაზე დაჭერით. ეკრანზე გამოსახულია ციფრები ერთიდან ხუთამდე და ბავშვმა უნდა ამოიცნოს, რამდენი ვაშლი გამოვა ეკრანზე. სწორი პასუხის შემთხვევაში მას ვარსკვლავი ენიჭება. თან ციფრებიც ხმოვანდება. ძალიან საინტერესო თამაშია იმ თვალსაზრისითაც, რომ ადვილი შესაცვლელია, ანუ დასარემიქსებელი. მიუხედავად იმისა, რომ 11 სპრაიტი აქვს და 50 სკრიპტი, მისი შეცვლა მაინც მარტივია. შევიდეთ თამაშის რედაქტირების რეჟიმში "See inside" (სი ინსაიდ) ღილაკზე დაჭერით და დავათვალიერით სპრაიტები და სკრიპტები. ვნახოთ, თუ რისი შეცვლა მოგვიწევს იმისთვის, რომ ეს თამაში ჩვენს გარემოში გამოვიყენოთ. როგორც ვთქვით, აქ 11 სპრაიტია, ციფრებია ხუთამდე, ვარსკვლავები და ვაშლები, სპრაიტებში ჩვენ არაფრის შეცვლა არ მოგვიწევს, ეს ყველაფერი გამოგვადგება, მაგრამ თითო სპრაიტისთვის, როგორიც არის 1,2,3,4,5 ციფრები, სკრიპტებში ცვლილებები იქნება შესატანი. და ასევე შესაცვლელია დეკორაცია, ანუ "ბექდროპი", სადაც ინგლისურად წერია "How many" (ჰაუ მენი). დავიწყოთ, ალბათ, დეკორაციიდან, ეს ხერხი ჩვენ წინა რემიქსში გამოვიყენეთ. მოვნიშნოთ დეკორაცია იმისთვის, რომ გააქტიურდეს "ბექ დროპ" ჩანართი, გავხსნათ ის დეკორაცია, სადაც წერია "How many" (ჰაუ მენი), ეს არის რასტრული გამოსახულება, ამიტომ სკრეჩის გრაფიკულ რედაქტორში მარცხნივ განთავსებული ინსტრუმენტებიდან უნდა ავირჩიოთ ფერის ჩასასმელი ინსტრუმენტი. შავი ფერი. გავაქროთ ჩვენი წარწერა. იგივე ფერი უნდა ავიღოთ, რაც ფონია. გააკვირდით, თუ როგორი წარწერა გაჩნდა ცვლილებების განხორციელების შემდეგ მარჯვენა კუთხეში. "Want to save?" (უონთ თუ სეივ), "გინდათ შეინახოთ?" დააჭირეთ რემიქსსო. დავაჭიროთ რემიქსს. ანუ, სკრეჩი გვატყობინებს, რომ, თუ ცვლილებების შენახვა გსურთ, დააჭირეთ ამ ღილაკს. ესეც ასე! ახლა სტანდარტული "Paint" (ფეინთ) რედაქტორში გავამზადოთ დაახლოებით იგივე ზომის წარწერა ქართულად. "Paint" (ფეინთ)-ში შევასრულოთ იგივე ოპერაციები, რაც წინა რემიქსის დროს გავაკეთეთ, მოვამზადოთ დეკორაცია ჩასასმელად ცვენს პროექტში. მოვარგოთ გამოსახულებას. ჩამოვტვირთოთ პროექტი ჩვენს კომპიუტერში. პროექტის რედაქტირების რეჟიმის 'File" (ფაილ) მენიუდან "Download to your computer" (დაუნლოუდ თუ იორ ქომფიუთა). "How many game" (ჰაუ მენი გეიმ) - ასეთი სახელწოდებით ინახება. დავხუროთ ბრაუზერი და გავხსნათ "Offline" (ოფლაინ) რედაქტორში. რა თქმა უნდა, ამის ჩამოტვირთვის გარეშეც შეიძლებოდა გაკეთება, მაგრამ ამ პროექტში ჩვენ მიკროფონის გამოყენება დაგვჭირდება და ეს პროცესი "Offline" (ოფლაინ)-ში უფრო სწრაფად მოხერხდება, მაგრამ ეს არ ნიშნნავს იმას, რომ ონლაინში მიკროფონს (ან, თუ გინდათ, ვიდეოკამერას) თქვენ ვერ გამოიყენებთ. რა თქმა უნდა გამოიყენებთ. მე ეს პროექტი ისევ დესკტოპზე, ანუ სამუშაო მაგიდაზე შევინახე. ეს სკრეჩის "Offline" (ოფლაინ) რედაქტორთან, რა თქმა უნდა, თავსებადი ფაილია და გაიხსნება, შესაბამისად, ამ რედაქტორში. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ სკრეჩის პროექტის გაფართოება არის SB 2, თუ იგი სკრეჩი 2.0 "Offline" (ოფლაინ) რედაქტორის ვერსიაში არის გაკეთებული, და არსებიბს ასევე სკრეჩის 1.4 და სხვა უფრო ადრინდელი ვერსიები. ალბათ იცით, რომ ნებისმიერი პროგრამის წინა ვერსიების ფაილები წესით აუცილებლად გაიხსნება ახალ ვერსიაშიც, თუმცა პირიქით - არა. ანუ ჩვენ თ, სიტყვაზე, გვაქვს 2.0 ფაილი და პროგრამა გვიწერია 1.4 ვერსია, დიდი ალბათობა არის იმისი, რომ ფაილს ვერ გახსნით. კარგი, გავაგრძელოთ რემიქსზე მუშაობა. მოვნიშნოთ დეკორაცია "Stage" (სთეიჯ) რომ გააქტიურდეს "Backdrop" (ბექდროპ) ჩანართი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცვლილება მოვახდინეთ ონლაინში, ანუ სკრეჩის ვებ გვერდზე, ჩამოტვირთვის შემდეგაც ეს ცვლილება არის შენახული იმიტომ, რომ ჩვენ დავაჭირეთ ღილაკს "Remix" (რემიქს) და შევინახეთ ცვლილებები. დეკორაცია ჩვენ შევცვალეთ, ახლა შესაცვლელი დაგვრჩა სპრაიტებზე, როგორიც არის ციფრები 1, 2, 3, 4, 5 სკრიპტები. ყველაზე საინტერესო მომენტი არის, რომელი სკრიპტი უნდა შევცვალოთ. რა თქმა უნდა, სადაც გახმოვანება არის ამ ციფრების ინგლისურად. ანუ, სკრიპტი "Play sound 1 (one)" (ფლეი საუნდ 1 (უან)). ჩამოშლად მენიუდან ავირჩიოთ ბოლო, "Record" (რექორდ), ანუ ჩანაწერის გაკეთება. ამ წითელი ღილაკით დავიწყოთ ჩაწერა. (ავტორის ხმა: "ერთი"), დავბრუნდეთ სკრიპტებში და ჩვენი ჩანაწერი მივუთუთოთ "Play sound 1 (one)" -ს მაგივრად, რომელსაც ჰქვია "Recording 1" (რექორდინგ 1). ახლა დაჩქარებული კადრებით გადმოქცემთ იგივე მოქმედებებს დანარჩენი სპრაიტებისათვის. ზოგან მე მოვახდინე დარედაქტირება ხმოვანი ფაილის, "Cut" (ქათ) ღილაკის დახმარებით, რათა უფრო მოკლე იყოს ხმოვანი ფაილი. ავირჩიოთ საჭირო ხმოვანი ფაილი სკრიპტში. ყველა სპრაიტისთვის ერთი და იგივე პროცედურები არის შესასრულებელი ამ სკრიპტში. მემგონი, ყველაფერი მზად არის. შეგვიძლია ახლა შევამოწმოთ ჩვენი ნამუშევარი. ვარსკვლავები მივიღე! :D დავაკვირდეთ, რომ "Play sound" (ფლეი საუნდ) ჩამოშლად მენიუში ბევრი ფაილებია არჩეული, მათ შორის არის ხმა, როდესაც არასწორად ვაკეთებთ (ოჰო!) ანუ იგივე წესით ჩვენ შეგვეძლო შეგვეცვალა არასწორ პასუხზე შეგვეძლო შეგვეცვალა თანმხლები გახმოვანებაც. თუმცა, ეს მეტ დროს წაიღებდა, და ამიტომ მე ამას არ შევცვლი. თუ გადაწყვიტეთ ამის შეცვლა, მაშინ იგივე ფერის "Play sound" (ფლეი საუნდ) სკრიპტში უნდა მოძებნოთ და იქ გაააქტიუროთ ხმის ჩანაწერი. მაგალითად, ციფრი 4 სპრაიტის "Play sound "ოჰო!" (ფლეი საუნდ "ოჰო!")-ს მაგივრად იმ თქვენს ჩანაწერს გააკეთებთ, და ასევე გახმოვანებებში, ეს იქნება სცენის გახმოვანებაში, "Stage" (სთეიჯ) ან "Backdrop" (ბექ დროპ) -ის გახმოვანებაში თქვენ შეგიძლიათ ფონად დააყენოთ ნებისმიერი უფრო სასიამოვნო მუსიკალური გაფორმება. მემგონი, მოვრჩით. შევამოწმეთ, ყველაფერი მუშაობს, შევინახოთ და ავტვირთოთ სკრეჩის საიტზე გასაზიარებლად. ამისთვის გადავიდეთ სკრეჩის საიტზე, რა თქმა უნდა, როგორც ავტორიზირებული მომხმარებელი. რედაქტირების რეჟიმში "Create" (ქრიეით) ღილაკზე დაჭერით და მთავარი მენიუდან "File" (ფაილ), "Upload from your computer" (აფლოუდ ფრომ იორ ქომფიუთა) ბრძანებით, მოვძებნოთ ჩვენი გაკეთებული რემიქსი, (ისევ გვეკითხება, შევანაცვლოთ ახლითო?), "დიახ", თუმცა კარგი ინტერნეტის პირობებში იგივე შეიძლებოდა "Offline" (ოფლიან) რედაქტორიდანაც. ამისთვის ფაილი გახსნილი უნდა იყოს "Offline" (ოფლიან) რედაქტორში და მთავარ მენიუში, "File" (ფაილ), მენიუში "Share to the web site" (შეარ თუ ზე წებ საით) ბრძანება უნდა შესრულდეს, რომლის შემდეგაც გამოვა ავტორიზაციის ფანჯარა, თქვენ გაივლით ავტორიზაციას და ფაილი უნდა იყოს გაზიარებული. მე რამდენჯერაც ვცადე, "სერვერი არ პასუხობს"ო, ასეთი შეტყობინება მივიღე. თქვენ შეგიძლიათ მოსინჯოთ ეგ შესაძლებლობა. ჩვენი პროექტი დათვალიერების რეჟიმში "See page" (სი ფეიჯ) შევამოწმოთ. შეგვიძლია დავწეროთ ინსტრუქცია ქართულად. ასევე შეგვიძლია მოვნიშნოთ, რომ ეს აეის თამაში ბავშვებისთვის. ნუ დაგავიწყდებათ გაზიარება, არ დაგენანოთ თქვენი ნამუშევარი. ეს ხომ თქვენი ბავშვებისთვის არის! გმადლობთ ყურადღებისათვის! ეს იყო მეორე რემიქსი.

ახალი დამატებული