Microsoft office Excel 2013 - ელექტრონული ცხრილები
00:01:37
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
00:01:17
00:08:17
00:10:03
00:04:57
00:07:11
00:02:06
00:01:40
00:05:09
00:01:34
00:03:41
სვეტების და სტრიქონების მართვა
00:06:31
00:09:34
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
00:05:57
მონაცემთა დახარისხება
00:04:40
ფორმების შექმნა
00:10:25
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
00:05:58
00:03:40
00:04:07
00:02:24
00:07:09
00:10:44
მონაცემთა მართვა
00:06:42
00:01:37
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
00:01:17
00:08:17
00:10:03
00:04:57
00:07:11
00:02:06
00:01:40
00:05:09
00:01:34
00:03:41
სვეტების და სტრიქონების მართვა
00:06:31
00:09:34
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
00:05:57
მონაცემთა დახარისხება
00:04:40
ფორმების შექმნა
00:10:25
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
00:05:58
00:03:40
00:04:07
00:02:24
00:07:09
00:10:44
მონაცემთა მართვა
00:06:42
ელექტრონული ცხრილები -Microsoft office Excel 2013
მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ თუ როგორ დავაჯგუფოთ მონაცემები. ვიდეოში განვიხილავ ორ ბრძანებას, ესენია ,,group’’ და ,,subtotal’’ , რომელიც მდებარეობს ,,data menu’’-ში. აღნიშნულ ბრძანებებს ვიყენებთ მაშინ, როდესაც გვინდა დიდი ინფორმაციის მქონე სამუშაო მაგიდაზე ჩანდეს მხოლოდ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია. სამუშაო მაგიდაზე მოცემულია ინფორმაცია სადაც გვაქვს ,,სახელი’’ ,,სქეესი’’ ,,ნიშანი’’ და ,,საგამოცდო ბარიერი’’. როდესაც მსურს რომ სამუსაო მაგიდაზე არ ჩანდეს, ამ შემთხვევაში , B და C სვეტი - სქესი და ნიშანი, სემიძლია კონკრეტულ მომენტში ისინი დავაჯგუფო და დავმალო. სვეტების დასაჯგუფებლად აუცილებელია მოვნიშნოთ ის სვეტები რომლებსაც ვაჯგუფებთ, შევიდეთ ,,data menu’’-ში და ავირჩიოთ ,,group’’ ბრძანება. ჩამოშლილ მენიუში შევარჩევ ,,groups’’ და როგორც ხედავთ, გამოჩნდა მანიშნებელი რომლითაც შემიძლია აღნიშნული სვეტები გამოვაჩინო, ან პირიქით, დავმალო. დასამალად გამოვიყენებ მინუს(-) მაჩვენებელს. როგორც ხედავთ, B და C სვეტი დაიმალა, ანუ დაჯგუფდა. ბრძანების დადებითი თვისება ის არის, რომ მონაცემების წაშლა არ მიწევს როდესაც არ მინდა რომ გამოჩნდეს რაიმე ჩემთვის არასასურველი ინფორმაცია. როდესაც ინფორმაციის გამოჩენა გვსურს, შეგვიძლია გავააქტიუროთ ისევ პლიუს(+) მაჩვენებელი, ასევე დაჯგუფებული ინფორმაციის დამალვა და დაჯგუფება შეგიძლიათ მოცემული რიცხვების მეშვეობით. 