Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით, მეგობრებო ამ ვიდეო გაკვეთილში მე მინდა გაგაცნოთ, თუ როგორ შეიძლება სკრეჩის დახმარებით სხვდასხვა მრავალკუთხედები დავხატოთ. სწორი ხაზი და სხვადსხვა კუთხეები ჩვენ უკვე დავხატეთ, ეხლა იგივე სკრიპტების დახმარებით დავხატოთ სამკუთხედები, ოთხკუთხედები და სხვა გეომეტრიული ფიგურები. ამ ვიდეო გაკვეთილით მე მინდა გავამტკიცო ჩვენს მიერ მიღებული ცოდნა სკრიპტი turn degree, და go to x-y coordinate გამოყენების შესახებ . და განვიხილო ზოგიერთი ნიუანსი ამ სკრიპტთან მიმართებაში. დავხატოთ სამკუთხედი, უფრო თვალსაჩინოებისთვის მე წინასწარ შემოტანილი მაქვს კოორდინატთა ბადე და სპრაიტად არჩეული მაქვს ბიბლიოთეკიდან ეს ისარი და ასევე ყველა ის სკრიპტი , რომელიც დამჭირდება, და რომელიც თქვენ უკვე იცით წინასწარ არის შემოტანილი სკრიპტებთან სამუშაო არეში და სამკუთხედის , მხოლოდ ტოლგვერდა სამკუთხედის დახატვის ალგორითმიც მაქვს გაწერილი. თქვენ არ უნდა გაგიჭირდეთ იგივეს გაკეთება. თუ რაიმე ვერ გაიგეთ, შეგიძლიათ ნახოთ წინა ტუტორიალები ამავე სერიიდან. მე გავამახვილებ ყურადღებას მხოლოდ ამ სკრიპტების ჯაჭვზე, რომლის ალგიროთმიც ჩვენ სამკუთხედს დაგვიხატავს. Repeat სკრიპტში 3 უნდა იყოს, და move step და repeat ეს სკრიპტები განსაზღვრავენ გვერდის სიგრძეს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სკრიპტი turn degree 120 გრადუსით, რომლითაც ჩვენ კუთხეს განვსაღვრავთ. გავუშვათ შესრულებაზე. კარგია. ჩვენ მივიღეთ ტოლგვერდა სამკუთხედი. ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხე ხომ 60 გრადუსი არის, ჩვენ რომ სკრიპტში 120 გრადუსი გვაქვს მითითებული, აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. მოდით 60 გრადუსი ჩავწეროთ , რა მოხდა? სამკუთხედი არ შეიკრა . სამაგიეროთ ჩვენ შეგვიძლია ტრაპეცია დავხატოთ, თუ სკრიპტ go to x-y coordinate 0,0 დავამატებთ, საინტერესოა ხომ? კარგით მოდით ეს ალგორითმი დავადუბლიროთ და ცოტა ხნით გვერდზე გავწიოთ, ის ჩვენ მალე დაგვჭირდება/ მოვაშოროთ ეს სკრიპტი, და უფრო დეტალურად განვიხილოთ კუთხეების შექმნის საკითხი. ამ ალგორითმში დავამატოთ კიდევ ერთი სკრიპტი pen ჯგუფიდან stamp და აი აქ ჩავსვათ. ამ სკრიპტს ჩვენ პირველად ვიყენებთ. აქ მე ამ სკრიპტზე საუბარს არ დავიწყებ, პენ ჯგუფის სკრიპტების შესახებ ვიდეოში დაწვრილებით არის აღწერილი ამ სკრიპტის მუშაობა. მე იგი უბრალოდ კუთხეების შექმნის უფრო მეტად თვასაჩინოებისთვის მჭირდება. გავუშვათ შესრულებაზე და ვნახოთ რა ხდება. სად არის შექმნილი 120 გრადუსის კუთხე . აქ, აქ და აქ , ხომ? ეხლა გასაგები არის ? რატომ შეკრა 120 გრადუსით მარჯვნივ მოხვევამ სამკუთხედი და 60 გრადუსმა არა? კარგი, გავაგრძელოთ იგივე სკრიპტების გამოყენებით კვადრატი დავხატოთ repeat 4 მხოლოდ ამ სკრიპტში პარამეტრის ცვლილებით და turn degree 90 გრადუსი ამ სკრიპტში. კვადრატიც დაიხატა. კოორდინათტა ბადე და სკრიპტი სტემპ გვეხმარება კუთხის შექმნის სკრიპტის მუშაობის აღქმაში. მე მგონი ყველაფერი გასაგები არის. 7 კუთხედი რომ დავხატოთ? ამ პროგრამაში ყველაფერი შესაძლებელი, კუთხის ზომა თქვენ 100 წილადამდე სიზუსტით შეგიძლიათ მიუთითოთ. ეხლა ტქვენი ყურადღება მინდა go to x, y coordinate, სკრიპტზე გავამახვილი თქვენი ყურადღება, დავუბრუნდეთ ჩვენს ტრაპეციას, მისი დახატვის ალგიროთმს. და ასე მოვიქცეთ. რეპეატ 2 ეს ჯაჭვი დავადუბლიროთ, შევცვალოთ კუთხეების ზომა და გვერდების ზომაც , შევასრულოთ, რა გამოგვივიდა? ხუთკუთხედი. კარგი, ეხლა არასწორი სამკუთხედი დავხატოთ ეს ცვლილებები შევიტანოთ ? რა დასკვნას ვაკეთებთ? ჩვენ თუ გვჭირდება ტოლგვერდა და ტოლფერდა მრავალკუთხედები, ამ მოკლე სკრიპტების ალგორითმით შეგვიძლია შევასრულოთ ამით მე მრავალკუთხედების თემა ამოვწურე, მოგვიანებით შემოგთავაზებთ წრის ,წრის სეგმენტების რადიუსის და დიამეტრის დახატვის ალგორითმის შესახებ ვიდეოგაკვეთილს. მადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.

ახალი დამატებული