Free Studio

პროგრამა Free Studio
Free Studio-ში შემავალი პროგრამების შესაძლებლობების განხილვამდე აუცილებელია ვისაუბროთ ფაილებზე, მათ ტიპებზე და გაფართოებებზე. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ჩვენს კომპიუტერში ინახება ეგრეთ წოდებულ ფაილებში, ასევე არსებობენ საქაღალდეები ამ ფაილების ორგანიზებისათვის ანუ დახარისხებისათვის, როგორც ხედავთ ამ საქაღალდეში განთავსებულია ბევრი სხვადასხვა ფაილი. ინფორმაცია და შესაბამისად ფაილები ძირითადად სამი ტიპისაა, ესენია: ტექსტური ფაილები (ფაილები, რომლებიც შეიცავენ ტექსტურ ინფორმაციას), აუდიო ფაილები (მაგალითად მუსიკები) და გრაფიკული ფაილები (სურათები, ვიდეო ფაილები და ა.შ.). ნებისმიერ ფაილს გააჩნია შენახვის ფორმატი (გაფართოება), რომელიც აღნიშნულია ფაილის სახელში, წერტილის შემდეგ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ფაილის გაფართოება დაფარულია მომხმარებლისაგან და მათი დანახვა ფაილის თვისებებშია შესაძლებელი, ამ გაფართოების მიხედვით ხვდება ჩვენი მოწყობილობა (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური ტელეფონი) თუ რომელი პროგრამის მიერ უნდა იქნას გაშვებული ესა თუ ის ფაილი. ფაილის გაფართოება აღნიშნავს ასევე ფაილის სპეციფიკაციასაც ანუ იმ მახასიათებლებს, რომელიც დამახასიათებელია კონკრეტული ფაილისათვის. მაგალითად, განვიხილოთ ეს ორი გრაფიკული ფაილი: ერთის გაფართოებაა JPG, ხოლო მეორეს გაფართოებაა BMP. ორივე ფაილი შეიცავს აბსოლუტურად ერთნაირ სურათს, ოღონდ რამოდენიმე განსხვავებით, განსხვავებულია ფაილების ზომები - სურათი jpg გაფართოებით ათჯერ ნაკლებია ზომაში ვიდრე bmp გაფართოების მქონე ფაილი. შესაბამისად დაბალია jpg გაფართოების მქონე სურათის ხარისხი, ეს შეუმჩნეველია კომპიუტერის მონიტორზე, მაგრამ სურათის დაბეჭდვის შემთხვევაში განსხვავება შესამჩნევი იქნებოდა. ბუნებრივია არსებობს ანალოგიური და სპეციფიური განსხვავებები სხვა ტიპების, მაგალითად აუდიო და ვიდეო ფალების ფორმატებს შორისაც. ჩვენს მიერ განსახილველი პროგრამების პაკეტი გვიმარტივებს ფაილების ფორმატებს შორის გარდაქმნას, რათა მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ხარისხი, ზომა და მხარდაჭერა სხვადასხვა მოწყობილობების თუ საიტის მიერ. გმადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული