Microsoft office Excel 2013 - ელექტრონული ცხრილები
00:01:37
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
00:01:17
00:08:17
00:10:03
00:04:57
00:07:11
00:02:06
00:01:40
00:05:09
00:01:34
00:03:41
სვეტების და სტრიქონების მართვა
00:06:31
00:09:34
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
00:05:57
მონაცემთა დახარისხება
00:04:40
ფორმების შექმნა
00:10:25
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
00:05:58
00:03:40
00:04:07
00:02:24
00:07:09
00:10:44
მონაცემთა მართვა
00:06:42
00:01:37
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა
00:01:17
00:08:17
00:10:03
00:04:57
00:07:11
00:02:06
00:01:40
00:05:09
00:01:34
00:03:41
სვეტების და სტრიქონების მართვა
00:06:31
00:09:34
ფურცლის და ბეჭდვის პარამეტრები
00:05:57
მონაცემთა დახარისხება
00:04:40
ფორმების შექმნა
00:10:25
ფორმულების, ფუნქციების შექმნა და გამოყენება
00:05:58
00:03:40
00:04:07
00:02:24
00:07:09
00:10:44
მონაცემთა მართვა
00:06:42
ელექტრონული ცხრილები -Microsoft office Excel 2013
მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში ვისაუბრებ ელექტრონულ ცხრილებში დოკუმენტის დაცვასა და უსაფრთხოების პარამეტრების განსაზღვრაზე. ელექტრონულ ცხრილში დაცვის რამდენიმე პარამეტრი არსებობს, ესენია, ფურცლის, ანუ დავთრის დაცვა, სამუშაო წიგნის დაცვა, რომელიც თავიდან აგვაცილებს სამუშაო წიგნში სხვა მომხმარებლების მიერ ცვლილებების შეტანას, როგორიცაა ფურცლების გადაადგილება, დაშლა, ან დამატება. და მთლიანად ელექტრონული ცხრილების დოკუმენტის დაცვა. მაშ ასე, გავხსნათ ელექტრონული ცხრილი რომლის დაცვაც გვსურს. თავდაპირველად გეტყვით რომ დაცვის პარამეტრები შეგიძლიათ მონახოთ ,,review’’ მენიუში, სადაც გვხვდება ბრძანებები ,,protect sheet’’ და ,,protect workbook’’ ან შევიდეთ ,,file’’ მენიუში და ,,info’’ განყოფილებაში გვხვდება ,,protect workbook’’ , რომლის ჩამოშლის შემდეგაც შეგვიძლია შევარჩიოთ ის ვარიანტი, რა ტიპის დაცვასაც ვიყენებთ აღნიშნულ დოკუმენტზე. დავბრუნდეთ საწყის ეტაპზე და განვიხილოთ ,,review’’ მენიუში ,,protect sheet’’ ბრძანება, ანუ ფურცლის დაცვა. აღნიშნული ბრძანებებით თქვენ შეგიძლიათ, როგორ მთლიან ფურცელზე განახორციელოთ დაცვა, ასევე შეარჩიოთ სასურველი უჯრები, ან უჯრათა დიაპაზონი, რომლის დაცვასაც აპირებთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვაპირებ დავიცვა D8 და A8 უჯრები, რადგან ამ კონკრეტულ უჯრებში მაქვს შემოტანილი ფორმულა და არ მსურს შეცვალოს მომხმარებელმა აღნიშნული ფორმულა. პირველ რიგში, მოვნიშნოთ ის უჯრები, ან უჯრათა დიაპაზონი, რომელი უჯრის დაცვაც გვსურს. ,,protect sheet’’ ბრძანების გამოყენებამდე, მონიშნულ უჯრედებზე დააყენეთ მაუსი და მარჯვენა ღილაკს