Microsoft office Excel 2013 - ელექტრონული ცხრილები
00:01:37
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
00:01:17
00:08:17
00:10:03
00:04:57
00:07:11
00:02:06
00:01:40
00:05:09
00:01:34
00:03:41
სვეტების და სტრიქონების მართვა
00:06:31
00:09:34
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
00:05:57
მონაცემთა დახარისხება
00:04:40
ფორმების შექმნა
00:10:25
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
00:05:58
00:03:40
00:04:07
00:02:24
00:07:09
00:10:44
მონაცემთა მართვა
00:06:42
00:01:37
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
00:01:17
00:08:17
00:10:03
00:04:57
00:07:11
00:02:06
00:01:40
00:05:09
00:01:34
00:03:41
სვეტების და სტრიქონების მართვა
00:06:31
00:09:34
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
00:05:57
მონაცემთა დახარისხება
00:04:40
ფორმების შექმნა
00:10:25
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
00:05:58
00:03:40
00:04:07
00:02:24
00:07:09
00:10:44
მონაცემთა მართვა
00:06:42
ელექტრონული ცხრილები -Microsoft office Excel 2013
მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში განვიხილავ ელექტრონულ ცხრილებში დიაგრამების შემოტანას და მათ სახეობებს, რათა სტატისტიკური მონაცემები წარმოვაჩინოთ გრაფიკულად. როგორც ხედავთ, სამუშაო ფურცელზე გამოსახულია ,,მონაცემები’’, ,,სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება’’ და ,,მოსწავლეთა რაოდენობა 2013-2015 წლებში’’, რომელთა ასახვასაც დიაგრამებში ვაპირებ. პირველ რიგში, მონიშნეთ ის უჯრათა დიაპაზონი, რომლის ასახვასაც აპირებთ დიაგრამაში. ამჟამად მოვნიშნავ A2 უჯრიდან B2 უჯრის ჩათვლით. იმისათვის რომ შევარჩიოთ სასურველი დიაგრამა, შევდივართ ,,insert menu’’-ში და ვირჩევთ ,,chart’’, ანუ დიაგრამათა ჩანართში შევარჩევ იმ დიაგრამის სტილს, რომლის შემოტანაც მსურს. გვაქვს შემდეგი დიაგრამათა სახეობები, ესენია: სვეტური დიაგრამები, ხაზოვანი დიაგრამები, წრიული დიაგრამები, ხაზებიანი დიაგრამები, არეებიანი დიაგრამები, წერტილოვანი x y ან ბუშტის დიაგრამები, საბირჟო ზედაპირული ან რადარული დიაგრამები და კომბინირებული დიაგრამები. თუ თქვენ არ გადაგიწყვეტიათ დიაგრამის სახეობა, შეგიძლიათ შეარჩიოთ რეკომენდირებული დიაგრამა, რომელიც ავტომატურად განახებთ იმ დიაგრამების სახეობებს, რომლებიც შეესაბამება თქვენს მონაცემებს. ახლა მე შევარჩევ რეკომენდირებულ დიაგრამას და გამოსულ ფანჯარაში ვხედავთ იმ შესაძლო ვარიანტებს, რომელიც აღნიშნული მონაცემებისათვის სასურველი იქნებოდა. დააწკაპუნეთ იმ შესაძლო ვარიანტს, რომელიც თქვენთვის სასურველია და დაადასტურეთ ბრძანებაზე OK. როგორც ხედავთ, დიაგრამა გამოისახა სამუშაო ფურცელზე, რომლის გადაადგილებაც შეგიძლიათ შემდეგი გზით: მაუსი მოათავსეთ დიაგრამაზე, დააწკაპუნეთ და თითის აუღებლად ამოძრავეთ თქვენი მაუსი სასურველი