Free Studio

პროგრამა Free Studio
ჩანართი Downloaders (გადმომწერები) შეიცავს ხუთ აპლიკაციას: Free Instagram Download - პროგრამა პოპულარული საიტიდან Instagram ფაილების გადმოსაწერად, ანუ ამ პროგრამის საშუალებით შესაძლებლობა გვექნება გადმოვწეროთ საიტზე ჩვენს მიერ წინდაწინ შერჩეული ფაილი ჩვენს კომპიუტერში, ამ შემთხვევაში გვექნება საშუალება ინტერნეტში შესვლის გარეშეც ვნახოთ იგი. Free Torrent Download - პროგრამა ტორენტ ფაილების გადმოსაწერად, Free Nico Video download - პროგრამა საიტიდან NicoVideo ფაილების გადმოსაწერად. Free Coub Download - პროგრამა საიტიდან Coub ფაილების გადმოსაწერად და Free DailyMotion Download - პროგრამა საიტიდან DailyMotion ფაილების გადმოსაწერად. Instagram-დან, NicoVideo-დან, Coub-დან და DailyMotion-დან ფაილების გადმოწერა ანალოგიურია YouTube-დან ფაილის გადმოწერისა, ამდენად მათი განხილვით დროს არ წაგართმევთ, უბრალოდ შეგახსენებთ: საჭიროა ავირჩიოთ გადმოსაწერი ფაილი, დავაკოპიროთ მისი მისამართი და ჩავსვათ შესაბამის პროგრამაში, ამ შემთხვევაში DailyMotion უნდა გავუშვათ დავაწკაპუნოთ ღილაკზე გადმოწერა და დაველოდოთ. გადმოწერილი ფაილის მოძებნა შესაძლებელია მომხმარებლის საქაღალდეში მდებარე შესაბამის საქაღალდეში, სავარაუდოდ, My Music, My Pictures ან My Videos. შემდეგ ვიდეო გაკვეთილიში განვიხილავთ ტორენტ ფაილების გადმოწერას. გმადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული