Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
ვიდეოგაკვეთილები სკრეჩის შესახებ მოგესალმებით, მეგობრებო! გავაგრძელოთ ტუტორიალების შექმნა. დღეს ჩვენ შევქმნით პროექტს სახელწოდებით "როგორ დავხატოთ კუთხე". შევიდეთ პროგრამაში. მე უკვე შესული ვარ. შემოვიტანოთ სპრაიტი "ფანქარი" და მოვახდინოთ მისი წვერის ცენტრირება. ამ პროცესებს ისევ დაჩქარებული კადრებით შემოგთავაზებთ: სპრაიტის წაშლას, ახალი სპრაიტის შემოტანას, და მის ცენტრირებას, რათა არ დავიღალოთ ერთი და იგივეს მოსმენით. სკრიპტებთან სამუშაო არეში შემოვიტანოთ ჩვენთვის საჭირო სკრიპტები. ეს სკრიპტები ჩვენ უკვე ვიცით. სხვადასხვა ჯგუფებიდან, რათა გავწეროთ საჭირო ალგორითმი ჩვენი ამოცანის შესასრულებლად. დავიწყოთ სკრიპტებისთვის ალგორითმის გაწერა. პირველი სკრიპტი იქნება, როგორც ყოველთვის, როდესაც მწვანე დროშას დავაჭერთ. მე ამ სკრიპტს ვეძახი ქუდს. ის პროგრამის ციკლის გამშვებია. შემდეგი კოორდინატების და მიმართულების სკრიპტები დავაჯგუფოთ ერთად. კოორდინატებში უნდა იყოს ნული. X და Y კოორდინატებისც ნული. შემდეგ ავიღოთ "ფანქარი", განვსაზღვროთ ფანქრის ფერი, ფანქრის ზომა, გადავადგმევინოთ ნაბიჯები, ანუ გავუსვათ ხაზი, მხოლოდ, ალბათ, 10 პიქსელი ძალიან ცოტა იქნება, და ამიტომ გადავიდეთ "Control Panel" (ქონთროლ პანელში) და ავირჩიოთ "Repeat" (რიფით) სკრიპტი. ათჯერ განმეორებული ათი ნაბიჯი იქნება 100 პიქსელი, ეს უკვე რაღაცაა, მოვსინჯოთ ამ ჯერზე, რას აკეთებს. კარგია! ახლა სკრიპტი კუთხის განმსაზღვრელი მარცხნიდან მარჯვნივ -120 გრადუსი. ესეც ვნახოთ. კარგია, ალბათ. იგივე "Repeat" (რიფით) სკრიპტი და ნაბიჯების გადადგმა გავადუბლიროთ, იგივე ზომის ხაზი გავასმევინოთ. ჩვენ სწორად გავწერეთ ალგორითმი, კუთხის გასახაზი, ანუ ჩვენ გვაქვს 60 გრადუსიანი კუთხე, და მას აქვს 100 პიქსელი სიგრძე გვერდების. ახლა დავამთავროთ ციკლი. ისევ პარალელურ შესრულებაზე ვისაუბრებ ახლა. გადავიდეთ "Event" (ივენთ) ჩანართში, ბლოკებისას, და ავირჩიოთ სკრიპტი, როცა კლავიატურიდან ღილაკი "ღარი" იქნება დაჭერილი. პარალელურ შესრულებას ჩვენ ვეძახით, როდესაც "Event" (ივენთ) ჯგუფიდან 2, ან, შეიძლება 3 და მეტიც სკრიპტი არის გამოყენებული. ჩვენს შემთხვევაში ეს არის 2 სკრიპტი, როდესაც მწვანე დროშას დავაჭერთ, ციკლი დაიწყება, და როდესაც კლავიატურიდან ღილაკ "ღარს" დავაჭერთ, ციკლი დასრულდება და ისევ დაიწყებს შესრულებას პირველი სკრიპტების ჯაჭვი. მასთან დავაჯგუფოთ სკრიპტი, რომ დაბრუნდეს იგივე სკრიპტი კოორდინატებზე 0;0. (x;y) და არ შეცვალოს მიმართულება. მოვსინჯოთ. კარგია! მემგონი, ყველაფერი მუშაობს. ეს იყო მახვილი კუთხე, მხოლოდ ჩვენ თუ გვინდა