Free Studio

პროგრამა Free Studio
მოგესალმებით, ამ ვიდეო კურსში მინდა შემოგთავაზოთ მულტიმედიური ინფორმაციის დამუშავების ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის განხილვა, როგორიცაა პროგრამების ერთიანი პაკეტი Free Studio. მოდი ვნახოთ რა არის Free Studio, რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ იგი და რატომ Free Studio. Free Studio, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს უფასო მულტიმედიური პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებს, რომელიც შექმნილია კომპანია DVDVideoSoft-ის მიერ. მათი საშუალებით შესაძლებლობა გვაქვს ცნობილი საიტებიდან გადმოვიწეროთ აუდიო, ვიდეო და გრაფიკული ფაილები, მოვახდინოთ მათი კონვერტაცია რათა ხელმისაწვდომი გავხადოთ ისინი ნებისმიერ Iphone, Ipad, Android და Windows მოწყობილობისათვის, დავარედაქტიროთ სასურველი ფაილები დროისა და ენერგიის მინიმალური დანაკარგით, ჩავიწეროთ ყველაფერი რაც ხდება ჩვენი კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე, Skype-ში და ასე შემდეგ. რატომ Free Studio, როგორც უკვე აღინიშნა იგი არის უფასო, გააჩნია საკმაოდ კარგი მხარდაჭერა, ანუ ხშირია მწარმოებლის მიერ მისი განახლება და ახალ საჭიროებებზე მორგება, მულტიმედია ფაილებთან მუშაობის ყველა ინსტრუმენტი თავმოყრილია ერთად და რაც ყველაზე მთავარია იმის გამო, რომ პაკეტში შემავალი ყველა პროგრამა შექმნილია ერთი მწარმოებლის მიერ - ერთნაირია მათი მართვაც, ერთნაირია მართვის საშუალებების ლოგიკური განლაგებაც, რასაც ვერ ვიტყვით იმ შემთხვევებზე, როცა ვიყენებთ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შექმნილ პროგრამებს, რომლებიც ბუნებრივია განსხვავებულია დაწყებული დიზაინიდან დამთავრებული პროგრამასთან მუშაობის ლოგიკით. შემდგომ ვიდეო გაკვეთილებში განვიხილავთ Free Studio-ს გადმოწერას, კომპიუტერში დაყენებას, მის პარამეტრებს, მიმოვიხილავთ მასში შემავალ ყველაზე საჭირო პროგრამებს და ფუნქციებს. გმადლობთ ყურადღებისათვის და იმედი მაქვს, რომ ჩემი ვიდეო გაკვეთილით მიღებულ ცოდნას წარმატებით გამოიყენებთ თქვენს საქმიანობაში.

ახალი დამატებული