Picasa ვებ-ალბომი - www.picasaweb.com

Picasa ვებ-ალბომი Google-ის ერთ-ერთ პროდუქტია, სადაც შეგიძლიათ online რეჟიმში შეინახოთ როგორც პირადი, ასევე საგანმანათლებლო სურათები, მოახდინოთ მათი დახარისხება ფოტო-ალბომებად, და შემდეგ ეს ალბომები გამოაქვეყნოთ სასურველ ვიდეო-საცავში(ლემილი, საიტი, ბლოგი და ა.შ)
ამ ვიდეო გაკვეთილში წარმოგიდგენთ კორპორაცია Google-ის ერთ-ერთ პროდუქტს Picasa ვებ-ალბომს, სადაც შეგვიძლია შევინახოთ როგორც პირადი, ასევე საგანმანათლებლო სურათები და მოვახდინოთ მათი დახარისხება ფოტო-ალბომებად. დავიწყოთ ავტორიზაციით. ბრაუზერის სამისამართო ველში ავკრიფოთ შემდეგ მისამართი: picasaweb.com და დასტურებისათვის კლავიატურიდან დავაჭეროთ Enter ღილაკს. გაიხსნება ანგარიშში შესასვლელი ფანჯარა. შესვლისათვის აუცილებელია გვქონდეს Gmail-ის ელექტრონული ფოსტა. მე გამოვიყენებ უკვე არსებულ ჩემს პირად საფოსტო ანგარიშს. ამისათვის ზედა ველში ვწერ მომხმარებლის სახელს, ხოლო ქვემოთ-პაროლს. ალბომში შესასვლელად გამოსულ ფანჯარაში ვაწკაპუნებთ here ბრძანებაზე და ჩვენ უკვე Picasa ვებ-ალბომში ვართ. როდესაც დავამთავრებთ ალბომში მუშაობას, ალბომიდან გამოვიდეთ ზუსტად იგივე ფორმით, როგორც გამოვდივართ gmail-ის ფოსტიდან. მარჯვენა ზედა კუთხეში დავაწკაპუნოთ ჩვენი საფოსტო ანგარიშის მომხმარებლის სახელზე და ავირჩიოთ sign out.

ახალი დამატებული