Microsoft office Excel 2013 - ელექტრონული ცხრილები
00:01:37
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
00:01:17
00:08:17
00:10:03
00:04:57
00:07:11
00:02:06
00:01:40
00:05:09
00:01:34
00:03:41
სვეტების და სტრიქონების მართვა
00:06:31
00:09:34
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
00:05:57
მონაცემთა დახარისხება
00:04:40
ფორმების შექმნა
00:10:25
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
00:05:58
00:03:40
00:04:07
00:02:24
00:07:09
00:10:44
მონაცემთა მართვა
00:06:42
00:01:37
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
00:01:17
00:08:17
00:10:03
00:04:57
00:07:11
00:02:06
00:01:40
00:05:09
00:01:34
00:03:41
სვეტების და სტრიქონების მართვა
00:06:31
00:09:34
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
00:05:57
მონაცემთა დახარისხება
00:04:40
ფორმების შექმნა
00:10:25
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
00:05:58
00:03:40
00:04:07
00:02:24
00:07:09
00:10:44
მონაცემთა მართვა
00:06:42
ელექტრონული ცხრილები -Microsoft office Excel 2013
გამარჯობათ, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორ დავყოთ ერთ უჯრაში მოცემული მონაცემი რამოდენიმე უჯრაში. მაგალითად თუ ერთ უჯრაში ან სვეტში შეყვანილი გვყავს მოსწავლის სახელი და გვარები და გვინდა სახელები სხვა სვეტში იყოს და გვარები სხვა სვეტში, ამისათვის გამოვიყენებთ ბრძანებას ,,text to calumns’’ რომელიც მოთავსებულია ,,data’’ მენიუში. პირველ რიგში გავხსნათ excel-ის ცხრილი, სადაც შეყვანილი გვექნება, ერთ-ერთ რომელიმე სვეტში, სახელი და გვარები. პირველ რიგში გავითვალისწინოთ რომ სვეტის მარჯვენა მხრიდან უნდა იყოს იმდენი თავისუფალი სვეტი, რამდენზეც მომავალში მოხდება შინაარსის დაყოფა. მოვნიშნოთ დასაყოფი სვეტი, ამ შeმთხვევაში A სვეტი და შევიდეთ data მენიუში, სადაც გვხვდება ბრძანება ,,text to calumns’’ . ბრძანების არჩევის შემთხვევაში ეკრანზე გამოისახება დიალოგური ფანჯარა ანუ მონაცემების დაყოფის ოსტატი. აღნიშნული ფანჯრის ელემენტებს რაც შეეხება ,,delimited’’ უნდა მოვნიშნოთ იმ შემთხვევაში როცა მოცემულ სვეტში მონაცემები შეყვანილია სხვადასხვა ტიპის დასაყოფი ნიშნებით, მაგალითად წერტილი, მძიმე, ტირე, თავისუფალი ადგილი და ა.შ. ,,fixed width’’ ანუ ფიქსირებული სიგანე, მოინიშნება იმ შeმთხვევაში, როცა საჭიროა სვეტის შინაარსის დაყოფა ტოლი რაოდენობის სიმბოლოებზე. ჩვენს შემთხვევაში ვირჩევთ ,,delimited’’ და ვაწვებით ,,next’’ ღილაკს და ვუთითებთ დასაყოფ ნიშანს. მოცემულ ბრძანებებში ,,tab’’ ნიშნავს ჩანართს, ,,Semicalon’’ - წერტილ-მძიმეს, ,,Comma’’- მძიმეს, ,,Space’’ - სიტყვებს შორის მანძილის შეყვანას, ,,Other’’ - ,,სხვას’’. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი სიმბოლო რითაც გამოიყოფა ერთმანეთისაგან მონაცემები. მაგალითად, თუ გავააქტიურებთ ,,Semicalon’’ ბრძანებას, ქვედა ველში დავინახავთ შედეგს, ანუ ამ შემთხვევაში ,,ანის’’ შემდეგ წერტილ-მძიმე რადგანაც იჯდა, მხოლოდ ამ სვეტში გამოიყოფა მონაცემები. თუ გავააქტიურებთ ,,Comma’’ ბრძანებას, ამ შემთხვევაში სახელსა და გვარს შორის მოხდა გამოყოფა. თუ გავააქტიურებთ ,,Space’’ ბრძანებას, ადგილი ყველა სიტყვას შორის არის გამოტოვებული, ამ შემთხვევაში ყველა მონაცემი უკვე გამოეყოფა ერთმანეთს და გადანაწილდება ცალკ-ცალკე სვეტში. ჩემს შემთხევაში დავტოვებ ,,space’’ ბრძანებას და დავადასტურებ ,,next’’ღილაკზე. ამ ეტაპზე, წარდგენილია სვეტის მონაცემების ტიპები და ,,Destination’’-ში ჩვენს შეგვიძლია მივუთითოთ ის სვეტები თუ რომელ სვეტებშიც უნდა გადანაწილდეს მონაცემები. თუ არ მივუთითებთ ,,Destination’’ ველში ველებს, ამ შემთხვევაში A სვეტში დარჩება მხოლოდ სახელები, ხოლო B სვეტში გვარები. სვეტების მისათითებლად ჩავაწკაპოთ ,,Destination’’ ველში და მოვნიშნოთ B და C სვეტი და დავადასტუროთ ,,Finish’’ ბრძანებაზე, რომ გადაანაწილოს მონაცემები. როგორც ხედავთ მონაცემები გადანაწილდა მომდევნო ორ სვეტში და ალბათ ხვდებით თუ რამდენად მარტივია მონაცემების გადანაწილება სხვა და სხვა სვეტებში. მადლობა ყურადღებისთვის!