Picasa ვებ-ალბომი - www.picasaweb.com

Picasa ვებ-ალბომი Google-ის ერთ-ერთ პროდუქტია, სადაც შეგიძლიათ online რეჟიმში შეინახოთ როგორც პირადი, ასევე საგანმანათლებლო სურათები, მოახდინოთ მათი დახარისხება ფოტო-ალბომებად, და შემდეგ ეს ალბომები გამოაქვეყნოთ სასურველ ვიდეო-საცავში(ლემილი, საიტი, ბლოგი და ა.შ)
ამ ვიდეო-გაკვეთილში გავეცნობით Picasa ვებ-ალბომის გამოქვეყნებას ბლოგზე. ფოტო-ალბომის გამოსაქვეყნებლად თავდაპირველად Home მენიუდან გავხსნათ სასურველი ალბომი, მარჯვენა ზედა კუთხეში კლიტე და წარწერა Only you მიგვანიშნებს იმაზე, რომ სურათების დათვალიერება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. იმისათვის რომ სურათების დათვალიერება შეძლოს ნებისმიერმა მომხმარენელმა, ავირჩიოთ Only you(edit), ჩამოვშალოთ ბრძანებები და ავირჩიოთ Public on the web და დავადასტუროთ Save changes ბრძანებით. დავაკვირდეთ, კლიტე შეიცვალა გლობუსის გამოსახულებით. შემდეგ ვირჩევთ ბრძანებას Link this album და Embed Slideshare. ჩამონათვალში ვუთითებთ, რა ზომის გვსურს იყოს ჩვენი ვიდეო-ალბომი. მიღებულ კოდს ვაკოპირებთ და გადაგვაქვს სასურველ ვიდეო-საცავში(ბლოგში, ლემილზე, საიტზე და ა.შ). ჩვენს შემთხვევაში გადავიტანოთ ბლოგზე. ბლოგში ალბომის ჩასმა შეიძლება, როგორც პოსტში, ასევე გაჯეტად. პოსტში ვიდეო ალბომის ჩასასმელად ავირჩიოთ HTML ბრძანება და დაკოპირებული კოდი მარჯვენა კონტექსტური კლავიშით ჩავსვათ სასურველ ადგილას, კოდის ჩასმის შემდეგ ვირჩევთ ცაწკაპუნებთ Compose-ზე და ვაქვეყნებთ პოსტს, ხოლო View blog-ით დავათვალიეროთ. ვიდეო-ალბომის გაჯეტად ჩასმისთვის შევიდეთ გაჯეტებში. Layout მენიუში ავირჩიოთ Add a gadget, გამოსულ ფანჯარაში კი ვირჩევთ HTML/Java script გაჯეტს. Title ველში ვწერთ ფოტო-ალბომის სახელწოდებას, ხოლო content-ში დაკოპირებულ embed კოდს. Save ბრძანებით შევინახოთ გაჯეტი და კვლავ View blog-ით დავათვალიეროთ. ხედავთ ფოტო-ალბომი ჩაჯდა, როგორც პოსტში, ასევე გაჯეტად. გისურვებთ წარმატებას!

ახალი დამატებული