დავხატოთ, მაგალითად მართი კუთხე, მაშინ გრადუსების განმსაზღვრელ სკრიპტში უნდა ჩავწეროთ 90. და თუ გვინდა, რომ მიმართულება ცენტრიდან ზევით იყოს, და არა ქვემოთ, მაშინ უნდა მივუწეროთ მას "-"(მინუსი). ანუ, თუ 90-ს დავწერთ, ნახეთ, რა მოხდება: (ნაჩვენებია ვიდეოში) და, თუ -90-ს დავწერთ, მას მიმართულება შეეცვლება. და ასევე, ჩვენ თუ გვინდა, რომ დავხაზოთ ბლაგვი კუთხე, ამ შემთხვევაში 90 გრადუსზე ნაკლები უნდა იყოს, მაგალითად, 15, მოვსინჯოთ, რა გამოგვივიდა. დიახ, ეს ბლაგვი კუთხეა. და თუ მიმართულების შეცვლა გვინდა, -15, და ასე შევცვალოთ, რა ზომისაც გვინდა. -45. შემთხვევაში ჩვენ 180-45=135 გრადუსიანი კუთხე მივიღეთ. ჩვენ თუ ხატვის პროცესის შენელება გვსურს, შეგვიძლია გამოვიყენოთ (ქონთროლ) ჯგუფიდან 'Wait" (ვეით)სკრიპტი და მოძრაობის ყველა სკრიპტის შემდეგ ჩავსვათ. კიდევ ერთხელ ვნახოთ, რა გამოგვივიდა. ანუ, პროცესი უფრო შენელებულია, ნელა ხატავს, და უფრო გასაგებადაც, ალბათ. კუთხეებს რაც შეეხება, ჩვენ დაგვრჩა გაშლილი კუთხის დამატება, ეს რომ განვახორციელოთ, მე ვფიქრობ, საჭიროა კოორდინატთა ბადის შემოტანა. ეს უფრო გაგვიმარტივებს პროცესების გააზრებას, და ნათელს გახდის პროგრამის მუშაობის პრინციპს. "Backdrop" (ბექდროპ), ანუ სცენის დეკორაცია უნდა გავააქტიუროთ იმისთვის,რომ ღილაკით "Choose backdrop from library" (ჩუზ ბექდროპ ფრომ ლაიბრერი) შემოვიტანოთ ახალი დეკორაცია. "Others" (აზერს) საქაღალდეში, ანუ სხვადასხვა, აქ არის განთავსებული ჩვენი კოორდინატთა ბადე, მასზე ორჯერ სწრაფად მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით გადმოვიტანოთ ესენი სცენაზე. აქ არის X და Y კოორდინატთა ღერძები, ანუ X, როგორც წინათ ვთქვით, არის -40, ცენტრალური წერტილი არის 0. როდესაც ჩვენ წვერის ცენტრირებას ვაკეთებდით, ანუ ჩვენ მას ვუთითებდით კოორდინატს X და Y -ს ნულებს, და ასევე Y, 180 ზედა კიდე, და -180 ქვედა კიდე. გადავიდეთ სპრაიტების ჩანართში, იმისთვის, რომ გავუწეროთ მას სკრიპტი. ჩვენ უნდა მოვნიშნოთ აუცილებლად სპრაიტი, თორემ, თუ ახლა დავიწყებთ სკრიპტის გაწერას, ჩვენ რეალურად გავუწერთ დეკორაციას სკრიპტს. და არა სპრაიტს, ამიტომ, მოვნიშნოთ სპრაიტი და მერე გადავიდეთ სკრიპტების ჩანართში, რათა გადმოვიტანოთ სამუშაო არეში ჩვენთვის საჭირო სკრიპტები. როგორც ყოველთვის, "Event" (ივენთ) ბლოკიდან პროგრამის გამშვები სკრიპტები გავჭირდება, როდესაც მწვანე დროშას დავაჭერთ, როდესაც დავაჭერთ ღილაკ "ღარს" კლავიატურიდან, ისევ პარალელურ შესრულებაზე ვიმუშავებთ. ასევე "Motion" (მოუშენ) ჯგუფიდან დაგვჭირდება ჩვენთვის ნაცნობი სკრიპტები, თუმცა აქვე დავამატებ, რომ ორი განსხვავებული სკრიპტი