Microsoft office Excel 2013 - ელექტრონული ცხრილები

ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
სვეტების და სტრიქონების მართვა
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
მონაცემთა დახარისხება
ფორმების შექმნა
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
მონაცემთა მართვა
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
სვეტების და სტრიქონების მართვა
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
მონაცემთა დახარისხება
ფორმების შექმნა
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
მონაცემთა მართვა
ელექტრონული ცხრილები -Microsoft office Excel 2013
მოგესალმებით, დღეს ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ ხდება დუბლირებული მონაცემების წაშლა ელექტრონულ ცხრილებში. აღნიშნული ბრძანება ხშირად გამოიყენება როდესაც excel-ის ცხრილებში გვაქვს დიდი მოცულობის ინფორმაცია და გვსურს აღნიშული მონაცემებიდან დუბლირებული ინფორმავია წავშალოთ. დუბლირებული მონაცემის წაშლა შეგვიძლია ბრძანებით ,,Remove Duplicates’’, რომელიც მდებარეობს ,,Data’’ მენიუში. მოცემულ ცხრილში, როგორც ხედავთ, სვეტში მოცემული არის სახელები, სადაც გვხვდება დუბლირებული ინფორმაცია, მაგალითად ,,ლელა’’ ,,ლელა’’ , თუ მისი წაშლა გვინდა გამოვიყენებთ ამ ბრძანებას ანუ ,,remove duplicates’’. ასევე გვაქვს სხვა სამუშაო მაგიდა სადაც ორი სვეტია მოცემული და სამსვეტიანი ინფორმაციაა, საიდანაც ამოვიღებთ მსგავს ინფორმაციას,ანუ წავშლით. პირველ რიგში განვიხილავ მაგალითს სადაც გვაქვს ერთი სვეტი, აღნიშნულ სვეტში თუ შევამოწმებთ მონაცემთა რაოდენობას, არის 3040 მონაცემი შეტანილი, დამეთანხმებით აღნიშნულ მონაცემში დაემთხვევა ბევრი სახელი ერთმანეთს. დუბლირებული მონაცემის წასაშლელად გავააქტიუროთ სვეტში რომელიმე უჯრა, და შევიდეთ ,,Data’’ მენიუში, სადაც გვხვდება ბრძანება ,,remove duplicates’’ , მისი გააქტიურების შემდეგ კი გამოვა კონტექსტური მენიუ, სადაც გვაჩვენებს შემდეგ ინფორმაციას: ,,select all’’, ანუ სვეტში მოცემული მონაცემების მონიშვნა, ,,unselect all’’ - პირიქით, მონაცემების განიშვნა. ,,columns’’ ველში გვაქვს სვეტის დასახელება, ამ შემთხევაში ,,სახელი’’ , ხოლო მარჯვენა მხარეს თუ დავაკვირდებით, ბრძანება ,,my data has headers’’ ნიშნავს რომ ჩვენს სვეტს აქვს სათაური. თუ გავააქტიურებთ აღნიშნულ ბრძანებას იგულისხმება რომ A1 უჯრა არ მიეკუთვნება დუბლირებული მონაცემის წაშლის რიცხვს. თუ დავადასტურეთ ბრძანება ,,OK’’-ზე , გამოსული შეტყობინება გვანიშნებს რომ, A სვეტიდან 2091 მონაცემი წაიშალა და დარჩა 948 მონაცემი, დავადასტუროთ ბრძანება OK-ზე. ამჟამად თუ გავააქტიურებთ A სვეტს, ვხედავთ, რომ სულ გვაქვს 949 მონაცემი, აქედან 948 არის სულ სახელები, რომელიც დუბლირებული არაა. ახლა მოდით გადავალ სამუშაო გვერდზე, სადაც გვხვდება ორი სვეტი, ჩავდგები A1 უჯრაში და გავააქტიურებ ისევ ,,remove duplicates’’. აღნიშნულ ველში, ანუ ,,columns’’ ველში გვხვდება უკვე ორი სვეტის სახელი, ანუ ,,სახელი’’ ,,გვარი’’, იმ შემთხვევაში თუ ორივე სვეტი იქნება მონიშნული, იგულისხმება რომ სახელი და გვარი უნდა ემთხვეოდეს სხვა სვეტში მოცემულ სახელსა და გვარს რომ კომპიუტერმა მონაცემი ამოიცნოს და წაშალოს. ამჟამად დავადასტურებ ბრძანება ,,OK’’-ზე და ვხედავ რომ ნახა სულ 23 დუბლირებული მონაცემი და დატოვა 3017 მონაცემი. დავადასტუროთ OK ბრძანებაზე. ამჯერად გადავიდეთ სამსვეტიან სამუშაო გვერდზე, სადაც გარდა იმისა რომ გვაქვს სახელი და გვარი მოცემული ორ სვეტში, ასევე დამატებული არის ქალაქი ან სოფელი. ახლაც გავააქტიუროთ ბრძანება ,,remove duplicates’’, ამ შემთხვევაში უკვე გამოვიდა სამივე სვეტის დასახელება, პირველ რიგში მე მოვიქცევი შემდეგნაირად, გამოვრთავ ქალაქსა და სოფელს, სვეტს და დავადასტურებ ,,OK’’ ბრძანებაზე. ახლა ვხედავთ რომ 22 მონაცემი წაიშალა და 3017 დარჩა, დავადასტურებ OK -ზე. ბრძანებას დავაბრუნებ უკან რომ მონაცემები ისევ აღდგეს და გავიმეორებ იგივე ბრძანებას, ანუ დუბლირებული მონაცემების წაშლას, ოღონდ ახლა მექნება სამივე სვეტი გააქტიურებული და შევხედოთ თუ რამედენი მონაცემი წაიშლება, ამჯერად მონახა მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ სამი, ანუ დუბლირებული ინფორმაცია სამი, რომელიც წაშალა, ხოლო 3036 მონაცემი დატოვა. ალბათ ხვდებით რამდენაც მნიშვნელოვანია აღნიშნული ბრძანების გამოყენება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან დიდი ინფორმაცია გვაქვს excel-ის ცხრილში შეტანილი და გვინდა გადავამოწმოთ არის თუ არა მსგავსი ინფორმაცია გამეორებული რამოდენიმეჯერ.

ახალი დამატებული