გრაფიკული რედაქტორი-Paint

გრაფიკული რედაქტორი
ნახატის ნაწილის გადაადგილება და ზომის შეცვლა. ნახატზე მუშაობისას ზოგჯერ საჭიროა მისი ნაწილი გადაავადგილოთ ან ზომა შეუცვალოთ. ამისათვის აუცილებელია ნახატის ამ ნაწილის მონიშვნა. ნახატის მოსანიშნად გამოიყენება ინსტრუმენტების პანელზე მოთავსებული მონიშვნის ღილაკები მართკუთხა მონიშვნა და თავისუფალი მონიშვნა. მოდით გადავაადგილოთ ლურჯი კვადრატი მარცხნიდან მარჯვნივ. ამისათვის მართკუთხა მონიშვნის ღიკალით მონიშნეთ კვადრატი და მაუსის დახნმარებით გადაადგილეთ სასურველ ადგილას. სურათის მონიშნულ ნაწილს ზომის შესაცვლელად წყვეტილ მართკუთხედს მის კუთხეებსა და გვერდის შუა ნაწილში პატარა ოთკუთხედები ჩანს, სწორედ ეს ის ოთკუთხედებია რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ ფიგურის ზომის შეცვლა. მიიყვანე მაუსი ერთ-ერთ ოთკუთხედთან მაუსი მიიღებს ორმხრივად მიმართული ისრის ფორმას დააჭირე თითი მაუსს და გადაადგილე ფიგურის ზომები შემცირდება ან გადიდდება.

ახალი დამატებული