Free Studio

პროგრამა Free Studio
Free Video to JPG Converter გამოიყენება ვიდეო ფაილის ცალკეული კადრების სურათის ფორმით შესანახად. გავუშვათ პროგრამა, ავირჩიოთ ვიდეო ფაილი, აუცილებელია განვსაზღვროთ სურათების მიღების მეთოდი: აღებულ იქნას ყოველი მეათე ან დავუშვათ ოცდამეათე კადრიდან, აღებულ იქნას სურათი ჩვენების ყოველ ერთ წამში ან შეგვიძლია შევცვალოთ დრო, სულ ორმოცდაათი კადრი მთელი ფილმიდან ან ყველა კადრი ერთად. გაითვალისწინეთ ვიდეო ფაილის ერთ წამში დაახლოებით 30 კადრია, სტანდარტულ საათნახევრიანი ფილმის კონვერტაციისას კი შესაძლებელია მოვიგროვდეს ასეულ ათასობით სურათი, რაც ალბათ ნამდვილად არ გვესაჭიროება. ავირჩიოთ ვიდეო ფაილი, შემდეგ ყოველ ათ წამში სურათის მიღება და დავაწკაპუნოთ კონვერტაციაზე, როგორც ხედავთ, ოპერაციის დასრულების შემდეგ შექმნილ საქაღალდეში განთავსებულია პროგრამის მიერ მიღებული სურათები.

ახალი დამატებული