Microsoft office Excel 2013 - ელექტრონული ცხრილები

ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
სვეტების და სტრიქონების მართვა
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
მონაცემთა დახარისხება
ფორმების შექმნა
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
მონაცემთა მართვა
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
სვეტების და სტრიქონების მართვა
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
მონაცემთა დახარისხება
ფორმების შექმნა
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
მონაცემთა მართვა
ელექტრონული ცხრილები -Microsoft office Excel 2013
ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ conditional formatting ბრძანებას რომელიც საშუალებას გვაძლევს განვასხვაოთ ცხრილში მოცემული ინფორმაცია განვასხვავოთ პირობითი ნიშნებით, აღნიშნული ბრძანებით სწრაფად შეგვიძლია დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის პირობითი ნიშნებით განსხვავება, მოცემული ბრძანება წააგავს გაფილტვრისა და ძებნის ფუნქციას. გახსენით თქვენთვის სასურველი ცხრილი, ბრძანების შესასრულებლად აუცილებელია მოვნიშნოთ სასურველი სვეტი და Home მენიუში ჩამოვშალოთ conditional formatting ბრძანება, კონტექსტურ მენიუში მივიტანოთ მაუსი ბრძანებაზე Highlight Cells Rules და მარჯვენა მხარეს ავირჩიოთ Equal to რომელიც ნიშნავს მსგავსი მონაცემების ძიებას, დავაწკაპუნოთ მასზე, გამოსულ კონტექსტურ მენიუში აკრიფეთ სასურველი ტექსტი რომელსაც მონიშნულ სვეტში ეძებთ, ჩემს შემთხვევაში ავკრეფ სიტყვა ნანა, და მოცემულ სვეტში შეფერადდა მსგავსი სიტყვები, თუ გორგოლაჭს დავატრიალებთ, ქვედა მხარეს სადაც ეწერება სიტყვა ნანა ავტომატიურად შეფერადდება, მარჯვენა ველში თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ შეფერადების ფერი, თუ ჩამოვშლით მოცემულ ბრძანებას ისრის მეშვეობით შეგვიძლი შევარჩიოთ ფერი თუ რა ფრად გვინდა , რომ შეფერადდეს მოძიებული უჯრები, მაგალითად ავირჩევ მწვნე ფერის შეფერადებას როგორც ვხედავთ უჯრების ფერი შეიცვალა და დავადასტუროთ OK ბრძანებაზე და გადავათვალიეროთ ცხრილი მართლაც არის თუ არა შეფერადებული მწვანეთ რომელშიც წერია სიტყვა ნანა, ახლა მოვნიშნავ პირველ სვეტს სადაც ციფრთა თანმიმდევრობაა მოცემული ჩამოვშალოთ ისევ conditional formatting ბრძანება, Highlight Cells Rules და ავირჩიოთ Greater then ან Lass then რომლებიც ნიშნავს მეტი ან ნაკლები რაიმე ციფრზე, ავირჩიოთ Greater then და მივუთითოთ ის ციფრი რაზე მეტიც გვინდა რომ მოიძიოს კომპიუტერმა, მაგალითად ციფრი ცხრა, როგორც ჩანს მასზე მეტი ციფრები შეფერადდა, გადავათვალიეროთ, დავტოვოთ აღნიშნული სვეტი მონიშნული შევიდეთ იგივე ბრძანებაში და ავირჩიოთ Between რომელიც ნიშნავს მონაცემთა შორის ძიებას, პირველ ველში მივუთითოთ ციფრი 8 და მომდევნო ველში ციფრი 2 როგორც ვხედავთ რვიდან ორამდე შეფერადდა რიცხვები, დავადასტუროთ OK ბრძანებაზე ახლა კი მოვნიშნავ გვარის სვეტს და მოვიძიოთ ერთიდაიგივე გვარის წარმომადგენლები, ჩამოვშალოთ conditional formatting ბრძანება, Highlight Cells Rules და ავირჩიოთ Duplicate Values, უკეთ აღსაქმელად შევცვალოთ ფერი ყვიტლით და მოცემულ სვეტში შეფერადდა ერთი და იგივე მონაცემის მქონე ინფორმაცია, ანუ იგულისხმება, რომ მესტვირიშვილი, კობიაშვილი და ა.შ არ მეორდება მოცემულ სვეტში, აღნიშნული ბრძანებების გასაუქმებლად ჩამოვშლი Conditional Formatting ბრძანებას და ავირჩევ Clear Rules-ის გასწვრივ გვხვდება ბრძანება Clear Rules From Selected Cells მისი მეშვეობით გავაუქმებთ ფორმატირებას მონიშნულ სვეტზე, ხოლო Clear Rules From Entire Sheet საშუალებას გვაძლევს გავაუქმოთ მთლიან სამუშაო ფურცელზე ფორმატირების ფუნქცია, დავაწკაპუნოთ სასურველ ბრძანებას და როგორც ვხედავთ ფორმატირება გაუქმდა აღნიშნულ სამუშაო ფურცელზე.

ახალი დამატებული