Microsoft office Excel 2013 - ელექტრონული ცხრილები

ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
სვეტების და სტრიქონების მართვა
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
მონაცემთა დახარისხება
ფორმების შექმნა
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
მონაცემთა მართვა
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
სვეტების და სტრიქონების მართვა
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
მონაცემთა დახარისხება
ფორმების შექმნა
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
მონაცემთა მართვა
ელექტრონული ცხრილები -Microsoft office Excel 2013
მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში ვისაუბრებთ, თუ როგორ ხდება ფურცლის ავტომატური დანომვრა, საბეჭდ ფურცელზე ინფორმაციის განლაგება და ფურცლის სათაურების განსაზღვრა. პირველ რიგში გახსენით ბეჭდვის რეჟიმი, რათა დავათვალიეროთ დოკუმენტი რის ბეჭდვასაც მომავალში განვახორციელებთ, შევიდეთ File მენიუში და ავირჩიოთ Print, აღნიშნული დოკუმენტი შეადგენს ოთხ გვერდს, ისრების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ფურცლებზე განთავსებული ინფორმაციის დათვალიერება, ავტომატური ნუმერაციის შემოსატანად დაბრუნდით სტანდარტულ გვერდზე ისრის მეშვეობით და ავირჩიოთ Insert მენიუ, ავტომატური ნუმერაციის შემოსატანად ვირჩევთ ბრძანებას Header and Footer, ბრძანების არჩევისთანავე ჩნდება Design მენიუ, ასევე დოკუმენტი გადადის ხედვის რეჟიმში, რაც საშუალებას იძლევა დავინახოთ თითოეულ გვერდზე განლაგებული ინფორმაცია და ფურცლის კიდეები რომლებზეც ნუმერაციის შემოტანას ვაპირებთ, პირველად გეტყვით რომ Header ნიშნავს ფურცლის ზედა კიდეს, ხოლო Footer ქვედა კიდეს, თუ დავაკვირდებით ფურცლის ზედა კიდეზე მოცემულია არეები რომლებიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ პოზიცია თუ სად შემოვიტანოთ ნუმერაცია, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პოზიცია და დავაკვირდეთ ინსტრუმენტებს, მაგალითად Page Number ნიშნავს ფურცლის ნომერს, Number of Pages ნიშნავს რაოდენობას გვერდებისა, Current Date მიმდინარე თვე და რიცხვს ნიშნავს, Current time მიმდინარე საათს, file Path დოკუმენტის მისამართს, File name დოკუმენტის სახელს, Sheet name დავთარის სახელი, ასევე ჩვენ შეგვიძლია ჩავსვათ სურათი, ლოგო ან რაიმე პიქტოგრამა და ახლა ავირჩიოთ Page number, გადავიდეთ მომდევნო ველში და ავირჩიოთ Current Data რომელიც ნიშნავს მიმდინარე თვე და რიცხვს, პირველ ველში ჩავაწკაპუნოთ და ავკრიფოთ ჩვენთვის სასურველი ტექსტი, როგორც ვხედავთ აღნიშნული ბრძანებებით ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ ნუმერაცია, თვე და რიცხვი ან/და სასურველი ტექსტი რომელიც გავრცელდება ყველა გვერდზე, თუ გსურთ ნუმერაცია შემოიტანოთ ქვედა კიდეზე ამისათვის ავირჩევდით Footer ბრძანებას და შევარჩევდით სასურველ ინსტრუმენტს ან გადავფურცლით დოკუმენტს და აღნიშნულ ველზე დაწკაპუნებით შეგვიძლია ავირჩიოთ ანალოგიური ინსტრუმენტები რომლებიც ავირჩიეთ Header-ის შემთხვევაში, მოდით ახლა შევიდეთ ბეჭდვის რეჟიმში რათა დავათვალიეროთ დოკუმენტი როგორც ვხედავთ პირველ გვერდზე დაეწერა ერთიანი მიმდინარე თვე და რიცხვი და ტექსტური ინფორმაცია რომეიც ჩავწერეთ, გადავინაცვლოთ მომდევნო გვერდზე ამ შემთხვევაში ავტომატურ ნუმერაციაში თვითონ შეიცვალა ციფრი ორით და ასე შემდეგ. რაც შეეხება საბეჭდ ფურცელზე ინფორმაციის განლაგებას დავბრუნდეთ სტანდარტულ ფანჯარაში და ავირჩიოთ View მენიუ, იმისათვის რომ დოკუმენტი სტანდარტული ხედვის არეში დავაბრუნოთ ავირჩიოთ Normal ბრძანება, თუ გსურთ განსაზღვროთ ინფორმაციის განლაგება ფურცელზე ავირჩიოთ Page break view აღნიშნული ინსტრუმენტი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ თითოეულ გვერდზე რა ინფორმაცია არის მოცემული, წყვეტილი ხაზები საშუალებას იძლევა შევცვალოთ თითოეულ გვერდზე ინფორმაციის განლაგება, მაგალითად გამოვწიოთ წყვეტილი ხაზი მარცხნივ, ვხედავთ რომ პირველ და მესამე გვერდზე ინფორმაცია გადანაწილდა, ასევე შეგვიძლია ავწიოთ სტრიქონის ხაზი ზემოთ და თითოეულ გვერდზე ინფორმაცია უფრო ტოლად გადანაწილდება, მოდით ამჟამად სვეტის ხაზი გავწიოთ ბოლომდე მარჯვნივ რათა ორი გვერდი დაგვრჩეს და ისე შევხედოთ ბეჭდვის რეჟიმს, გვაქვს ორი გვერდი. თითოეულ გვერდზე თუ გსურთ გამოჩნდეს სათაური, რომელიც მეორე გვერდზე არ ჩანს დავბრუნდეთ სტანდარტულ მენიუში და ავირჩიოთ Page layout მენიუ და შეარჩიეთ Print tittle ბრძანება, კონტექსტურ მენიუში მოცემულია ორი ბრძანება Rows to repeat at top რომელიც ნიშნავს სათაურის განსაზღვრას ფურცლის ზედა კიდეზე, ხოლო Columns to repeat at left სათაურს ფურცლის მარცხენა კიდეზე, აღნიშნული ბრძანებების გამოსაყენებლად ჩავაწკაპუნოთ სასურველ ველში და შემდეგ შევარჩიოთ ის სტრიქონი რომელიც გსურთ გამეორდეს ყველა გვერდზე, დადექით სასურველი სტრიქონის ნუმერაციაზე და დააწკაპუნეთ მასზე, დავადასტუროთ OK ბრძანებას და შევიდეთ ბეჭდვის ბრძანებაში, პირველ გვერდზე მოცემულია სათაური პრეზენტაციის რუბრიკა გადავინაცვლოთ მეორე გვერდზე როგორც ვხედავთ ავტომატურად სათაურად დაეწერა პრეზენტაციის რუბრიკა, რომლის საშუალებასაც print tittle ფუნქცია გვაძლევს.

ახალი დამატებული