Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით მეგობრებო ვიწყებთ ვიდეოგაკვეთილების სერიას, რომელიც ეძღვნება სკრეჩში პროექტების შექმნას. აქამდე ჩვენ შევისწავლეთ სკრეჩის ძირითადი ელემნტები,როგორიც არის სპრაიტი, სკრიპტი, სცენა და კოსტუმი. ასევე განვიხილეთ სკრეჩის სამუშაო გარემო, თუ როგორ სერიის დახმარებით სკრიპტების მოქმედებებს დავაკვირდით პრაქტიკულ მაგალითებში .გავეცანით სკრეჩის საიტის ინტერფეისს, გავაკეთეთ რემიქსები და გავაზიარეთ დარემიქსებული პროექტები სკრეჩის საიტზე, ბლოგზე და ფეისბუკზე. დღეს მე მინდა განვახორციელოთ პროექტის შემქნა, რომლესაც ჩემი აზრით გამოიყენებენ როგორც დაწყებითი კლასების, საბავშვო ბაღების , ასევე ხელოვნების და მათემატიკის , მასწავლებლები. გარდა ამისა ჩვენ გავეცნობით ახალი სკრიპტების გამოყენებას. მე ამ ვიდეო გაკვეთილების სერიას ტუტორიალები დავარქვი, რადგან ამ ვიდეოგაკვეთილებში სკრეჩის პროექტები რაღაცის კეთებას შეასწავლის. მაგალითად, დღეს ჩვენ დავხატავთ სპრაიტის დახმარებით. აქამდე ჩვენ გრაფიკულ რედაქტორებში ვხატეთ, როგორც სტანდარტულ ფეინთში ასევ სკრეჩში ჩაშენებულ სახატავ პროგრამაშიც. დავიწყოთ მარტივი მაგალითით. შევიდეთ სკრეჩის საიტზე, გავიაროთ ავტორიზაცია და შევქმნათ ახალი პროექტი, CREATE ღილაკის გამოყენებით . ან ვისაც გაქვთ ჩამოტვირთული და საკუთარ კომპიუტერებში დაყენებული ოფლაინ ვერსია გავხსნათ იგი. სპრაიტი კატა ჩვენ საწყისად ყოველთვის გვაქვს პროგრამის გახსნისას, დავტოვოთ იგი უცვლელად .ეხლა შევუდგეთ მისთვის სკრიპტების გაწერას. შეგახსენებთ თუ რა არის სკრიპტი, ეს არის კომპიუტერის მიერ შესასრულებელი ბრძანებების კრებული, ანუ ისტრუქცია თუ რა უნდა გააკეთოს სპრაიტმა. სკრიპტების ჩანართში მოვძებნოთ pen სკრიპტების ბლოკი და ავირჩიოთ სკრიპტი pen down , ანუ "დავაკავებინოთ ჩვენს კატას ხელში ფანქარი" ბრჭყალებში რა თქმა უნდა . აქ მინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ. პენ სკრიპტების ბლოკი მუშაობენ ნებისმიერ სპრაიტთან, ჩვენ შეგვეძლო ფანქარი კატისთვინაც და ასევე ნებისმიერი სპრაიტისთვინაც დაგვეკავებინა ხელში. ხელში გადაკავებას მხატვრულად ვგულისხმობ, იმიტომ რომ სპრაიტებს მართლა კი არ ეკავებათ ფანქარი ხელში, არამეტ თვითონ სპრაიტები ხდებიან ფანქრები, ანუ მათი გადაადგილების ტრაექტორია ნათელი გახდება, დაიხატება იმ ფანქრის ფერით და ზომით, რომელსაც ჩვენ მას მიუთითებთ. set pencil color -ამით ავირჩევთ ფერს , set pencil size ,ამ სკრიპტით ფანქრის ზომას. ეხლა გადავიდეთ მოძრაობის motion სკრიპტების ბლოკში და ავირჩიოთ სკრიპტი move 10 steps დავახუროთ ჩვენ სკრიპტების ბლოკების ჯაჭვს თავზე ქუდი, ანუ მივუთითოთ თუ რამ უნდა გამოიწვიოს სკრიპტების ბლოკების მოქმედება. Event სკრიპტების ბლოკებიდან :When flag clicked , ანუ როდესაც მწვანე დროშას დავაჭერთ, მოხდეს შემდეგი, ავიღოთ ფანქარი pen down, შევარჩიოთ ფერი და ფანქრის ზომა. მოვსინჯოთ რა