Free Studio

პროგრამა Free Studio
Free GIF Maker - პროგრამა GIF ფაილის შესაქმნელად. GIF ფაილი წარმოადგენს ანიმირებულ გამოსახულებას, ანიმირებულ სურათს, რომელიც შედგება მხოლოდ რამდენიმე კადრისგან და კადრების ეკრანზე გამოტანა ხორციელდება დაუსრულებლად, ერთხელ ჩვენების შემდეგ ჩვენება იწყება ხელმეორედ და ასე შემდეგ. GIF ფაილები მცირე ზომისაა და შესანიშნავი საშუალებაა ვებგვერდების თუ პრეზენტაციების გასალამაზებლად, გასაცოცხლებლად. შევუდგეთ მუშაობას: გავუშვათ პროგრამა, ავირჩიოთ ვიდეო ფაილი, მოვნიშნოთ სასურველი ფრაგმენტი, ფრაგმენტი სასურველია იყოს ძალიან პატარა, სულ რამოდენიმე წამიანი, შევატრიალოთ მონიშვნა, შეგვიძლია ავირჩიოთ შესრულებათა რაოდენობა (მუდმივად, ხუთჯერ, თხუთმეტჯერ, ოცდახუთჯერ და ა.შ.), ჩვენების სიჩქარე, ზომა და შევინახოთ. მოვძებნოთ მიღებული გამოსახულება. ეს ფაილი უკვე შესაძლებელია ჩავსვათ ჩვენს ბლოგზე როგორც ჩვეულებრივი სურათი და არა როგორც ვიდეო ფაილი, გამოვიყენოთ ავატარად ან ჩავსვათ პრეზენტაციის ფაილში.

ახალი დამატებული