Microsoft office Excel 2013 - ელექტრონული ცხრილები

ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
სვეტების და სტრიქონების მართვა
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
მონაცემთა დახარისხება
ფორმების შექმნა
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
მონაცემთა მართვა
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
სვეტების და სტრიქონების მართვა
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
მონაცემთა დახარისხება
ფორმების შექმნა
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
მონაცემთა მართვა
ელექტრონული ცხრილები -Microsoft office Excel 2013
მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ სურათის ჩასმას ელექტრონულ ცხრილებში, ასევე გრაფიკული ელემენტის შემოტანას და სამუშაო ფურცლის ფონის შეცვლას სურათის მეშვეობით. გავხსნათ ელექტრონული ცხრილების პროგრამა და სურათის შემოსატანად შევიდეთ ლენტის ზოლზე ,,insert’’ მენიუში. სურათის ჩასასმელად გვაქვს ორი ვარიანტი: ერთი არის ,,picture’’ ბრძანება , ხოლო მეორე ,,online picture’’. ,,picture’’ საშუალებას იძლევა ჩვენს კომპიუტერში არსებული სურათი ჩავსვათ ელექტრონული ცხრილების სამუშაო ფურცელზე, ხოლო ,,online pictures’’ საშუალებას გვაძლევს ინტერნეტ სივრცეში მოცემული სურათები ჩავსვათ ელექტრონულ ცხრილებში. ამჟამად მე შევარჩევ ,,pictures’’ ბრძანებას და კონტექსტურ მენიუში მოვნახავ სურათს, რომელიც უკვე ჩაწერილი მაქვს კომპიუტერში. სურათის შემოსატანად დავაწკაპუნოთ სასურველ სურათს, და მის ჩასასმელად დავაჭიროთ ბრძანებაზე ,,insert’’. როგორც ხედავთ სამუშაო ფურცელზე გამოჩნდა ჩვენს მიერ არჩეული სურათი და ლენტის ზოლზე დაემატა დამატებითი მენიუ ,,format’’ , რომელშიც შესაძლებელია სურათზე მოვახდინოთ მოქმედებები. სამუშაო ფურცელზე სურათის გადასაადგილებლად მაუსი მოვათავსოთ სურათის ნებისმიერ არეში, დავაწკაპუნოთ მარცხენა ღილაკზე და თითის აუღებლად ვამოძრავოთ მაუსი სასურველ პოზიციამდე. მაუსიდან თითის აღების შემდეგ სურათი შეიცვლის პოზიციას. სურათის ზომების შესაცვლელად გამოვიყენებთ სურათის გარშემო არსებულ მანიშნებლებს, ან ,,format’’ მენიუში ,,Height’’ სიმაღლის გასაზრდელ და ,,width’’ სიგანეში გასაზრდელ ან დასაპატარავებლად ბრძანებებს. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ თუ სურათზე ვახდენთ მოქმედებებს აუცილებელია სურათი გააქტიურებული იყოს. ანუ თუ ჩავაწკაპუნებ სამუშაო მაგიდის რომელიმე უჯრაში, სურათი გაინიშნება და მასზე მოქმედებები აღარ ხდება, თუმცა თუ სურათს ზედ დავაწკაპუნებთ მაუსს, სურათი მოინიშნება, შესაბამისად გამოისახება ,,format’’ მენიუ რაც საშუალებას გვაძლევს სურათზე მოქმედებები შევასრულოთ. სურათის გასადიდებლად ან დასაპატარავებლად მივიტან მაუსის მაჩვენებელს სურათის გარშემომყოფ რომელიმე მანიშნებელზე, მაუსის მარცხენა ღილაკზე დავაწკაპებ და თითის აუღებლად ვამოძრავებ სურათის გარე ან შიდა მხარისაკენ, თითის აღების შემდეგ სურათი შეიცვლის ზომას. ,,format’’ მენიუში ,,correction’’ ბრძანებიდან შეგვიძლია სურატის სიკაშკაშე ვარეგულიროთ. ხოლო ,,color’’ ბრძანებიდან შეგვიძლია სტანდარტული ფერები შევარჩიოთ სურათისათვის. ,,artistic effects’’ ბრძანებაში ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ მხატვრული ეფექტები. ,,picture style’’ ჩანართში ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ სურათზე სხვა და სხვა ჩარჩოების შემოტანა. ბრძანება ,,picture border ‘’ საშუალებას იძლევა სურატის გარშემოწერილობის ფერი ვარეგულიროთ, ხოლო ბრძანება ,,picture effects’’ საშუალებას იძლევა უფრო დაწვრილებითი ელემენტები გავააქტიუროთ შემოტანილ სურათზე. ინსტრუმენტი ,,rotate’’ საშუალებას გვაძლევს სურათი გადავატრიალოთ სასურველი მიმართულებით, ასევე სურათის გადასატრიალებლად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სურათის ზედა მხარეს მოცემული მოხრილი ისარი. მასზე დაწკაპუნებით და თითის არ აშვებით თუ მაუსს ვამოძრავებთ სასურველი მიმართულებით, დავინახავთ რომ სურათის მიმართულება შეიცვლება მაუსის მიმართულების შესაბამისად. რაც შეეხება სამუშაო ფურცელზე გრაფიკული ელემენტების შემოტანას, შევიდეთ ,,insert’’ მენიუში და შევარჩიოთ ბრძანება ,,shapes’’ . შევარჩიოთ და დავაწკაპუნოთ სასურველ გრაფიკულ ელემენტს. როგორც ვხედავთ, ელემენტის არჩევის შემდეგ მაუსის მაჩვენებელი გადაიქცევა ,,პლიუსის(+)’’ მანიშნებლად. თუ მაუსის მარცხენა ღილაკს დააწკაპუნებთ და თითის აუღებლად ამოძრავებთ, დავინახავთ რომ გრაფიკული ელემენტი სასურველ ზომამდე გაიზრდება. თითის აღების შემდეგ გრაფიკული ელემენტი დაფიქსირდება სამუშაო ფურცელზე. გრაფიკული ელემენტის შემოტანისასაც ჩნდება მენიუ ,,format’’ , სადაც საშუალება გვეძლევა შევარჩიოთ შიგთავსის ფერი. შიგთავსის ფერი შეგვიძლია შევარჩიოთ ,,shape fill’’ ბრძანებიდან. ,,shape outline’’ გვაძლევს საშუალებას შევარჩიოთ გრაფიკული ელემენტის გარშემოწერილობის ფერი, ხოლო ,,shape effects’’-ში საშუალება გვეძლევა დამატებითი ინსტრუმენტები გამოვიყენოთ აღნიშნულ გრაფიკულ ობიექტზე. თუ გსურთ გრაფიკული ელემენტის შიგთავსში ჩაწეროთ ტექსტი, მაუსი მოათავსეთ გრაფიკულ ელემენტზე, დააწკაპუნეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და კონტექსტურ მენიუში შეარჩიეთ ბრძანება ,,added text’’. ბრძანების არჩევისთანავე გრაფიკულ ელემენტში გაჩნდება ციმციმა, რის შემდეგაც შეგიძლიათ აკრიფოთ სასურველი ტექსტი. გრაფიკულ ელემენტში ჩაწერილ ტექსტზე მოქმედებები თუ გინდათ რომ განახორციელოთ, პირველ რიგში მონიშნეთ ტექსტი და ,,word art style’’ ჩანართიდან შევარჩიოთ სასურველი ეფექტი. ,,text fill’’ რომელიც შიგთავსის ფერს ნიშნავს, ,,text outline’’ - ტექსტის გარშემოწერილობის ფერს, ხოლო ,,text effect’’ ბრძანებაში გვხვდება ტექსტზე დამატებითი ეფექტები. რაც შეეხება სამუშაო ფურცელზე ფონის შემოტანას, შევიდეთ ,,page layout’’ მენიუში და შევარჩიოთ ,,background’’ . კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ ბრძანება ,,brows’’, შევარჩიოთ სურათი რომელიც ჩაწერილი გვაქვს კომპიუტერში და დავადასტუროთ ბრძანებაზე ,,insert’’ . თუ ფონი არ მოგეწონათ და გსურთ მისი წაშლა ,,page layout’’-ში ავირჩიოთ ბრძანება ,,delete background’’, ხოლო თუ გსურთ შემოტანილი გრაფიკული ელემენტის ან სურათის წაშლა, დააწკაპუნეთ სასურველ წასაშლელ ობიექტს რომ მოინიშნოს და კლავიატურაზე შვარჩიოთ ,,delete’’ ღილაკი, რაც გრაფიკული ობიექტების წაშლას განაპირობებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

ახალი დამატებული