1-იანი ამ შემთხვევაში ნიშნავს ,,დამალვას’’, ხოლო 2-იანი გამოჩენას. ,,დაჯგუფება’’ ბრძანების გასაუქმებლად, აუცილებელია მოვნიშნოთ ის სვეტები ან სტრიქონები რომლის ბრძანების გაუქმებასაც აპირებთ. შევალ ისევ ,,data menu’’-ში, შევარჩევ ,,ungroup’’ ბრძანებას და დავადასტურებ ‘’ungroup’’ ღილაკზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ მონიშნოთ და დააჯგუფოთ სტრიქონებიც, ისევ ,,data menu’’-ში შევდივართ, ვირჩევთ ,,groups’’ და ვადასტურებთ ,,Group’’ ბრძანებაზე. დასამალად და გამოსაჩენად შეგიძლიათ იგივე ღილაკები გამოიყენოთ. ასევე შეგვიძლია დაჯგუფებულ ინფორმაციაში ჩვენ კიდევ მოვახდინოთ რამოდენიმე სტრიქონის დაჯგუფება - ,,data menu’’ ,,group’’ და ისევ ,,group’’. როგორც ხედავთ, გვხვდება უკვე ორი მანიშნებელი, რომელიც თითოეულ დაჯგუფებულ ინფორმაციას აკეცავს და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ზედა პანელზე მოცემული ღილაკები. ,,2’’ ნიშნავს პირველ დონეზე ინფორმაციის ჩამოშლას, ,,3’’ უკვე მთლიანად ჩამოშლის შეჯგუფებულ ინფორმაციას. როგორც უკვე ვიცით, დაჯგუფების გასაუქმებლად შევდივართ ,,data menu’’-ში, ვირჩევთ ,,ungroup’’ და ვადასტურებთ ,,ungroup’’ ბრძანებაზე, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა იყოს მონიშნული ის სტრიქონები ან სვეტები რომლის დაჯგუფების გაუქმებასაც აპირებთ. გვაქვს ასევე მეორე ბრძანება ,,clear 0utline’’ , რომელიც საშუალებას იძლევა მთლიან სამუშაო მაგიდაზე გავაუქმოთ დაჯგუფების ბრძანება. როდესაც იყენებთ ,,clear outline’’-ს, ამ შემთხვევაში არ არის საჭირო მოვნიშნოოთ რომელიმე სვეტი ან სტრიქონი, დავადასტურებ ამ შემთხვევაში ,,clear outline’’-ზე. როგორც ხედავთ, მთლიანად გაუქმდა ყველა დაჯგუფების ბრძანება. რაც შეეხება ბრძანებას ,,subtotal’’, საშუალებას იძლევა როგორც დავაჯგუფოთ, ასევე დავითვალოთ მონაცემთა რაოდენობა, დავაჯამოთ მონაცემები და ა.შ. მაგალითად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავაჯგუფებ ინფორმაციას საგამოცდო ბარიერის მიხედვით. ბრძანების გასააქტიურებლად შევდივართ ისევ ,,data menu’’- ში და ვირჩევთ ბრძანებას ,,subtotal’’. გამოსულ კონტექსტურ მენიუში, შევარჩიოთ ზედა ველში ,,საგამოცდო ბარიერი’’, ,,use function’’-ში თუ შევხედავთ გვხვდება ფუნქციები თუ რომელი ფუნქცია გვინდა გამოვიყენოთ დაჯგუფებულ ინფორმაციაზე, მაგალითად ,,count’’ როგორც ვიცით ნიშნავს ინფორმაციის დათვლას. შევარჩევ ,,count’’ და ქვედა ველში მოვნიშნავ იმ სვეტს, რომელი სვეტის მონაცემთა დათვლაც მსურს და დავადასტურებ ბრძანება OK -ზე. როგორც ხედავთ დაჯგუფდა და დაჯგუფების გარდა ჩვენ ვხედავთ ჩაჭრილთა რაოდენობას და ქვედა მხარეს იმ რაოდენობას თუ რამდენმა ჩააბარა გამოცდა. შეგიძლიათ სურვილისამებრ აკეცოთ მოცემული ინფორმაციები, პლიუს(+) და მინუს(-) მანიშნებლებით, ან პირიქით, გამოაჩინოთ სასურველი ინფორმაცია. ,,subtotal’’ ბრძანების გასაუქმებლად შევარჩევთ ბრძანებას ,,subtotal’’ და კონტექსტურ მენიუში ვირჩევთ ,,remove all’’ ბრძანებას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის!