Microsoft office Excel 2013 - ელექტრონული ცხრილები

ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
სვეტების და სტრიქონების მართვა
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
მონაცემთა დახარისხება
ფორმების შექმნა
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
მონაცემთა მართვა
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
სვეტების და სტრიქონების მართვა
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
მონაცემთა დახარისხება
ფორმების შექმნა
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
მონაცემთა მართვა
ელექტრონული ცხრილები -Microsoft office Excel 2013
მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ თუ როგორ გამოვიყენოთ ელექტრონულ ცხრილებში ფუნქცია Vlookup. პირველ რიგში, ფუნქციის უკეთ აღსაქმელად განახებთ მიღება-ჩაბარების აქტს. მოცემული გვაქვს სამუშაო მაგიდები ,,Invoice’’ და ,,trenerebi’’ . ,,invoice’’ სამუშაო მაგიდაზე გვაქვს მზა ფორმები მიღება-ჩაბარების აქტის, ხოლო რაც შეეხება ტრენერების სამუშაო მაგიდას, გვხვდება სხვადასხვა პიროვნების პირადი ინფორმაცია. დავუბრუნდები ,,invoice’’ სამუშაო მაგიდას და განვიხილავ მასში მოცემულ ინფორმაციას. როგორც ხედავთ ზედა მხარეს მოცემულია დამსაქმებლის ინფორმაცია, შუაში დასაქმებული, ხოლო ქვედა მხარეს არის სამუშაოს აღწერა. როდესაც მსურს ამოვბეჭდო მიღება-ჩაბარება მიწევს დასაქმებულზე ინფორმაციის შევსება, მაგალითად, დასაქმებული ვინ არის, შრომითი ხელშეკრულების ნომერი, პირადი ნომერი და ა.შ. რაც დიდ დროს მოითხოვს და ასევე ინფორმაციის შეტანისას შესაძლებელია შეცდომაც დავუშვათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უჯრებში უკვე გააქტიურებულია ფორმულა და მე შეგახედებთ თუ როგორ მუშაობს იგი. როდესაც C9 უჯრას ჩამოვშლით, შემიძლია შევარჩიო დასაქმებული, მაგალითად ,,მარეხი’’ და მასზე დაწკაპუნებით ავტომატურად იცვლება მის ქვემოთ მოცემული ინფორმაცია, რომელ ინფორმაციასაც სამუშაო მაგიდა ,,trenerebi’’-დან იღებს. კიდევ შეგახედებთ რამოდენიმე ვარიანტს, ალბათ დამეთანხმებით რომ აღნიშნული ფუნქციის გამოყენება როგორც ნაკლები დროის ხარჯვას მოითხოვს, ასევე შეცდომის დაშვებაც აღარ გვიხდება. ,,Vlookup’’ ფუნქციის განსახილველად გამოვიყენებ ელექტრონული ცხრილების სხვა სამუშაო მაგიდებს. თავდაპირველად გეტყვით რომ ელექტრონულ ცხრილებში გვაქვს როგორც ,,Vlookup’’ ფუნქცია, რომელსაც ამ გაკვეთილში განვიხილავთ, ასევე ,,Hlookup’’ . მათ შორის განსხვავება არის ის, რომ ,,Vlookup’’ ფუნქცია საშუალებას გვაძლევს ინფორმაცია მოვიძიოთ ვერტიკალურად, ხოლო ,,Hlookup’’ საშუალებას გვაძლევს ჰორიზონტალურად მოიძიოს ინფორმაცია. ზუსტად V და H აღნიშნავს ,,ჰორიზონტალს’’ და ,,ვერტიკალს’’. პირველ რიგში შევარჩევ B12 