Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით მეგობრებო, გავაგრძელოთ ჩვენი ტუტორიალების შექმნა, ამ ჯერზე დავხატოთ წრე, მისი რადიუსი და დიამეტრი. ისევ კვადრატის დასახატი სკრიპტების ჯაჭვს გამოვიყენებ. არსებული რომ არ დავკარგოთ, მე ამას დავადუბლირებ და შევცვლი საჭირო პარამეტრებს.პირველ რიგში, რეპიტ სკრიპტში 360 უნდა იყო, 1 გრადუსით მოხვევა კუთხის განმსაზღვრელ სკრიპტში, და ერთი ნაბიჯის გადაგმა. ვნახოთ რა გამოგვივიდა. კარგია, წრე ჩვენ დავხატეთ, ეხლა განვსაღვროთ მისი დიამეტრი , ძალიან მარტივად, ერთი სკრიპტის go to x, y coordinate დახმარებით, მხოლოდ y -კოორდინატი უნდა იყოს ჩვენი წრის კოორდინატი -114, იქსი რჩება უცვლელად, ყ -144, მოდით კოორდინატთა ბადე მოვხსნათ. მოვნიშნოთ სცენა, და პატარა ჯვრის დახმარებით წავშალოთ იგი, აქედან გამომდინარე , რადიუსი იქნება იგრეკ კოორდინატი -57.მე ისევ დავადუბლირებ, რომ დარჩეს ორივე პროექტი, უბრალოდ y- იქნება -57, გავსვათ შესრულებაზე. რადიუსიც დავხატეტ, მე ეს ტუტორიალი არსებული სკრიპტების ჯაჭვზე დავაფუძნე, რომელიც კვადრატს ხატავდა. ეს იყო ძალიან მარტივი ჯაჭვი იყო და ძირითადი სკრიპტები, რომლებიც შეცვალეთ ეს იყო რეპით სკრიპტი და ნაბიჯების და კუთხის განსაზღვრა.. და თუ გვინდა უფრო დიდი დიამეტრის წრის დახატვა, შეგვიძლია move 2 steps სკრიპტში 2 ნაბიჯი მიუთითოთ, და ერთდოულად 2 ნაბიჯს გადადგავს , და შესაბამისად უფრო დიდი დიამეტრის წრე დაიხატება. ჩვენ გარდა ამისა შეგვიძლია ათწილადების ჩავსვათ, 2,2 ან 25. ჩვენი დიდი დიამეტრის წრე არ ეტევა სცენაზე. ,და ამიტომ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი, შეიძლება ასეთი რაღაცა გავაკეთოთ , პენ დაუნ სკრიპტი და ეს სკრიპტები ჩვენ შეგვიძლია უკვე რიპიტ ბლოკში ჩავსვათ, მაგრამ სულ თავში პენ აპ, ფანქრის დადების სკრიპტი უნდა ჩავსვათ. გავსინჯოთ რა გამოგვივიდა. ჩვენი წრე ეტევა ჩვენს სცენაზე. ასევე შესაძლებელია, დავხატოთ წრე თუ მივუთითებთ 1 პიქსელზე ნაკლებს, მაგალითად 0,5. და უფრო პატარა დიამეტრის წრე დაიხატება. პატარა და დიდი დიამეტრის წრის დახატვის სხვადასხვა ხერხი არსებობს, მაგალითად კუთხის შემქნის სკრიპტში -3 სამი ავიღოთ, მხოლოდ რიპიტ ბლოკში უკვე 360 კი არ იქნება, იქნება 120. ანუ საუბარი არის იმაზე, რომ ის რასაც ჩვენ მივუთითებთ კუთხის შექმნის სკრიპტში და რასაც ჩავწერთ გამეორება რიპიტ სკრიპტში , მათი ნამრავლი უნდა უყოს 360. ლოგიკური გაგრძელებაა წრის დახატვის ალგორითმის გამოყენებით წრის სხვადსხვა სეგმენტი დავხატოთ, უბრალოთ 360 ჯერ გამეორების მაგივრად, ავიღოთ მაგალითად 100 და დაბრუნდეს საწყის კოორდინატებს 0,0. go to x. y 0.0 go to x, y coordinate რომ დავადუბლიროთ და პირველ შემთხვევაში იქსი დავტoვოთ უცვლელი, და იგრეკი -57, ამ შემთხვევაში ჩვენ სხვანაირი სეგმენტი გამოგვივა. რაც შეეხება წრის და წრის სეგმენტების დახატვას მე ყველა ნიუანსი და დეტალი განვიხილე, ამით მინდა დაგემშვიდობოთ და მადლობა მოგიხადოთ ყურადღებისთვის და დავაანონსო შემდეგი ვიდეო სესია. სადაც დღეს ნასწავლი ალგორითმებს გამოვიყენებთ, მხოლოდ მათ დავადებთ სხვადსხვა ვიზუალურ ეფექტებს და მივიღებთ ძალიან საინტერესო შედეგებს. ნახვამდის.

ახალი დამატებული