გამოვიდა. ჩვენ კატას მხოლოდ 10 ნაბიჯი გადავადგმევინეთ , ერთი ნაბიჯი 1 პიქსელი არის, ანუ ჩვენ მხოლოდ 10 პიქსელის ზომის ნახატი დავხატეთ-ეს ძალიან ცოტა არის . ამიტომ შეგვიძლია ნაბიჯების რაოდენობა გავზარდოთ, თქვენ თუ გახსოვთ სცენის ზომა 480-360 პიქსელზე არის, მოდით ჩვენ 200 ნაბიჯი გადავადგმევინოთ კატას და ასევე შევუცვალოთ ფანქარს ზომა , და კიდევ სიტყვაზე კატას მოვახვევინოთ სწორი ხაზიდან, ამ სკრიპტის Turn degree, დახმარებით. ასევე შეგვიძლია, კონტროლ ბლოკიდან repeat ბლოკით შევკრათ და გავამეორებინოთ მაგალითად 3-ჯერ. ვნახოთ რა გამოგვივიდა კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი. როგორ დავაბრუნოთ ყველაფერი საწყის მდგომარეობაში. ამისთვის ივენთ ბლოკიდან when space bar pressed ავირჩიოთ სკრიპტი ქუდად, დავამატოთ მას მოუშენ ბლოკიდან go to x,y coordinate სკრიპტი კოორდინატებში ორივეგან ჩავწეროთ ნულები, ასევე პოინთ უო დირექტიონ 90, ეს იმისთვის რომ კატამ მიმართულება არ შეიცვალოს და ამას დავამატოთ Clear სკრიპტი პენ ბლოკიდან.საუბარი იმაზე არის, რომ როდესაც ჩვენ კლავიატურიდან ღილაკ ღარს დავაჭერთ, კატა საწყის მდგომარეობაში დაბრუნდება და ნახატიც წაიშლება. ამ გაკვეთილში ჩვენთვის ახალი იყო სკრიპტები პენ ბლოკიდან, pen down, რითიც ჩვენ სპრაიტის გადაადგილების ტრაექტორია გამოვაჩინეთ, Set pen color ტრაექტორიის ხაზის ფერი შევარჩიეთ Set pen size -ტრაექტორიის ხაზის ზომა განვსაზღვრეთ Clear, სკრიპტით კი წავშალეთ ტრაექტორია, ასევე ბლოკი პოინტ ინ დირექტიონ , მიმართულების მიმცემი სკრიპტი გამოვიყენეთ. ჩვენ თუ ჩვენ სპრაიტს გავაქრობთ, მაგალითად ასე, ამ ღილაკზე დაჭერით გამოდის სპრაიტის შესახებ ინფორმაცია, მისის მახასიათებლები, ამ ველში სახელი მინიჭება შეგვიძლია სპრაიტზე, მისი კოორდინატები არის მითითებული, მიმართულების კუთზე, და ბრუნვის სტილი და ასევე ალმები, პირველი მოგვცემს საშუალებას თვითონ გადავაადგილოთ სპრაიტი, თუ ეს ალამი ჩართული არის, და ბოლო შოუ, თუ ალამი ჩართული არის, სპრაიტი ჩანს ეკრანზე, და თუ გამოვრთეთ არ ჩანს, ჩავრთოთ ეს ალამი და ამ ალმის ჩართვით, ყველაფერი იმუშავებს, მხოლოდ კატა ეკრანზე არ გამოჩნდება. ეს ტუტორიალი ნათელს ხდის იმ გარემოებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ინტერაქტიული ნახატი შევქმნათ .ეს მეთოდი გამოადგებათ ხელოვნების მასწავლებლებს ხატვის გაკვეთილის დროს, ასევე გეომეტრიული ფიგურების დახატვისას მათემატიკის მასწავლებლებს, თუ კიდევ როროგ შეიძლება ამის გამოყენება თქვენი ფანტაზიისთვის მომინდია . თუ თვლით რომ, ღირებული პროექტი გამოგივიდათ, არ დაგავიწყდეთ მისი შენახვა, ან ატვირთვა საიტზე, თუ სკრეჩის ოფლაინ რედაქტორში მუშაობდით -ატვირთვა და გაზიარება. თუ როგორ მოახდინოთ ამის შესრულება ნახეთ ვიდეო გაკვეთილებში რემიქსების სერიიდან. მადლობთ ყურადღებისთვის. ეს იყო პირველი ვიდეო გაკვეთილი სერიიდან ტუტორიალები. ნახვამდის

ახალი დამატებული