Picasa ვებ-ალბომი - www.picasaweb.com
00:01:49
00:01:41
00:02:47
00:03:18
00:01:49
00:01:41
00:02:47
00:03:18
Picasa ვებ-ალბომი Google-ის ერთ-ერთ პროდუქტია, სადაც შეგიძლიათ online რეჟიმში შეინახოთ როგორც პირადი, ასევე საგანმანათლებლო სურათები, მოახდინოთ მათი დახარისხება ფოტო-ალბომებად, და შემდეგ ეს ალბომები გამოაქვეყნოთ სასურველ ვიდეო-საცავში(ლემილი, საიტი, ბლოგი და ა.შ)
ამ ვიდეო გაკვეთილში ჩვენ განვიხილავთ, როგორ მოვახდინოთ Picasa ვებ-ალბომის მართვა. როგორც წინა გაკვეთილში ავღნიშნეთ, ჩვენს მიერ ატვირთული ყველა ალბომი შეგვიძლია მოვძებნოთ Home მენიუში. ალბომში სურათების დასამატებლად მაუსის დაწკაპუნებით გავხსნათ სასურველი ალბომი და ავირჩიოთ Add photos ბრძანება.
გამოსული ორი ბრძანებიდან ირჩევთ ერთ-ერთს. მაგალითად, ავირჩიოთ Drag photos here ბრძანება, გავხსნათ საქაღალდე, მოვნიშნოთ ჩვენთვის სასურველი სურათი და ატვირთვის დამთავრების შემდეგ ისევ Ok. თუ გვსურს ალბომიდან რომელიმე სურათის წაშლა, მაუსის მარცხენა კლავიშის ორჯერ დაწკაპუნებით გავადიდოთ სურათი, ჩამოვშალოთ Action მენიუ და ავირჩიოთ Delete this Photo ბრძანება და დავეთანხმოთ. Add a caption ბრძანებით სურათი შეგვიძლია დავასათაუროთ. გავუკეთოთ შესაბამისი წარწერა. თუ გვსურს სურათის მიმართულების შეცვლა 90 გრადუსით საათის ისრის მიმართულებით, ავირჩიოთ Rotate clockwise ბრძანება, ხოლო საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებისთვის Rotate anticlockwise. ალბომის სახელწოდების შესაცვლელად გავხსნათ სასურველი ალბომი, ჩამოვშალოთ action მენიუ და და ავირჩიოთ Album properties ბრძანება, შევუცვალოთ ალბომს სახელწოდება და save changes ბრძანებით შევინახოთ. ალბომის წასაშლელად ჩამოვშალოთ action მენიუში ავირჩიოთ Delete Album ბრძანება.