პროგრამა Camtasia Studio 8

1. შესავალი და გარემო
გამარჯობა, ამ ვიდეო კურსით ჩვენ ვიწყებთ პროგრამა Camtasia Studio 8 (ქამტაზია სტუდიოს) მე-8 ვერსიის შესწავლას. Camtasia Studio 8 (ქამტაზია სტუდიო) წარმოადგენს ნახევრად პროფესიონალურ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ვიდეო, აუდიო, გრაფიკული და სხვა მულტიმედია ფაილების დასამუშავებლად (დასამონტაჟებლად). სხვა ანალოგიური პროგრამებისგან განსხვავებით Camtasia Studio 8 (ქამტაზია სტუდიოს) საშუალება აქვს მოახდინოს მონიტორის ეკრანზე მიმდინარე მოქმედებების ჩაწერა ვიდეო ფაილის სახით, შემდეგ შეიძლება დავამუშავოთ (დავურთოთ ხმა, სურათები, ვიდეო ფაილები და სხვა) და საბოლოო შედეგი ჩავწეროთ ვიდეო ფაილის სახით. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას Camtasia Studio 8 (ქამტაზია სტუდიოს) დახმარებით შევქმნათ მაღალპროფესიული ვიდეო გაკვეთილები. პირველ გაკვეთილში ვისაუბრებთ Camtasia Studio 8 (ქამტაზია სტუდიოს) გარემოზე და მისი თითოეული ნაწილის დანიშნულებაზე. Camtasia Studio 8 (ქამტაზია სტუდიოს) ეკრანი გაყოფილია სამ ნაწილად , სადაც თითოეულ ნაწილს შეგვიძლია გამოვუყოთ ჩვენთვის სასურველი არე. პირველ ნაწილი ესაა მუშა ობიექტების, სხვადასხვა ეფექტების, აუდიო-ვიდეო ინფორმაციის დასამუშავებელი ინსტრუმენტები და სხვადასხვა პარამეტრების მისათითებელი განყოფილება, რომლებიც დალაგებული არიან შესაბამისი ჩანართების მიხედვით. საჭიროებიდან გამომდინარე თითოეულ ჩანართს განვიხილავთ ცალ-ცალკე. მეორე ნაწილი განკუთვნილია დამონტაჟებული ფილმის სანახავად. ხოლო მესამე ნაწილი TimeLine (თაიმ ლაინი) წარმოადგენს უშუალოდ სამუშაო არეს სადაც ხდება ფილმის მონტაჟი. შემდეგი გაკვეთილი დაეთმობა Camtasia Studio 8 (ქამტაზია სტუდიოს) დახმარებით მონიტორის ეკრანზე მიმდინარე თქვენი მოქმედებების ჩაწერას. მადლობა ყურადღებისთვის

ახალი დამატებული