უჯრას, დავწერ დასაქმებული სახელს, მაგალითად ,,გიორგი’’. რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს, ისინი ავტომატურად რომ შეივსოს, გავააქტიურებ B13 უჯრას და შემოვიტან ,,Vlookup’’ ფუნქციას. ფუნქციის შემოსატანად შევიდეთ ,,formulas menu’’-ში, ჩამოვშალოთ ,,lookup reference’’ და შევარჩიოთ ფუნქცია ,,Vlookup’’. გამოსულ კონტექსტურ მენიუში, სავალდებულო ველები რომლებიც უნდა შევავსოთ, არის 1,2 და 3 ანუ ,,lookup value’’ ,,table arrey’’ ,,col index num’’. ,,lookup number’’-ში ვუთითებთ იმ უჯრას, რომელ უჯრაში ჩაწერილ მონაცემზეც ხდება ინფორმაციის მოძიება, ჩვენს შემთხვევაში იქნებოდა B12 უჯრა. მომდევნო ველში მოვნიშნოთ უჯრათა დიაპაზონი, ჩვენს შემთხვევაში A2 უჯრიდან F8 უჯრის ჩათვლით, რომელი დიაპაზონიდანაც მოიძიებს ინფორმაციას. რაც შეეხება მომდევნო ველს, იმ რიცხვს, რომელი სვეტის რიგიდანაც გვინდა ამოვიღოთ ინფორმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავკრეფ ციფრ ,,2’’-ს, იმიტომ რომ B13 უჯრაში ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ ხელშეკრულების ნომერი. თუ დავაკვირდებით, მეორე სვეტშია მოცემული შრომითი ხელშეკრულების ნომრები, ანუ როდესაც ,მაგალითად, B14 უჯრაში დაგვჭირდება პირადი ნომრები, მოგვიწევს მესამე სვეტის მითითება, ანუ რიცხვ ,,3’’-ს ჩაწერთ ,,2’’-ის მაგივრად. დავადასტუროთ ბრძანება OK-ზე. როგორც ხედავთ, B12 უჯრაში თუ ჩავწერთ A2 უჯრიდან A8 უჯრის ჩათვლით რომელიმე სახელს, ის ავტომატურად , B13 უჯრაში ავტომატურად შეიცვლება ხელშეკრულების ნომერი. მაგალითად ,,გიორგის’’ მაგივრად თუ ავკრეფთ ,,ფიქრია’’ და დავადასტურებთ ,,enter’’ ღილაკზე, ვხედავთ B13 უჯრაში ავტომატურად შეიცვალა ფიქრიას ხელშეკრულების ნომერი. აღნიშნული ფუნქცია შეგვიძლია სხვა დანარჩენ უჯრებზეც გამოვიყენოთ, მაგალითად შევარჩიე B14 უჯრა, შემდეგ ,,formulas menu’’-ში ,,lookup referance’’-ში ვირჩევთ ,,Vlookup’’ ბრძანებას და იგივე თანმიმდევრობით ვარჩევთ ,,lookup valeu’’-ში B12 უჯრას, ,,table arrey’’-ში - დიაპაზონს, ხოლო ,,col-index-num’’-ში ვწერთ სვეტის რიგობით ნომერს, ამ შემთხვევაში C სვეტი არის მესამე და ვადასტურებთ OK ბრძანებაზე. აღნიშნულ ფუნქციას გავავრცელებ სხვა ყველა დანარჩენ უჯრებშიც. თუ გსურთ B12 უჯრაზე სახელთა სიის ჩამონათვალი გვქონდეს, ამ შემთხვევაში გავააქტიურებ B12 უჯრას და როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილია, ,,data menu’’-ში გვხვდება ,,data validation’’, ,,any value’’-ში ვირჩევთ ,,list’’, ხოლო ,,source’’ ანუ სიის წყარო, არის ამ შემთხვევაში B2-დან B8 უჯრის ჩათვლით, ვადასტურებ OK-ზე და როგორც ხედავთ გვხვდება ჩამოსაშლელი ისარი და შეგვიძლია უკვე შევარჩიოთ სასურველი სახელი რომლითაც შეიცვლება პიროვნების პირადი ინფორმაცია.

ახალი დამატებული