პოზიციისკენ. დიაგრამის გაზრდა და დაპატარავება შეგიძლიათ იგივე გზით. როგორც სურათის შემთხვევაში ვიქცევით - მიგვაქვს მაუსი დიაგრამის გარშემო არსებულ კუბიკებზე და თითის აუღებლად ვამოძრავებთ სასურველი ზომის მისაღებად. როგორც ხედავთ, დიაგრამის შემოტანისას გაჩნდა ორი დამატებითი მენიუ, ესენი არის ,,desine’’ და ,,format’’ მენიუ, საიდანაც შეგვიძლია ვმართოთ დიაგრამის დიზაინი და მასში განთავსებული ინფორმაცია. ,,chart style’’ ჩანართში შეგიძლიათ შეარჩიოთ დიზაინი აღნიშნული დიაგრამისა, რათა დიაგრამა უკეთ აღსაქმელი იყოს მნახველთათვის. შეგიძლიათ ,,change color’’ ბრძანებიდან შეარჩიოთ ფერები, ხოლო ,,format menu’’-ში ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ დიაგრამაში არსებული ტექსტური თუ რიცხობრივი მონაცემების ფერები, ეფექტები თუ სტილები. დიაგრამაზე სათაურის დასაწერად ,,chart title’’-ს ორჯერ დააწკაპუნეთ და აკრიფეთ დიაგრამის სათაური. ახლა შევეცდები, საქართველოს მოსახლეობის მონაცემებზე დაყრდნობით შემოვიტანო განსხვავებული დიაგრამა. როგორც ვიცით, პირველ რიგში, ვნიშნავთ იმ უჯრათა დიაპაზონს, რომლის განთავსებაც დიაგრამაში გვსურს. შევდივართ ,,insert menu’’- ში. ახლა შევარჩევთ წერტილოვან დიაგრამას, ჩამოვშლი ისრის მეშვეობით და შესაძლო ვარიანტებიდან შევარჩევ ერთ-ერთს. მასზე დაწკაპუნებით ავტომატურად შემოვა დიაგრამა და მასზე აისახება მონაცემები. მასაც მოვათავსებ სასურველ პოზიციაზე მაუსის დაწკაპუნებით და გადაადგილებით. ,,desine menu’’-დან შევარჩევ სასურველ სტილს, ფერის შესარჩევად შევალთ ,,change color’’-ში და მივუთითებთ სასურველ ფერს, თუ რა ფრად გვინდა შეფერადდეს დიაგრამაზე მოცემული ხაზი. თუ გსურთ დიაგრამაზე მოცემული მონაცემები სხვაგვარად განვალაგოთ, ,,desine’’ მენიუში ჩამოშალეთ ,,quik layout’’ ბრძანება და მონახეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაციის განლაგების სტილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დიაგრამაში მოცემული მონაცემები შეგიძლიათ სხვა და სხვანაირად გადააწყოთ. მაგალითად, პირველ დიაგრამას თუ დააკვირდებით, ჩვენ შეგვიძლია მისი ტექსტური ინფორმაცია გადავაადგილოთ ჩვენი სურვილისამებრ, ანუ, ვაწკაპებთ იმ ტექსტურ თუ გრაფიკულ ობიექტს რომლის გადაადგილებაც გვსურს და ვამოძრავებთ სასურველი მიმართულებით. შეგვიძლია ასევე გრაფიკული გამოსახულების რომელიმე ჭრილიც ვამოძრავოთ და სრულიად განსხვავებული დიაგრამა მივიღოთ. მესამე დიაგრამის შემოსატანადაც იგივე პროცედურას გავივლი - მოვნიშნავ უჯრათა დიაპაზონს, შევალ ,,insert menu’’- ში, ამჯერად შევარჩევ ორ რეკომენდირებულ დიაგრამას, შევარჩევ მათგან რომელიმეს და დავადასტურებ ბრძანებაზე OK . შევარჩევ სასურველ სტილს, ფერს და დიაგრამაზე გავუკეთებ სათაურს. ვფიქრობ, დიაგრამაზე ასახული მონაცემები მარტივად აღსაქმელია და ხშირად გამოგვადგება სასკოლო ცხოვრებაში თუ სხვა საქმიანობაში. მადლობა ყურადღებისთვის!