Microsoft office Excel 2013 - ელექტრონული ცხრილები

ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
სვეტების და სტრიქონების მართვა
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
მონაცემთა დახარისხება
ფორმების შექმნა
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
მონაცემთა მართვა
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
სვეტების და სტრიქონების მართვა
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
მონაცემთა დახარისხება
ფორმების შექმნა
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
მონაცემთა მართვა
ელექტრონული ცხრილები -Microsoft office Excel 2013
მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში ვისაუბრებთ, ელექტრონულ ცხრილებში, თუ როგორ მივანიჭოთ სხვადასხვა ფორმატი. მონაცემთა ტიპების განსახილველად გახსენით ელექტრონული ცხრილი. როგორც ხედავთ, ჩემს სამუშაო ფურცელზე მოცემულია რამდენიმე ტიპის ინფორმაცია: სახელი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და დარიცხული თანხა, რომელზეც ვაპირებ სხვადასხვა მონაცემთა ფორმატის განხილვას. პირველ რიგში, შევავსებ აღნიშნულ ველებს. უჯრაში მონაცემის თავდაპირველი შეტანისას უჯრის ფორმატი არ არის განსაზღვრული და ელექტრონული ცხრილი თვითონ განსაზღვრავს მონაცემის ფორმატს. იმისათვის რომ ჩვენ თავად შევარჩიოთ უჯრის მონაცემის ფორმატი, შევხედოთ ,,HOME’’ მენიუში ,,number’’ ჩანართს, თუ დააკვირდებით ჩამოსაშლელ ველს, მასში მოცემულია მონაცემთა ფორმატის სხვა და სხვა ტიპები. თუ გსურთ უჯრედს რაიმე კატეგორიის ფორმატი მიანიჭოთ, აუცილებელია მოვნიშნოთ ის უჯრედი ან უჯრათა დიაპაზონი, რომელ უჯრედებზეც ვაპირებთ ფორმატის ცვლილებას. მონიშვნის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ,,number’’ჩანართიდან ჩამოშალოთ ,,general’’ ბრძანება, ან/და მონიშნულ უჯრედებზე მაუსის მარჯვენა ღილაკს დავაწკაპოთ და შევარჩიოთ ბრძანება ,,format cells’’. დიალოგურ ფანჯარაში პირველივე ჩანართი არის ,,number’’ , რომელშიც გვხვდება მონაცემთა სხვადასხვა ფორმატები, თითოეული ფორმატის არჩევისას, მაგალითად ,,number’’, რომელიც რიცხვით ფორმატს ნიშნავს, მარჯვენა მხარეს გამოისახება მონაცემთა წარმოჩენის სტილი. ,,sample’’ ველი რომელშიც აისახება ნიმუში იმ მონიშნული უჯრედის, რომელი უჯრედის ფორმატის შეცვლასაც ვაპირებთ. ამჟამად აღნიშნული ველი ცარიელია, რადგანაც მონიშნულ უჯრედში არ გვქონდა შეტანილი ინფორმაცია. ,,decimal places’’ მძიმის შემდეგ ათწილადი ციფრების რაოდენობას აღნიშნავს, ,,use 1000 separator’’ ნიშნავს 1000-ების გამოყოფის ჩართვა-გამორთვის ბრძანებას. ,,negative numbers’’ გულისხმობს უარყოფითი რიცხვების ასახვას წითელი ფერით. ,,currency’’ არის ფულადი ფორმატი, რომელიც გამოიყენება თანხების წარმოსადგენად. ამ ფორმატის არჩევის შემდეგ ,,symbol’’ ველში გვხვდება ვალუტის ნიშნები რომელიც შეგვიძლია შევარჩიოთ რიცხვისათვის. რომელი ვალუტის სიმბოლოსაც შევარჩევთ, ვალუტის სიმბოლო დაემატება რიცხვს. მომდევნო ფორმატი ,,accouting’’ საფინანსო ფორმატს აღნიშნავს, ,,date’’ თარიღის აღმნიშვნელი ფორმატია, როგორც ხედავთ, ,,type’’ ველში, ანუ ტიპში, შეგვიძლია თვე და რიცხვი სხვადასხვა ფორმატში, ანუ სხვადასხვა ტიპით წარმოვადგინოთ. ,,time’’ ფორმატი დროის აღმნიშვნელია, შესაბამისად აქაც სხვა და სხვა ტიპები გვაქვს მოცემული. ,,percentage’’ - პროცენტის ფორმატი, ,,decimal places’’ რომელიც მძიმის შემდეგ ათწილადის ციფრების რაოდენობას აღნიშნავს, შეგვიძლია ისრების მეშვეობით მოუმატოთ ათწილადი ან დააკლოთ. ,,fraction’’ წილადის ფორმატი, ანუ უჯრედში შეტანილ რიცხვს ჩვეულებრივი წილადის სახით წარმოადგენს, ,,scientific’’ რომელიც სამეცნიერო ფორმატს აღნიშნავს, ,,text’’ ტექსტური ფორმატი, ტექსტური ფორმატი რიცხვითი ფორმატის ექვივალენტურია და მისგან მხოლოდ იმით განსხვავდება რომ მონაცემები უჯრედის ბოლოში ფიქსირდება. რა თქმა უნდა ის რიცხვს ტექსტად არ გადააქცევს, მაგრამ ფორმულის ტექსტური ფორმატის ჩაწერის შემთხვევაში მას ტექსტად აღიქვას, შესაბამისად სხვა ფორმულით მასზე მიმართვა არ ხდება. ,,spacial’’ ფორმატი საგანგებო ფორმატს აღნიშნავს სადაც შეგვიძლია, ვთქვათ, შევარჩიოთ საფოსტო კოდი, ტელეფონის ნომერი, ან/და სხვადასხვა ტიპის ფორმატი. რაც შეეხება ,,custom’’ ფორმატს, მასში შეგვიძლია ხელით შევადგინოთ მონაცემის ფორმატი. მოცემული სიმბოლოები აღნიშნავს სხვადასხვა ფორმატის ტიპს. ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს სამუშაო ფურცელს და შევხედოთ B სვეტს, რომელშიც პირადი ნომრები გვაქვს მოცემული. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, პირადი ნომრები ხშირად 0(ნული) სიმბოლოთი იწყება და თუ აღნიშნულ უჯრედებს ტექსტურ ფორმატში არ გადავიყვანთ, სიმბოლო ,,0’’ ავტომატურად წაიშლება რადგან ელექტრონული ცხრილები მას აღიქვას როგორც რიცხვით ფორმატს. ამჟამად შევარჩევ ტექსტურ ფორმატს და დავადასტურებ ბრძანებაზე OK. თუ შევიყვან B3 უჯრაში იგივე პირად ნომერს, ოღონდ სიმბოლო ,,0’’(ნული)-ს დამატებით ჩვენ დავინახავთ რომ უჯრაში მონაცემი ტექსტურად აღიქმება და ციფრი ,,0’’ აღარ წაიშლება. თუ უჯრაში მონაცემები მარცხენა კიდეზე განლაგდა იგულისხმება რომ ეს არის ტექსტური ფორმატი, ხოლო თუ უჯრის მარჯვენა კიდეზეა განლაგებული ინფორმაცია იგი აღიქვა ელქტრონულმა ცხრილმა როგორც რიცხობრივი ფორმატი. ახლა გადავიდეთ C3 უჯრაში, ან მოვნიშნოთ C3-დან C9 უჯრის ჩათვლით, გამოვიძახოთ მარჯვენა ღილაკით უჯრის ფორმატირება და შევარჩიოთ ,,date’’ რომელიც აღნიშნავდა თარიღს. ,,type’’ ველში შევარჩიოთ ფორმატის სასურველი ტიპი თუ როგორც გვინდა წარმოდგეს ინფორმაცია, მაგალითად, ,,march 14, 2012(მარტის 14, 2012)’’ და დავადასტუროთ ბრძანებაზე OK. იგივე მონაცემს თუ შევიტანთ C3 უჯრაში, რაც C2 უჯრაში გვიწერია, ,,enter’’ ღილაკზე დადასტურების შემდეგ თქვენ დაინახავთ რომ ფორმატი აღიქვა უჯრამ და გადაგვიკვეთა ჩვენთვის სასურველი ტიპის ფორმატად. რაც შეხება რიცხვს, რომელიც გვინდა ვალუტაში გამოვსახოთ, აქაც მოვნიშნოთ სასურველ უჯრათა დიაპაზონი(მარჯვენა ღილაკი > format cells), შევარჩიოთ ,,currency’’ ანუ ვალუტის ფორმატი, ჩამოვშალოთ სიმბოლოები და მოვძებნოთ ,,ლარი’’-ს გამომსახველი ვალუტის სიმბოლო, დავაწკაპოთ მასზე და დავადასტუროთ ბრძანებაზე OK. ახლა შევიყვანთ სასურველ რიცხვს, მას ავტომატურად დაეწერება ვალუტის აღმნიშვნელი სიმბოლო, ამ შემთხვევაში ,,ლარი’’. თუ გსურთ ათწილადების ციფრების რაოდენობა მოვაკლოთ მოცემულ თანხას, ამისათვის მარჯვენა ღილაკი დავაწკაპუნოთ უჯრაზე, შევარჩიოთ ისევ ,,format cell’’ და ,,decimal places’’-ში დავაკლოთ ათწილადთა ციფრთა რაოდენობა, დავადასტუროთ ბრძანებაზე OK და როგორც ხედავთ უჯრედში მონაცემი ჩვენთვის სასურველ ფორმატში გადავიდა. გაითვალისწინეთ რომ უჯრედებზე ფორმატის განსაზღვრა არ არის აუცილებელი შევასრულოთ უჯრებში მონაცემების შეტანამდე. მადლობა ყურადღებისთვის!

ახალი დამატებული