Microsoft office Excel 2013 - ელექტრონული ცხრილები
00:01:37
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
00:01:17
00:08:17
00:10:03
00:04:57
00:07:11
00:02:06
00:01:40
00:05:09
00:01:34
00:03:41
სვეტების და სტრიქონების მართვა
00:06:31
00:09:34
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
00:05:57
მონაცემთა დახარისხება
00:04:40
ფორმების შექმნა
00:10:25
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
00:05:58
00:03:40
00:04:07
00:02:24
00:07:09
00:10:44
მონაცემთა მართვა
00:06:42
00:01:37
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
00:01:17
00:08:17
00:10:03
00:04:57
00:07:11
00:02:06
00:01:40
00:05:09
00:01:34
00:03:41
სვეტების და სტრიქონების მართვა
00:06:31
00:09:34
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
00:05:57
მონაცემთა დახარისხება
00:04:40
ფორმების შექმნა
00:10:25
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
00:05:58
00:03:40
00:04:07
00:02:24
00:07:09
00:10:44
მონაცემთა მართვა
00:06:42
ელექტრონული ცხრილები -Microsoft office Excel 2013
ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ, ელექტრონული ცხრილებში დოკუმენტის ბეჭდვას.
ელექტრონულ ცხრილებში დოკუმენტის ბეჭდვა საკმაოდ ბევრ ფუნქციას მოიცავს, ამიტომაც შევეცდები დავყო ისინი ვიდეო გაკვეთილებად, აღნიშნულ ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ ბეჭდვის ძირითად ინსტრუმენტებს.
გახსენით ის დოკუმენტი რის ბეჭდვაც გსურთ, ლენტის ზოლზე ავირჩიოთ File მენიუ, კონტექსტურ მენიუში კი შევარჩიოთ Print ბრძანება, მარცხენა ველში მოცემულია ბეჭდვის პარამეტრები, ხოლო მარჯვენა ველში ფურცელი და მასზე განთავსებული ინფორმაცია, ქვედა მხარეს თუ დავაკვირდებით სულ გვაქვს ოთხი ფურცელი რომელიც შეგვიძლია ისრების მეშვეობით გადავათვალიეროთ თითოეული გვერდი თუ რა დაიბეჭდება მასზე. ახლა კი განვიხილოთ ბეჭდვის ინსტრუმენტები.
საწყის პოზიციაზე გვხვდება ბრძანება copies რომელიც ნიშნავს ეგზემპლიართა რაოდენობას, მისი რაოდენობა შეგიძლიათ ცვალოთ ისრის მეშვეობით, მაგალითად ზედა ისარზე დაწკაპუნებით გაზარდოთ ეგზემპლიართა რაოდენობა, ხოლო ქვედა ისარზე დაწკაპუნებით დავაკლოთ ეგზემპლიართა რაოდენობა, Printer განყოფილებაში მოცემულია, იმ საბეჭდი მოწყობილობის სახელი თუ რომელ პრინტერზეც უნდა ამოიბეჭდოს დოკუმენტი, ჩამოვშალოთ ისრის მეშვეობით და შევარჩიოთ პრინტერი რომელზეც გვსურს დაიბეჭდოს დოკუმენტი, შესაძლებელია მოცემულ ველში ჩანდეს რამდენიმე პრინტერი, ასევე შესაძლებელია კომპიუტერზე შეერთებული იყოს ერთი ან რამდენიმე პრინტერი. Settings განყოფილებაში ჩამოვშალოთ მოცემული ბრძანება, Print Active Sheets ნიშნავს დაბეჭდოს აქტიური დავთარი, Print Entire Workbook ნიშნავს დოკუმენტში ყველა არსებული დავთრის ბეჭდვას, ხოლო Print Selection ნიშნავს ცხრილში მონიშნული დიაპაზონის ბეჭდვას. Pages ველში ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ კონკრეტული ფურცელი ან ფურცლები რომლის ბეჭდვაც გვსურს, მაგალითად მესამე გვერდი ან მეორე გვერდი To ველში ვუთითებთ დიაპაზონს თუ რომელი გვერდიდან რომელ გვერდამდე დაიბეჭდოს, ამ კონკრეტული შემთხვევიდან დაიბეჭდება მეორე მესამე და მეოთხე გვერდები, თუ ველები ცარიელია იგულისხმება დაიბეჭდოს ყველა გვერდი. ქვედა ველში ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ ფურცლის ორიენტაცია ვერტიკალურ მდგომარეობაში იყოს თუ ჰორიზონტალურში, თუ დავაკვირდებით აღნიშნული ბრძანების გამოყენებით ფურცლის ორიენტაცია იცვლება, ხოლო მომდევნო ველში ვარჩევთ ფურცლის ფორმატი, მაგალითად Latter ნიშნავს სტანდარტულ თაბახის ზომის ფურცელს, A3 ფორმატი არის ორჯერ დიდი თაბახის ფურცელზე, თუ შევარჩევთ აღნიშნულ ფორმატს აუცილებელია საბეჭდი მოწყობილობაც იყოს A3 ფორმატის, ანუ საბეჭდ მოწყობილობაში უნდა იდებოდეს A3-ის ფორმატის ფურცელი. ჩამოვშალოთ მომდევნო ბრძანება საიდანაც შეგვიძლია შევარჩიოთ ფურცლის კიდეები, მაგალითად Narrow ნიშნავს უფრო ახლოს იყოს ფურცლის კიდეები, ფურცლის კიდეები შეგიძლიათ ხელითაც მართოთ, თუ გავააქტიურებთ შესაბამის ბრძანებას, დავინახავთ ფურცლის კიდეებს, რომელიც მაუსის მეშვეობით შეგიძლიათ მიწიოთ შიგნით ან პირიქით და ბრძანება No Scaling ნიშნავს დაიბეჭდოს დოკუმენტი აქტიური ზომით, თუმცა აღნიშნული ბრძანების ჩამოშლით Fit Sheet on One Page ნიშნავს შემცირდეს ტექსტის მასშტაბი და ერთ ფურცელზე დაეტიოს, როგორც ხედავთ მთელი ინფორმაცია განლაგდა ერთ ფურცელზე. საბეჭდ მოწყობილობაზე დოკუმენტის ამოსაბეჭდათ დავაჭიროთ Print ბრძანება, თუმცა მანამდე გაითვალისწინეთ, რომ საბეჭდ მოწყობილობაში იდოს ფურცლები და იყოს ჩართული ელექტრო ენერგიაში.