დააწკაპუნეთ. შეარჩიეთ ბრძანება ,,format cells’’ და დიალოგურ ფანჯარაში შევიდეთ ,,protection’’ ნუ დაცვის ჩანართში. მოცემულ ბრძანებებში ,,locked’’ ჩაკეტვის ბრძანებას გაუკეთეთ ალამი, მის გარეშე უჯრის ან უჯრათა დიაპაზონის დაცვა ვერ მოხდება და დაადასტურეთ ბრძანებაზე OK. ამის შემდეგ შედით ,,review’’ მენიუში და შეარჩიეთ ,,protect sheet’’, თუ უჯრათა დიაპაზონის დაცვა გსურთ. გამოსულ კონტექსტურ მენიუში ,,password to unprotect sheet’’ შეიყვანეთ პაროლი რომლითაც დაიცავთ იმ უჯრებს ან უჯრათა დიაპაზონს, რომელიც მონიშნული გვქონდა მანამდე. ქვედა ველში ,,allow all users of this worksheet to’’ აღნიშნეთ ალმებით ის ბრძანებები რის უფლებებსაც დართავდით მომხმარებლებს. მაგალითად, მე ამოვრთავ ალმებს ,,format cells’’-იდან, ,,format columns’’-დან და ,,format rows’’-დან და გავააქტიურებ პირველს, ,,select locked cells’’ რომელიც გულისხმობს ჩაკეტილი უჯრის მონიშვნას. დავადასტურებთ ბრძანებაზე OK და გავიმეორებთ პაროლს, რომელი გვინდა რომ გვქონდეს დაცვის პარამეტრის მიხედვით. დავადასტუროთ ბრძანებაზე OK. ამჟამად თქვენი სამუშაო ფურცლის და მასზე განლაგებული უჯრედები დაცულია. აღნიშნულ უჯრედებში თუ შევეცდებით მონაცემები შევიყვანოთ, ეკრანზე გამოვა შეტყობინება, რომელიც მიგვანიშნებს, რომ უჯრაში შეტანის ან ცვლილების საშუალება დაცულია, ხოლო თუ გავააქტიურებთ სხვა რომელიმე უჯრას, ჩვენ შეგვეძლება მასში ინფორმაცია დავამატოთ. უჯრედებზე დაცვის რეჟიმის მოსახსნელად, მონიშნეთ ხელახლა უჯრები და დააჭირეთ ,,unprotect sheet’’. აკრიფეთ თქვენს მიერ გამოყენებული პაროლი და დაადასტურეთ ბრძანებაზე OK. ახლა შეგვიძლია უკვე მონაცემი შევცვალოთ უჯრედებში. სამუშაო წიგნის დაცვას რაც შეეხება, გაააქტიურეთ ,,protect worckbook’’ და შეიყვანეთ ფასვორდი. დაადასტურეთ ბრძანებაზე OK და გაიმეორეთ იგივე პაროლი. ახლა თუ შეეცდებით ახალი სამუშაო დავთრის დამატებას, ელექტრონული ცხრილები ამის საშუალებას არ გვაძლევს, რადგან სამუშაო დავთრის დამატების ან წაშლის ფუნქცია დაცულია. დაცვის გასაუქმებლად შევარჩიოთ ,,protect worckbook’’ და ავკრიფოთ ჩვენს მიერ გამოყენებული პაროლი და დაადასტურეთ ბრძანებაზე OK. რაც შეეხება მთლიანად ელექტრონული ცხრილის დაცვას, შევიდეთ ,,File’’ მენიუში, ჩამოვშალოთ ,,protect worckbook’’ და შეარჩიეთ ,,encrypt with password’’(პაროლის დაშიფვრა). შეიყვანეთ თქვენთვის სასურველი ფასვორდი და დაადასტურეთ ბრძანებაზე OK. გავიმეოროთ ჩვენს მიერ აკრეფილი პაროლი და დავადასტუროთ ისევ ბრძანებაზე OK. როდესაც დოკუმენტს დახურავთ, შევინახოთ ის ჩვენს კომპიუტერში და მის გახსნას თუ შეეცდებით, მასში შესასვლელად დაგჭირდებათ, ან იმ მომხმარებელს დაჭირდება, რომელსაც სურს დოკუმენტში მუშაობა. ავკრიფოთ პაროლი და დავადასტუროთ ბრძანებაზე OK.