Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
ეს წინა რემიქსის გაგრძელებაა "გამოკლება 5-ის ფარგლებში" როგორც ხედავთ, ჩვენი სპრაიტებს, ციფრების, ერთიდან ხუთამდე სხვა ვარიანტებს, რომლებსაც ჰქვია 1.2; 1.1 და ასე შემდეგ გახმოვანება არ აქვს. ანუ ჩვენ ისევ ჩვენი ძველი ნაცადი ხერხებით, მხოლოდ პირველადი სპრაიტების გახმოვანების ფაილები უნდა შევცვალოთ. ძალიან კარგი! გადავიდეთ ჩვენი რემიქსის შესრულებაზე. რადგან ამ თამაშშიც, ისევე, როგორც წინა ორ თამაშში ჩვენ მხოლოდ დეკორაციის, ანუ "Backdrop" (ბექდროპ)-ს შეცვლა და ციფრების გახმოვანების შეცვლა დაგვჭირდება, გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ წინა რემიქსში გამოვიყენეთ. ანუ "Backdrop" (ბექდროპ), ჩვენი დეკორაცია, და ასევე ჩვენი გახმოვანების ფაილები წინა პროექტიდან გადმოვიტანოთ. ამისთვის გავხსნათ წინა პროექტი, რომელსაც "Edition" (ედიშენ) ერქვა. ისევე, როგორც წინა რემიქსებში, გადმოვიტანოთ "Backdrop" (ბექდროპ) ფაილი კომპიუტერში, სამუშაო მაგიდაზე და შემოვიტანოთ ახალ პროექტში. რატომ არ უნდა შევცვალოთ სახელწოდება, მე წინა რემიქსში ავხსენი, თუმცა აქაც გავიმეორებ: ზუსტად იმიტომაც, რომ არ დაირღვეს სპრაიტებს და სკრიპტებს შორის კავშირები, არამედ სახელის შეცვლა არ შეიძლება რემიქსების დროს, საჭიროა ასევე მკაცრად გავაკონტროლოთ რომ ფაილის სახელი ოპერაციულმა სისტემამაც არ შეცვალოს. თქვენ ალბათ იცით, როდესაც ერთი და იგივე პროგრამის ფაილი ინახება იგივე სახელით, ოპერაციულმა სისტემამ შეიძლება შეგთავაზოს სახელი იგივე, მხოლოდ მიუწეროს "(1)" ან "(2)", მაგალითად, შეინახოს ჩვენი დეკორაცია "Backdrop(2)" (ბექდროპ(2))-ს სახელით. ამ გარემოებას ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ პროგრამაში და მე ძალიან მინდა, რომ თქვენ ჩამოგიყალიბდეთ ჩვევა, ფაილების, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ სკრეჩის პროექტებში (ეს შეიძლება იყოს სპრაიტი, დეკორაცია, ხმოვანი და ვიდეოფაილი) სახელების გაკონტროლება. ჩვენ ჩვენი დეკორაცია შევინახეთ და ახლა იგივე გავაკეთოთ ხმოვან ფაილთან მიმართებაში. დავიწყოთ ერთით. თქვენ თუ გახსოვთ, ჩვენ ციფრი ერთისთვის ჩავწერეთ გახმოვანება, რომელსაც "Recording 1" (რექორდინგ 1) დავარქვით. დანარჩენები ჩავწერეთ და შევინახეთ იგივე სახელწოდებით, რაც მათ თავდაპირველად ერქვათ. მოვძებნოთ "Sound" (საუნდ) ჩანართში და შევინახოთ ეს ხმოვანი ფაილი სახელად "Recording 1" (რექორდინგ 1), მოვნიშნოთ იგი და კონტექსტური მენიუდან შევასრულოთ ბრძანება "Save to ...", ხოლო სახელი მივცეთ მას "One" (უან) ინგლისურად და არა "Recording 1" (რექორდინგ 1) და შევინახოთ სამუშაო მაგიდაზე "Save" (სეივ) ღილაკის გამოყენებით. ცალ-ცალკე შევასრულოთ იგივე დანარჩენი ხმოვანი ფაილებისათვის. ისევ დაჩქარებული კადრებით, მომაბეზრებელი რომ არ გახდეს ჩვენთვის, ერთი და იგივეს ვიმეორებთ დანარჩენი სკრიპტებისთვის. 