Microsoft office Excel 2013 - ელექტრონული ცხრილები

ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
სვეტების და სტრიქონების მართვა
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
მონაცემთა დახარისხება
ფორმების შექმნა
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
მონაცემთა მართვა
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
სვეტების და სტრიქონების მართვა
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
მონაცემთა დახარისხება
ფორმების შექმნა
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
მონაცემთა მართვა
ელექტრონული ცხრილები -Microsoft office Excel 2013
მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ თუ როგორ ვიპოვოთ მაქსიმალური ან მინიმალური რიცხვი excel-ის სამუშაო მაგიდაზე მუცემულ უჯრათა დიაპაზონში. მოცემული გვაქვს excel-ის სამუშაო მაგიდა, სადაც მე-17 სტრიქონში გამოვითვლით მაქსიმალურ რიცხვთა მნიშვნელობებს C, D, E და F სვეტებში მოცემული რიცხვებიდან. ასევე, მე-18 სტრიქონში გამოვითვლით მინიმალურ რიცხვებს. პირველ რიგში, რომ გამოვითვალოთ მაქსიმალური მნიშვნელობა, ამისათვის შევარჩიე C17 უჯრა. ფორმულის შემოსატანად შევიდეთ ,,Formulas Menu’’-ში, ჩამოვშალოთ ,,Auto sum’’ ბრძანება და შევარჩიოთ ,,max’’ ფუნქცია, ანუ მაქსიმალური რიცხვის გამოთვლის ფუნქცია. როგორც ხედავთ, ავტომატურად მოგვენიშნა უჯრათა დიაპაზონი, ამ კონკრტეულ შემთხვევაში გამოვითვლი C2 უჯრიდან C13 უჯრის ჩათვლით რიცხვთა მაქსიმალურ მნიშვნელობას, ამიტომაც მოვნიშნავ მხოლოდ C2 უჯრიდან C13 უჯრის ჩათვლით უჯრათა დიაპაზონს და ფორმულის გასააქტიურებლად დავადასტურებ ,,enter’’ ღილაკს. როგორც ხედავთ, უჯრებში მოცემული მნიშვნელობებიდან მაქსიმალური მნიშვნელობა ყოფილა 500. D17 უჯრას რაც შეეხება, აქ უკვე ხელით დავწერ ფორმულას ,,=ma’’ და როგორც ხედავთ ავტომატურად შემოგვთავაზა მაქსიმალური რიცხვის გამოთვლის ფორმულა, რაზეც ორჯერ დაწკაპუნებით შემოდის ფუნქცია, რის შემდეგაც ვნიშნავთ სასურველი უჯრების დიაპაზონს. ახლა მოვნიშნავ D2-დან D13 უჯრის ჩათვლით, როგორც ხედავთ, ოღონდ როდესაც ხელით შემოგვაქვს რაიმე ფუნქცია, ანუ ფორმულა, ბოლოში არ დაგვავიწყდეს ფრჩხილის დახურვა და ,,enter’’ ღილაკის გააქტიურება. აღნიშნულ სვეტშიც მაქსიმალური მნიშვნელობა 500 ყოფილა. როგორც უკვე ჩვენთვის ცნობილია, ფორმულის გასავრცელებლად მე-17 სვეტში გავააქტიურებ D17 უჯრას და უჯრის ქვედა კიდეზე მოცემულ მანიშნებელს დავაწკაპებ და გავწევ იმ უჯრებზე, სადაც ვავრცელებ ფორმულას. რაც შეეხება მინიმალური რიცხვის გამოთვლას, გავააქტიურებ C18 უჯრას, ისევ შევალ ,,Formulas menu’’-ში, ჩამოვშლი ,,Auto Sum’’ და შევარჩევ ,,min’’ ბრძანებას, რომელიც მინიმალური რიცხვის გამოთვლას ნიშნავს და აქაც მოვნიშნავ შესაბამის უჯრათა დიაპაზონს. ,,enter’’ ღილაკზე დაჭერით ვხედავთ რომ მინიმალური რიცხვი 175 ყოფილა. აღნიშნული ფორმულის გავრცელებაც შეგვიძლია წინა მეთოდის მსგავსად - გავავრცელებ მას F18 უჯრის ჩათვლით და ვხედავთ შედეგს.

ახალი დამატებული