იქნება, ეს არის "Set x" და "Set y" კოორდინატების სკრიპტები. გადმოვიტანოთ ისინი სამუშაო არეში. ასევე "Paint" (ფეინთ) ჯგუფიდან დაგვჭირდება სკრიპტები, რომლებიც ჩვენ უკვე ვიცით, თუმცა ახალი სკრიპტი იქნება გამოყენებული ამ პროექტში, "Pen up" (ფენ აფ) სკრიპტი. გადმოვიტანოთ ეს სკრიპტები სამუშაო არეში, დავამატოთ "Control" (ქონთროლ) ჯგუფიდან Wait" (ვეით) და "Repeat" (რიფით) რამოდენიმეჯერ, რომ მათი დადუბლირება აღარ დაგვჭირდეს. შევუდგეთ ალგორითმის დაწერას. პირველი იქნება პროექტის გამშვები სკრიპტი, როდესაც მწვანე დროშას დავაჭერთ, შემდეგ "Pen up" (ფენ აფ) სკრიპტი, შემდეგ განვსაზღვროთ კოორდინატები. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენმა ფანქარმა მოძრაობა დაიწყოს დაახლოებით ამ წერტილიდან (ნაჩვენებია ვიდეოში) და ამიტომ "Set x" -ს დავუყენოთ ჯერ 0, ასევე "Set y" 0, და გავიმეოროთ "Set x" კოორდინატი, მხოლოდ მივუთითოთ უკვე -200, შემდეგ სკრიპტი "Ren down" (ფენ დაუნი), გადავადგმევინოთ ნაბიჯები, "Repeat" (რიფით) ან "Move 10 steps" (მუვ 10 სთეფს), დაახლოებით 400 ნაბიჯი უნდა გადავდგათ, ანუ ჩვენი მიზანია აქედან ჩვენი ფანქარი მოვიდეს აქამდე (ნაჩვენებია ვიდეოში) და მერე ისევ დაბრუნდეს ცენტრალურ წერტილში, ამიტომ ნაბიჯებს მივუთითებ 40-ს და გავწერ კოორდინატებს, რა გზა უნდა გაიაროს ფანქარმა -200 წერტილიდან, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ "Set x" კოორდინატით -200, 200-მდე. ამიტომ, მივუთითოთ მისი საბოლოო წერტილი, სად უნდა მივიდეს. 200, y დარჩება, რა თქმა უნდა, 0. შემდეგ, ჩვენი ფანქარი უნდა დაბრუნდეს საწყისზე, ანუ სადაც კოორდინატი X და Y ნულებია, და ჩვენ დაგვჭირდება სკრიპტი იგივე, "Go to x;y" (გოუ თუ x;y), მხოლოდ კოორდინატები მივუთითით ნულები. ჩვენმა სკრიპტმა სწრაფად რომ არ ამოძრაოს, დავამატოთ 'Wait 1second"(ვეით უან სექონდ), ანუ თითო ნაბიჯს თითო წამში გადადგავს, შევაქმნევინოთ კუთხე, (სიტყვაზე, ავიღოთ 75 გრადუსი) და აქაც გადავადგმევონით ნაბიჯები. ეს სკრიპტები ჩვენ აღარ დაგვჭირდება, ამიტომ შეგვიძლია წავშალოთ. განვსაზღვროთ ფანქრის ზომა, (სიტყვაზე 3), და ასევე ფერიც მივუთითოთ. ამ პროექტისთვის პარალელური შესრულების ისევ დაჩქარებული ვიდეო კადრებია. ვსინჯოთ, რა გამოგვივიდა. ამ ვიდეო ტუტორიალში ჩვენ დავხატეთ მახვილი კუთხე, ბლაგვი კუთხე, მართი კუთხე და ბოლოს გაშლილი კუთხე. მემგონი, ყველაფერი სწორია. ამ პროექტში ჩვენ ახალი სკრიპტები გამოვიყენეთ. ეს იყო "Set x;y" კოორდინატები, და სკრიპტი "Pen up" (ფენ აფ). გმადლობთ ყურადღებისათვის! ეს იყო გაკვეთილი სერიიდან ტუტორიალები, სახელწოდებით "დავხატოთ კუთხე".

ახალი დამატებული