Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით მეგობრებო!დღეს მე მინდა დეტალურად განვიხილოთ პენ ჯგუფის სკრიპტები. მათი უმეტესობა ჩვენ პრაქტიკულად განვიხილეთ წინა ვიდეო სესიების დროს. თუმცა დაგვრჩა რამოდენიმე. ჯერ გადავიმეოროთ ის სკრიპტები, რომლების მოქმედებაც ჩვენ შეგვხდა ხატვის მაგალითების შესრულებისას. Pen down სკრიპტი, რომლითაც ჩვენ სპრაიტის გადაადგილების ტრაექტორიას ვაჩენთ Set pen color-ფერის შერჩევის Set pen size- ფანქრის ზომის შერჩევის სკრიპტები არის. გადავადგმევინოთ ნაბიჯები, მაგალითად 100, და ვნახოთ ეს პრაქტიკულად როგორ სრულდება. ჩვენ თუ გვინდა რომ შემდეგი ტრაექტორია კატის მოძრაობის აღარ გამოჩნდეს,მაშინ ისევ პენ ჯგუფიდან უნდა ავირჩიოთ სკრიპტი pen up, ანუ თუ pen down, ფანქრის აღებაა, pen up ფანქრის დატოვებაა. ისევ გადავადგმევინოთ ნაბიჯები, რათა დავინახოთ თვალნათლივ, რაზე მაქვს საუბარი. Clear სკრიპტით ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ, გავასუფთავოთ ტრაექტორია. ეს ცოტა ხანს მოვაშოროთ, რათა ვნახოთ როგორ მუშაობს სკრიპტი pen up. აი ნახეთ, 100 ნაბიჯი გადავდგით და გამოჩნდე ტრაექტორია, და შემდეგ აღარ ჩანს. ნუ clear სკრიპტი წაშლის მთლიანად. განვიხილოთ ახალი სკრიპტები პენ ჯგუფიდან. მაგალითად Stamp- ეს სკრიპტი სპრაიტის კოპიოს შექმნის, თუმცა ეს დროებითი კოპიოა, თქვენ ვერ გაზრდით და ვერ დავაპატარევბთ. და ვერც სკრიპტებს გაუწერთ. ვნახოთ ასეთი მაგალითი .10 ჯერ გამეორდეს 1 გრადუსით მოხვევა მარცხნიდან მარჯვნივ, შეიქმნას კოპიო , გადაიდგას 20 ნაბიჯი და ბოლოს დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. მე აქ გამოყენებული მაქვს, stamp სკრიპტი, გავუშვათ შესრულებაზე. ანუ შეიქმნა 10 სპრაიტის კოპიო და გამოჩნდა სპრაიტი, ჩვენ რომ ეს სკრიპტი არ გვქონოდა, იგი უბრალოდ გადაადგილდებოდა და სპრაიტი აღარ გამოჩნდებოდა. ნახეთ როგორ მუშაობს ეს სკრიპტი. გმადლობთ ყურადღებისათვის, შემდეგი ვიდეოსესსია მიეძღვნება სკრიპტს change color by.

ახალი დამატებული