Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით, მეგობრებო! გავაკეთოთ კიდევ ერთი რემიქსი. ეს არის თამაში, რომელიც ასწავლის ბავშვებს მომატებას 5-ის ფარგლებში. ეს წინა რემიქსის სხვა ვარიანტი არის, ავტორი იგივე ჰყავს და ბევრი მსგავსება არის პროექტებში. რეალურად იგივე ოპერაციები უნდა შევასრულოთ, რაც წინა სესიებში. მიუხედავად მსგავსებისა, მე მაინც გადავწყვიტე ეს ვიდეოგაკვეთილები ჩამეწერებინა. უფრო მეტს ვიტყვი, ასევე მესამე ვიდეოგაკვეთილი იქნება იგივე ავტორის და ხუთის ფარგლებში გამოკლება იქნება, იმიტომ, რომ, გარდა იმისა, რომ კარგად გავერკვევით იგივე სკრიპტებში, ასევე ჩვენ რეალურ მზა რესურსს შევქმნით, რომლის გამოყენება შეუძლია ნებუსმიერ მსურველს. ეს იქნება მშობელი თუ მასწავლებელი, საბავშვო ბაღში თუ სკოლაში. ისევე, როგორც წინა პროექტებში მოვძებნოთ ჩვენი თამაში ძებნის ველში, გავხსნათ იგი, პროექტის რედაქტირების რეჟიმში გადავიდეთ და ჩამოვტვირთოთ ჩვენს კომპიუტერებში მთავარი მენიუ "File" (ფაილ)-იდან, რათა გავხსნათ "Offline" (ოფლაინ) რედაქტორში სამუშაოდ. შევცვალოთ ჯერ დეკორაცია. იგი ჩვენ შეგვიძლია წინა პროექტიდან გადმოვიტანოთ, ამისთვის საჭიროა გავხსნათ წინა პროექტი, რომელსაც ჰქვია "How many game" (ჰაუ მენი გეიმ). მოვნიშნოთ მარცხენა კუთხეში სცენა. რათა გავააქტიუროთ "Backdrop" (ბექდროპ) ჩანართი. მოვძებნოთ ჩვენი გაკეთებული დეკორაცია, მარჯვენა ღილაკით გამოვიძახოთ კონტექსტური მენიუ და შევასრულოთ ბრძანება "Save to local file" (სეივ თუ ლოქალ ფაილ). მას ერქმევა "Backdrop 1" (ბექდროპ 1). იგი დესქტოპზე, ანუ სამუშაო მაგიდაზე შეინახება. დავაჭიროთ ღილაკ "Save" (სეივ)-ს. დავხუროთ ეს პროგრამა და გავხსნათ პროექტი, რომელზეც ვმუშაობთ ახლა. აქაც გავააქტიუროთ სცენა. რათა "Backdrop" (ბექდროპ) ჩანართი გამოჩნდეს. არსებული დეკორაცია ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ, მონიშვნის დროს მარჯვენა ზედა კუთხეში პატარა ჯვარი გამოჩნდება და მასზე დაჭერით ის წაიშლება, ან შეგვიძლია იმპორტით შემოვიტანით ახალი. თუმცა, აქ მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება იმის შესახე, რომ რემიქსების დროს ძალიან მნიშვნელოვანია სახელწოდებები არ შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ, შევადაროთ, რა ჰქვია არსებულ დეკორაციას და რა ერქმევა ახალს. ამ შემთხვევაში სახელები იდენტურია, ერთსაც და მეორესაც ჰქვია "Backdrop 1" (ბექდროპ 1), ამიტომ იმპორტის დროს ახალი ჩაანაცვლებს ძველს. მოვახდინოთ იმპორტი, კლავიშა "Import" (იმპორტ)-ის გამოყენებით. მოვძებნოთ ჩვენი ახალი დეკორაცია, რომელსაც ჰქვია "Backdrop 1" (ბექდროპ 1), და დავაჭიროთ ღილაკ "Open" (ოუფენ)-ს. შევამოწმოთ, რა გამოგვივიდა. ჩვენ ახალ დეკორაციას ჰქვია იგივე სახელი, რაც ერქვა ძველს, "Backdrop 1" (ბექდროპ 1). ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. დეკორაცია ჩვენ შევცვალეთ, შევუდგეთ სკრიპტებში ცვლილებების შეტანას. მოვნიშნოთ სპრაიტი, სადაც ციფრი "1" წერია. მის სკრიპტებში მოვძებნოთ "Play Sound 1" (ფლეი საუნდ 1). ეს სკრიპტი, რომელიც უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ ხმის ჩანაწერი ქართულად. "Play Sound" (ფლეი საუნდ) სკრიპტის ჩამოშლადი სამკუთხედი გავხსნათ, და დავაჭიროთ ღილაკ "Record" (რექორდ)-ს. ეკრანზე გამოჩნდება ხმის ჩამწერი ინსტრუმენტები, და ამ ღილაკზე დაჭერით (ნაჩვენებია ვიდეოში) გავაკეთოთ ჩანაწერი. (ხმის ჩაწერა - "ერთი", ავტორის ხმა - "ერთი") მოგვიწევს მისი რედაქტირება. ცოტა მოკლე გამოვიდეს "Edit" (ედით) ღილაკის დახმარებით, ბრძანება "Cut" (ქათ). მას "Recording 1" (რექორდინგ 1) ერმევა. დავბრუნდეთ სკრიპტებში და იმავე სკრიპტში "Play Sound 1" (ფლეი საუნდ 1) "1" პარამეტრის მაგივრად ავირჩიოთ "Recording 1" (რექორდინგ 1). თუ შევამჩნიეთ მანამდე აქ უბრალოდ "Recording " (რექორდინგ) ბრძანება იყო, რომელმაც ჩვენ ჩაწერის უნსტრუმენტები გამოგვიძახა. სკრეჩი ვიზუალური პროგრამირების შესწავლის საშუალება არის და ამიტომ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ როგორ მუშაობს პროგრამა, როგორი ალგორითმი არის გაწერილი იმისთვის, რომ ჩვენ თითქოს და მარტივი ოპერაციები შევასრულოთ. გავაგრძელოთ მუშაობა. ანუ ჩვენ "Recording 1" (რექორდინგ 1) უნდა მივუთითოთ "Play Sound" (ფლეი საუნდ) სკრიპტების ჩამოშლად მენიუში. ესეიგი სპრაიტ 1-იანს ჩვენ შევუცვალეთ სკრიპტი. გადავიდეთ ციფრ 2-ზე. ახლა ახვაგვარად მოვიქცეთ, ვიდრე წინაზე და სკრიპტებში კი არ გავაკეთოთ ცვლილებები, არამედ უბრალოდ ხმოვანი ფაილები ჩავანაცვლოთ, მხოლოდ სახელწოდებები არ უნდა შეიცვალოს. ანუ, რას ვშვრებით: მოვნიშნოთ სპრაიტი, ციფრი "2" და გადავიდეთ "Sound" (საუნდ) ჩანართში, ანუ გახმოვანების ჩანართში და ვნახოთ ხმოვანი ფაილი, რომელსაც "Two" (თუ) ჰქვია. ეს ფაილი წავშალოთ ისევ მარჯვენა ზედა კუთხეში პატარა ჯვრის დახმარებით, ავირჩიოთ ინსტრუმენტებში მიკროფონი, რათა მოვახდინოთ ჩანაწერის გაკეთება, და იგივე ღილაკის დახმარებით ჩავწეროთ სიტყვა "ორი" ქართულად. (ავტორის ხმა - "ორი"), მხოლოდ რაც შეიძლება სწრაფად, რომ ფაილი დასარედაქტირებელი არ გაგვიხდეს როგორც წინა რემიქსში და როგორც სპრაიტ 1-იანის შემთხვევაში. სწრაფად უნდა წარმოვთქვათ და სწრაფად უნდა შევწყვიტოთ ჩაწერა. ახლა კიდევ ამ ველში, სადაც სახელწოდება არის მითითებული, "Recording 1" (რექორდინგ 1), უნდა ჩავწეროთ ზუსტად ის ინგლისური სახელწოდება, რომელიც ჰქონდა წინა ხმოვან ფაილს - "Two" (თუ). ეს არის მეორე ნაწილი გაკვეთილის "მომატება 5-ის ფარგლებში" გავაგრძელოთ მუშაობა პროექტზე სახელწოდებით "Edition games" (ედიშენ გეიმზ) იგივე გავაკეთოთ სპრაიტ ციფრ 3-ზე. მოვნიშნოთ იგი და გადავიდეთ "Sound" (საუნდ) ჩანართში, ავირჩიოთ მიკროფონი და მოვახდინოთ ახალი ჩანაწერის გაკეთება. მხოლოდ მანამდე წავშალოთ ხმოვანი ფაილი, რომელსაც ინგლისურად ჰქვია "Three" (თრი), დავიმახსოვროთ ზუსტად მისი სახელწოდება. დავაჭიროთ მარჯვენა ზედა კუთხეში პატარა ჯვარს. დავიწყოთ ჩაწერა ამ ღილაკის დახმარებით. ძალიან სწრაფად ქართულად ვთქვათ "სამი" (ავტორის ხმა:"სამი") და ამ ველში ჩავწეროთ ის ინგლისური სახელწოდება, რომელიც მე თქვენ გთხოვეთ რომ დაგვემახსოვრებინა, ანუ "Three". სპრაიტი ოთხისთვის იგივეს ვაკეთებთ, როგორც წინა, ორი და ერთი, სპრაიტისთვის, ანუ ვახმოვანებთ, სახელს ვანიჭებთ მას იგივეს, რაც მას პროექტში ერქვა, უბრალოდ დაჩქარებული ტემპებით გაჩვენებთ ვიდეოკადრებს, რათა მოსაბეზრებელი არ იყოს. იგივეს ვაკეთებთ ხუთისთვის, რაც დანარჩენი სპრაიტებისთვის. მე მგონი, მორჩა. შევამოწმოთ პროექტი. ვარსკვლავებიც მივიღე! ყველაფერი სწორად არის, შევინახოთ იგი, და ავტვირთოთ იგი სკრეჩის ვებ-გვერდზე. "File" (ფაილ) მთავარი მენიუდან "Save" (სეივ) ბრძანებით, სახელწოდებით "Edition games" (ედიშენ გეიმზ) "Save" (სეივ) ღილაკზე დაჭერით შევინახოთ ფაილი ისევ სამუშაო მაგიდაზე. ფაილი შენახული გვაქვს, ახლა ავტვირთოთ იგი სკრეჩის ვებ-გვერდზე. 'Create" (ქრიეით) ღილაკის გამოყენებით გადავიდეთ ჩვენს რედაქტირების რეჟიმში "File" (ფაილ) ბრძანებით, "Upload from your computer" შევასრულოთ ჩვენი ფაილის ატვირთვა, რომელსაც ჰქვია ასევე "Edition games" (ედიშენ გეიმზ), გადავიდეთ ხედვის რეჟიმში, "See project page" (სი ფროჯექთ ფეიჯ) ღილაკზე დაჭერით ,რათა შევამოწმოთ საბოლოოდ ჩვენი გაკეთებული რემიქსი. არ დაგვავიწყდეს ინსტრუქციის გაწერა, "დათაგვა", ანუ მონიშვნა, რომ ეს არის თამაში პატარებისთვის და გაზიარება როგორც სკრეჩის ვებ-გვერდზე, ისევე ფეისბუქზეც. გმადლობთ ყურადღებისათვის! ეს იყო ვიდეოსესია ერთ-ერთი რემიქსის, ანუ არსებულ პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ. ნახვამდის!

ახალი დამატებული