Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
ვიდეოგაკვეთილები სკრეჩის შესახებ მოგესალმებით! გთავაზობთ წინა ვიდეოგაკვეთილში დაპირებული კიდევ ერთი საგანმანათლებლო თამაშის რემიქსს, ანუ მის შეცვლას ისე, რომ იგი გამოყენებადი გახდეს ჩვენს რეალობაში. ამ საგანმანათლებლო თამაშის დახმარებით ბავშვები შეისწავლიან გამოკლებას 5-ის ფარგლებში. ჩვენ მათ თვლა და მომატება ასეთი ტიპის თამაშით უკვე ვასწავლეთ. ახლა ვასწავლოთ გამოკლება. ამ სამივე თამაშში ერთი და იგივე სპრაიტები გვაქვს. სკრიპტებში და დეკორაციებში გვაქვს ცვლილებები. ჩვენთვის უკვე ნაცნობი ხერხით მოვძებნოთ თამაში, ძიების ველში ავკრიფოთ სახელწოდება "Substraction games" (საბსთრაქშენ გეიმზ). გავხსნათ თამაში. დავათვალიეროთ იგი. გადავიდეთ რედაქტირების რეჟიმში და ჩამოვტვირთოთ ჩვენს კომპიუტერებში პროექტი, რათა ვიმუშაოთ "Offline" (ოფლაინ) რედაქტორში. გავხსნათ იგი პროგრამის "Offline" (ოფლაინ) ვერსიაში. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ, იგივე, რისი გაკეთებაც შესაძლებელი არის სკრეჩის "Offline" (ოფლაინ) რედაქტორში, შეიძლება გააკეთოთ ონლაინშიც, სკრეჩის საიტზე, მხოლოდ როგორც ავტორიზირებული მომხმარებელი. დავათვალიეროთ ეს თამაში. შინა თამაშებისგან განსხვავებით, ჩვენი სპრაიტები, რომლებიც ციფრებს განასახიერებენ, სამჯერ გვაქვს გამეორებული. შეხედეთ, აქ არის 1, 2, 3, 4, 5 ციფრი და მერე მეორდება 1, 2 სახელწოდებით "One, two" (უან, თუ), 2, 2 და ასე შემდეგ, და ასევე 1,3 "One, three" (უან, თრი), 2, 3; 3, 3 და 4, 3 ასეთი სახელწოდებებით. ეს იმიტომ არის, რომ პირველ რიგში ხუთის ფარგლებში პასუხების ცხრა ვარიანტი არის შესაძლებელი. ხუთამდე დათვლის და ხუთის ფარგლებში მომატების შემთხვევაში მხოლოდ ხუთი ვარიანტი იყო და ამიტომ ჩვენ კიდევ ცხრა სპრაიტი დაგვემატა, რომლებსაც, რა თქმა უნდა შესაბამისი სკრიპტები სჭირდება. ვნახოთ, ეს სკრიპტები რას კარნახობენ სპრაიტებს. რამოდენიმე ხნის წინ, ვიდეოსესიის დროს ჩვენ განვიხილეთ "Broadcast" (ბროუდქასთ) და "When I recieve" (უენ აი რესივ) და ისიც ვთქვით, რომ ეს სკრიპტები ერთმანეთთან დაკავშირებული არის. თუ რომელიმე სპრაიტს აქვს სკრიპტი "Broadcast" (ბროუდქასთ), აი, მაგალითად, აქ (ნაჩვენებია ვიდეოში მწვანე ჩარჩოში), შეტყობინების გაგზავნა, იმ სპრაიტს, რომელსაც იგი შეტყობინებას უგზავნის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სკრიპტი "When I recieve" (უენ აი რესივ), ასე რომ, დააკვირდით, ამ სპრაიტების სკრიპტებში ჩვენ გვხვდება ეს სკრიპტები. მოვნიშნოთ რომელიმე სკრიპტების ბლოკი, სადაც ჩვენ გვაქვს სკრიპტი "When I recieve" (უენ აი რესივ). მარჯვენა ღილაკით კონტექსტური მენიუდან ავირჩიოთ ბრძანება "Show sender" (შოუ სენდერ), რომ გვაჩვენოს გამომგზავნი. ამ ერთ სპრაიტს, ვაშლს, რომელიც ასევე გვიხატია სკრიპტების არეში მარჯვენა კუთხეში, აქვს შეტყობინება მიღებული ოთხი დანარჩენი სპრაიტებისგან, რომლებიც ყვითელ ჩარჩოში არის მოქცეული. ვნახოთ ესეც: "Show sender" (შოუ სენდერ), იგივე სიტუაცია არის აქაც. მონიშნულია ის სპრაიტები, რომლისგანაც მას აქვს მიღებული შეტყობინებები. ვნახოთ ერთ-ერთი. მას ნამდვილად აქვს სკრიპტი "Broadcast" (ბროუდქასთ). ამ სკრიპტის ბლოკი რომ მოვნიშნოთ და მარჯვენა ღილაკით კონტექსტური მენიუდან ავირჩიოთ ბრძანება "Show reciever" (შოუ რესივერ), იგივე ყვითელ ჩარჩოში ჩაგვისვავს იმ სპრაიტებს, ვისაც უგზავნის ეს სკრიპტი შეტყობინებებს, თუ როგორ მოიქცნენ ისინი. რისთვის გვჭირდება რემიქსების დროს ეს ბრძანებები - "Show sender" (შოუ სენდერ) და "Show reciever" (შოუ რესივერ)? ეს ბრძანებები გვჭირდება, როდესაც სპრაიტებს შორის კავშირებს და სპრაიტებს შორის ინტერაქციას ვიკვლევთ. ამ მაგალითში ეს ასე გამოიყურება: როდესაც თამაშის დროს პასუხი უნდა მივიღოთ, ჩვენ რომ სწორ პასუხზე ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, მუშაობას იწყებს შესაბამისი სკრიპტი, სადაც შეტყობინების გადაგზავნა, ანუ "Script Broadcast" (სკრიპტ ბროუდქასთ) არის სკრიპტების ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი. ეს "Script Broadcast" (სკრიპტ ბროუდქასთ) ააქტიურებს იმ სპრაიტს, რომელსაც აქვს სკრიპრი "When I recieve" (უენ აი რესივ), როდესაც მე მივიღებ "Broadcast" (ბროუდქასთ) შეტყობინებას. და ასე იქმნება სპრაიტებს, ანუ ჩვენს გმირებს შორის, კავშირები და ინტერაქცია. გმადლობთ ყურადღებისთვის!

ახალი დამატებული