Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
ვიდეოგაკვეთილები სკრეჩის შესახებ მოგესალმებით, მეგობრებო! დღევანდელი სესიით ჩვენ დავაჯამებთ ხატვის ტუტორიალებს. შევასრულოთ დაპირებული პროექტის შექმნა, სადაც მე ვეცდები ყველა სკრიპტი გამოვიყენო, რაც ამ ტუტორიალებში შევისწავლეთ. შევქმნათ ძალიან მარტივი პროექტი. მარტივი გამომდინარე იქიდან, თუ რა შესაძლებლობები აქვს სკრეჩის პროგრამას. შემოვიტანით საჭირო სკრიპტები სკრიპტებთან სამუშაო არეში, ამას მე თქვენ დაჩქარებული ვიდეოკადრებით შემოგთავაზებთ. ეს იქნება ისევ "Event" "Control" "Motion" და სკრიპტები და "Pen" ჯგუფებიდან. ყველა ეს სკრიპტი ჩვენ სათითაოდ განვიხილეთ. დავალაგოთ სკრიპტები ჯაჭვში იმ თანმიმდევრობით, რომლითაც საჭიროა, მწვანე დროშაზე დაჭერა, "Pen down" (ფენ დაუნი) "Point in direction" (ფოინთ ინ დირექშენ) მიმართულების მიცემა, ფანქრის ზომის და ფერის განსაზღვრა, მხოლოდ ფერი ჩვენ გვინდა მწვანე ჯერ და ამიტომ "Set pen color to" (სეთ ფენ ქალარ თუ) და მწვანეს აქვს ნომერი 70. აქვე მინდა ფერთა პალიტრაზე გაგესაუბროთ, რატომ 70 არის მწვანე ფერის. როგორც ადრე გითხარით, ამ პროგრამაში 200 ფერის განსაზღვრა არის შესაძლებელი, 0 არის წითელი ფერის ხაზი, 70 არის მწვანე ფერის ხაზი, 130 - ლურჯი ფერის ხაზი, და 170 - ე.წ. მაჯენტა. ამ ციფრულ მნიშვნელობებს შორის კიდევ გარდამავალი ფერებია ერთი ფერიდან მეორეზე. წითლიდან მწვანეზე, მწვანიდან ლურჯზე, და ა.შ. ამ პროექტში ჩვენ ყვავილს ვხატავთ. დავიწყოთ ყვავილის ღეროს ხატვით, ამიტომ შემდეგი სკრიპტები იქნება, თქვენთვის უკვე ნაცნობი ბლოკი "გამეორდეს 100-ჯერ ნაბიჯის გადადგმა", ანუ 200 პიქსელიანი ნახაზი დაიხატება და კუთხის ზომა იყოს 02 გრადუსი. გავუშვათ შესრულებაზე. ვნახოთ, თუ რას ვაკეთებთ. ახლა ფოთოლი მივუხატოთ ყვავილს, ამისთვის დავადუბლიროთ "Repeat" (რიფით) სკრიპტი. "Repeat" (რიფით) პარამეტრი 50 გავუხადოთ. კუთხის შექმნა 1 გრადუსი, ნაბიჯების გადადგმა -1 იყოს. ახლა ჩვენ გვჭირდება, რომ ფანქარი დაბრუნდეს ღეროს ბოლოს, ამიტომ დავადგინოთ მისი კოორდინატები დაახლოებით მაინც. ეს არის 196 და -36 x და y, ამიტომ "Go to x;y" (გოუ თუ x;y) კოორდინატებში გავწეროთ ეს მნიშვნელობები 196 და -36 და კიდევ ერთხელ ვნახოთ, თუ რა მოხდება. ახლა ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ფანქარი ყვავილის ღეროს თავში მოხვდეს, ეს არის ცენტრალური წერტილი, ხოლო ჩვენ თუ ფანქარს აღებულს დავტოვებთ, ანუ "Pen down" (ფენ დაუნ) სკრიპტი აქტიური იქნება, ხაზიც გაივლება პარალელურას. შემიძლია ამის დემონსტრირება მოვახდინო, თუ რა მოხდება. ამიტომ, საჭიროა ფანქარი დავადებინოთ სპრაიტს , ანუ "Pen up" (ფენ აფ) სკრიპტი გამოვიყენოთ, და მხოლოდ შემდეგ დავწეროთ კოორდინატები x;y 0. კიდევ ერთხელი მომიწევს ამის დემონსტრირება. ახლა ყვავილის ხატვას უნდა შევუდგეთ და აუცილებელია ფანქარი დავაკავებინოთ ხალში, ან გამოვიყენოთ "Pen down" (ფენ დაუნ) სკრიპტი, და შემდეგ სკრიპტი, რომელიც მე წინასწარ გავწერე და თქვენ ამ სკრიპტის შესახებ იცით, ეს არის წრის სეგმენტის დახატვის -1 გრადუსით კუთხის შექმნა, 2 ნაბიჯის გადადგმა, ეს არის 50-ჯერ განმეორება და ამას დავამატე კიდევ სხვადასხვა ვიზუალური ეფექტები "Pen" (ფენ) ჯგუფიდან, ეს არის ფერის შეცვლა ერთი პარამეტრით, და ტონალობის შეცვლა 10 პარამეტრით, და აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ისევ საწყის წერტილზე. ჩვენ შეგვიძლია ცალკე ეს ბლოკი შევამოწმოთ, უფრო სწორად, ამ ბლოკის შესრულება, გავუშვათ ეს ბლოკი შესრულებაზე. კარგია, და ეს ყველაფერი გავიმეოროთ ახლა იმდენჯერ, რამდენიც გვინდა, ნუ, მე, მაგალითად, ავიღებ 7-ს. "Repeat" (რიფით) 7-ჯერ. მხოლოდ, აქ აუცილებლად რომ კოორდინატი შეიცვალოს, საჭიროა "Go to x;y" (გოუ თუ x;y) 0-ების სკრიპტის მერე კიდევ ერთი სკრიპტის ნაბიჯი გადაიდგას. ამ შემთხვევაში -1 დავწერე მე. შევამოწმოთ ცალკე ამ სკრიპტის მოქმედება. საკმაოდ საინტერესო ფორმის და შეფერილობის ყვავილი გამოგვდის. დავაკავშიროთ ეს სკრიპტები ერთმანეთთან და თავიდან გავუშვათ შესრულებაზე. ვნახოთ, რა გამოგვივიდა. ეს ღეროს დახატვის პროცესია, ეს უკვე ყვავილის დახატვის პროცესი. (ნაჩვენებია ვიდეოში). ძალიან ლამაზი ყვავილი გამოგვივიდა, ჩემი აზრით. ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს ფანქარი გავაქროთ, ამ ღილაკზე დაჭერით "Show" (შოუ) კალამი გამოვრთოთ. ყვავილი დაიხატება ისე, რომ კალამს ჩვენ ვეღარ დავინახავთ. (ნაჩვენებია ვიდეოში) ამ პრაქტიკულ მაგალითში ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ის სკრიპტი, რომელიც აქამდე შევისწავლეთ, და შევქმენით საკმაოდ საინტერესო პროექტი, ჩემი აზრით. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის! დიდ იმედს ვიტოვებ, რომ გამოიყენებთ ამ ვიდეოგაკვეთილის დროს მიღებულ ცოდნას თქვენ პრაქტიკულ საქმიანობაში. ნახვამდის! :)

ახალი დამატებული