გრაფიკული რედაქტორი-Paint

გრაფიკული რედაქტორი
კომპიუტერში ხატვა და ნახატების დამუშავება პროგრამა Paint- ის საშუალებით არის შესაძლებელი. ხატვისათვის ვიყენებთ ფანქარს, ფუნჯს, საშლელს და სხვა ინსტრუმენტებს. Paint- ი შედის ვიდოუსის სტარნდარტული პროგრამების პაკეტში და მას გრაფიკულ რედაქტორს უწოდებენ. გრაფიკული რედაქტორის გასახსნელად სამუშაო მაგიდაზე მოვძებნოთ პროგრამის პიქტოგრამა და დავწაკაპუნოთ მასზე ორჯერ. პროგრამა გაიხსნება და ეკრანზე გამოჩნდება პროგრამის ინტერფეისი, რომელიც შედგება სათაურის ზოლისაგან, მენიუს ზოლისაგან, ინსტრუმენტების პანელისაგან და სამუშაო თეთრი ფურცლისგან. სათაურის ზოლზე მოცემულია გახსნილი ფაილისა და პროგრამის სახელწოდება, ხოლო მარჯვნივ მოთავსებული სამი ღილაკი მინიმიზაცია, მაქსიმიზაცია და დახურვა. მენიუს ზოლზე განთავსებულია Home და View მენიუს პუნქტები, ხოლო ინსტრუმენტების პანელზე განთავსებულია სახატავი ინსტრუმენტები ფანქარი, ფუნჯი, საშლელი და ასე შემდეგ და ასევე ფერთა პალიტრა.

ახალი დამატებული