Free Studio

პროგრამა Free Studio
როგორც აღვნიშნეთ პროგრამა Free youtube to MP3 converter უზრუნველყოფს YouTube-ის ვიდეო ფაილიდან, მხოლოდ აუდიო ფაილის გადმოწერას - MP3 ფორმატში. ამ ოპერაციით მიღებული აუდიო ფაილი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნებისმიერ MP3 ფლეერში, მობილურ ტელეფონში და სხვა მოწყობილობაში, რომელსაც გააჩნია MP3 აუდიო ფაილების მხარდაჭერა. კოპირებული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პროგრამაში, ვაწკაპუნებთ მარჯვენა ღილაკზე, გამოსულ მენიუში ვირჩევთ Paste URL, აქ შესაძლებლობა გვაქვს ავირჩიოთ ფორმატი, როგორც აღმოჩნდა პროგრამა სტანდარტული MP3 ფორმატის ნაცვლად გვაძლევს სხვა მრავალ ფორმატში გარდაქმნის საშუალებასაც. შესაძლებლობა გვაქვს შევცვალოთ ფაილის ხარისხი, გავაკეთოთ სტერეო ან მონო ჩანაწერი, ავირჩიოთ მაღალი ან დაბალი სიხშირე და ბითრეითი. ყველაფერი ეს მოქმედებს ჩაწერის ხარისხზე და ასევე ფაილის ზომაზე. ვაწკაპუნებთ ჩამოტვირთვის ღილაკზე და ველოდებით გადმოწერას. ფაილის გადმოწერა დასრულდა. გადმოწერილი ფაილი ინახება მომხმარებლის საქაღალდეში მდებარე საქაღალდეში My Music, როგორც ხედავთ იგი არ წარმოადგენს ვიდეო ფაილს, იგი შეიცავს მხოლოდ აუდიო ინფორმაციას, შესაბამისად, მცირეა მისი ზომა ვიდეო ფაილთან შედარებით და შესაძლებელია მისი გაშვება აუდიო მოწყობილობის საშუალებით.

ახალი დამატებული