Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
ვიდეოგაკვეთილები სკრეჩის შესახებ მოგესალმებით, მეგობრებო! გავაგრძელოთ ჯგუფის სკრიპტების განხილვა. ჩვენ მხოლოდ ეს ორი სკრიპტი დაგვრჩა. სკრიპტი "Set pen shade to" (სეთ ფენ შეიდ თუ) და "Change pen shade by" (ჩეინჯ ფენ შეიდ ბაი). ჩვენი არსებული სკრიპტების ჯაჭვში დავაყენოთ გარკვეული ფერი, მწვანე გვაქვს ამ შემთხვევაში და ჩავამატოთ სკრიპტი "Set pen shade" (სეთ ფენ შეიდ) ნული პარამეტრით და "Repeat" (რიფით) 200 პიქსელიანი ხაზის დახატვაში დავამატოთ "Change pen shade by" (ჩეინჯ ფენ შეიდ ბაი) პარამეტრით 1. ვნახოთ, რა გამოგვივიდა. რას ვხედავთ? ხაზი გაივლო ერთი ფერის, მხოლოდ ფერი იცვლება, ძალიან მუქიდან თითქმის შავიდან თეთრამდე და შემდეგ თეთრიდან ისევ შავამდე. ეს მოხდა ასე იმიტომ, რომ პროგრამაში მხოლოდ 100 ტონალობა აქვს ერთ ფერს. ჩვენ რადგან 200 პიქსელიანი ხაზი შევქმენით, ანუ 200 ჯერ ერთი ნაბიჯი გადავადგმევინეთ, ფერის ტონალობების ცვლილება "Change pen shade by 1" (ჩეინჯ ფენ შეიდ ბაი 1) ორჯერ მოხდა. შავიდან თეთრამდე და შემდეგ თეთრიდან შავამდე. ანუ ეს სკრიპტი მხოლოდ ერთი ფერის ტონალობებს ცვლის და პარამეტრი 0 შავია, 100 კი - თეთრი, და მათ შორის ის 100 ტონალობა არის, რომელიც ჩვენ სკრიპტ "Set pen color" (სეთ ფენ ქალარ)-ში განვსაზღვრეთ. ექსპერიმენტისთვის შევცვალოთ ეს ფერი, და ვნახოთ რა მოხდება. მაგალითად, ლურჯი. გავუშვათ ისევ შესრულებაზე. მოვსინჯოთ სხვადასხვა ციფრული მნიშვნელობები ამ ციფრებისთვის, მაგალითად "Set pen shade to" (სეთ ფენ შეიდ თუ) 0-ის მაგივრად ჩავწეროთ 30 და "Change pen shade by" (ჩეინჯ ფენ შეიდ ბაი) დავწეროთ 3. ვნახოთ, რა გამოგვივიდა. სულ სხვა ეფექტი მივიღეთ ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა. ანუ,პროგრამაში განსაზღვრულია ერთი ფერის 100 ტონალობა. ძალიან მუქიდან თეთრამდე. ჩვენ შეგვიძლია ასევე ბიჯი, ანუ პარამეტრი, 1-ის მაგივრად გავხადოთ 5, და სულ სხვა, განსხვავებულ ვიზუალურ ეფექტს მივიღებთ, ისევე, როგორც წინა სკრიპტებთან მიმართებაში. ამით მე ვამთავრებ "Paint" (ფეინთ) ჯგუფის სკრიპტების აღწერას. არც ერთი სკრიპტი მე ამ ჯგუფიდან არ გამომიტოვებია. ძალიან დეტალურად განვიხილეთ თავისი პრაქტიკული შესრულებით. ეს ჯგუფი სპრაიტით ხატვას მიეკუთვნება. არ დარჩა არც ერთი საიდუმლო ამ სკრიპტების გამოყენების. ამ ვიდეოსესიის დახმარებით თქვენ შეძლებთ შეასრულოთ ნებისმიერი პროექტი, სადაც რამის დახატვა იქნება საჭირო. შექმენით ეფექტური ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროექტები, გაუზიარეთ სხვებს. გისურვებთ წარმატებებს ამ, ჩემი ახრით, ძალიან სახალისო პროგრამის შესწავლაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის!

ახალი დამატებული