3-ისთვის, სკრიპტი 4-ისთვის, და სკრიპტი 5-ისთვის. ესეიგი, ყველაფერი მზად გვაქვს იმისთვის, რომ მოვახდინოთ იმპორტირება ამ ფაილების საჭირო ადგილებში. დავიწყოთ დეკორაციით. გავხსნათ სკრეჩის ფაილი სახელად "Substraction" (საბსთრაქშენ). აქ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ განსხვავებით სხვა პროგრამებისა, სკრეჩის "Offline" (ოფლაინ) რედაქტორში ორი ფაილის ერთდროულად გახსნა შეუძლებელია. ამიტომ, არ დაგვავიწყდეს ძველი ფაილის დახურვა და გახსნა სკრეჩის ფაილის, რომელსაც ჰქვია "Substraction games" (საბსთრაქშენ გეიმზ) მასზე ორჯერ მაუსის ღილაკზე დაჭერით. ამ პროგრამაში გავააქტიუროთ "Backdrop" (ბექდროპ) ჩანართი "Stage" (სთეიჯ) "სცენის" მონიშვნით. წავშალოთ არსებული დეკორაცია, რომელსაც ინგლისურად აწერია, და მას "Backdrop 1" (ბექდროპ 1) ჰქვია, მარჯვენა ზედა კუთხეში X ღილაკზე დაჭერით და შემოვიტანით ჩვენი წინასწარ მომზადებული დეკორაცია, სადაც ქართული წარწერა არის. "Upload backdrop from file" (აფლოუდ ბექდროპ ფრომ ფაილ) ამ ჯერზე ამ ღილაკის გამოყენებით. ჩვენს ფაილს "Backdrop 1" (ბექდროპ 1) ერქვა, მოვნიშნოთ იგი და დავაჭიროთ ღილაკ "Open" (ოუფენ)-ს. გადავაადგილოთ ჩვენი ფაილი, შევამოწმოთ. სწორია. გავაკეთოთ იგივე სპრაიტებისათვის. სპრაიტი 1-ისთვის "Sound" (საუნდ) ჩანართში ჩავანაცვლოთ ხმოვანი ფაილი, რომელიც ინგლისურად ჟღერს, ფაილით, რომელიც ჩვენ ქართულად გავახმოვანეთ. "Upload sound from file" (აფლოუდ საუნდ ფრომ ფაილ). სწორია. ისევ დაჩქარებული კადრებით გაგიკეთებთ დემონსტრირებას იმისას, თუ როგორ მოვახდინე დანარჩენი სპრაიტებისთვის გახმოვანებული ფაილების შემოტანა ღილაკის დახმარებით "Upload file from computer" (აფლოუდ ფაილ ფრომ ქამფიუთერ), სამისთვის, ოთხი სპრაიტისთვის და სპრაიტი ხუთისთვის მოვახდინეთ ერთი და იგივე ოპერაციები. მემგონი, მოვრჩით. შევამოწმოთ რა გამოგვივიდა. ყველაფერი მუშაობს! შევინახოთ ჩვენი პროექტი, "Save" (სეივ) ღილაკის გამოყენებით "File" (ფაილ) მენიუდან, დავხუროთ პროგრამა. შევიდეთ სკრეჩის საიტზე, როგორც ავტორიზირებული მომხმარებელი, გადავიდეთ "Create" (ქრიეით) გვერდზე რედაქტირების რეჟიმში, "File" (ფაილ) მენიუს გამოყენებით, ბრძანება "Upload file from computer" (აფლოუდ ფაილ ფრომ ქამფიუთერ) შევასრულოთ, რათა ავტვირთოთ ჩვენი პროექტი სკრეჩის "Edition" (ედიშენ) - ესეთი სახელწოდებით. დავეთანხმოთ რომ ჩაგვინაცვლოს ახალი პროექტით არსებული პროექტი კატაზე, და გავაზიაროთ, როგორც სკრეჩის ვებ-გვერდზე, ასევე ფეისბუქზეც. როგორც ხვდებით, ასეთივე ტიპის თამაშები, როგორიც არის ბოლო სამი რემიქსი, შეიძლება შეიქმნას 10-ის ფარგლებში და მეტისაც, თუმცა, ეს სამუშაო ცოტა მეტი სირთულისაც იქნებოდა. გადავიდეთ პროექტის ხედვის რეჟიმში, გავაზიაროთ, არ დაგვავიწყდეს ინსტრუქციის გაწერა, "დათაგვა", ანუ მოვნიშნოთ საკვანძო სიტყვები. გმადლობთ ყურადღებისათვის! ეს იყო რემიქსი საგანმანათლებლო პროგრამის ხუთის ფარგლებში გამოკლება.

ახალი დამატებული