პროგრამა Camtasia Studio 8
00:02:20
00:07:08
00:04:14
00:06:36
00:04:07
00:03:03
00:02:31
00:04:20
00:05:59
00:05:11
00:06:26
00:04:42
00:02:20
00:07:08
00:04:14
00:06:36
00:04:07
00:03:03
00:02:31
00:04:20
00:05:59
00:05:11
00:06:26
00:04:42
1. შესავალი და გარემო
გამარჯობა,
ამ ვიდეოკურსში განხილული იქნება Camtasia Studio 8 (ქამტაზია სტუდიოს 8) დახმარებით მონიტორის ეკრანზე მიმდინარე თქვენი მოქმედებების ჩაწერა.
იმისათვის, რომ მოვახდინოთ მონიტორის ეკრანზე მიმდინარე მოქმედებების ჩაწერა ვიდეო ფაილის სახით, Camtasia Studio 8 (ქამტაზია სტუდიოს) გაშვების შემდეგ მაუსით დავაწკაპუნოთ პროგრამის ზედა მარცხენა კუთხეში მდებარე record the screen (რექორდ ზე სქრინ) ბრძანებაზე, რის შემდეგაც ეკრანზე გამოჩნდება წყვეტილი ხაზით შემოსაზღვრული ჩარჩო და ჩაწერის ბრძანებათა ფანჯარა.
Camtasia Studio (ქამტაზია სტუდიოს) საშუალებით ხდება ამ წყვეტილი ხაზით შემოსაზღვრულ არეში მიმდინარე თქვენი მოქმედებების ჩაწერა. ე.ი. ჩაწერა ხდება მხოლოდ იმ მოქმედებების, რომელსაც ვაწარმოებთ ამ არის შიგნით.
აქედან გამომდინარე პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ჩაწერის წინ უნდა გამოვყოთ ჩაწერის არე, რაც საკმაოდ ადვილია თუ გადაავადგილებთ ჩარჩოს კუთხეებში და გვერდების შუა წერტილებში მოთავსებულ მართკუთხედებს, ან ჩაწერის ბრძანებათა ფანჯარაში Dimensions (დიმენშენ)-ში მივუთითებთ პიქსელების რაოდენობას ჰორიზონტალზე და ვერტიკალზე.
თუ გვინდა მთელი ეკრანის ჩაწერა მაშინ ავირჩევთ Full Scrin (ფულ სქრინ) ღილაკს.
იმის გამო, რომ Camtasia Studio (ქამტაზია სტუდიოს) არ შეუძლია თავისი თავის ჩაწერა მე იძულებული ვარ გამოვიყენო სქრინშოტები, რასაც ადვილად მიხვდებოდით.
ჩაწერის ბრძანებათა ფანჯარაში მოთავსებული ღილაკის Webcam Off (ვებქამ ოფფ) საშუალებით შესაძლებელია ავირჩიოთ ჩასაწერი მოწყობილობა ვებკამერა ან მონიტორის ეკრანი.
თუ ამ ღილაკს აწერია Webcam Off (ვებქამ ოფფ), მაშინ ჩაწერა ხდება ეკრანიდან, ხოლო თუ აწერია Webcam On (ვებქამ ონ) ჩაწერა ხორციელდება ვებკამერიდან.
ღილაკით Audio Off /On (აუდიო ონ/ოფ) შესაბამისად ხდება ხმის ჩართვა-გამორთვა.
გადავიდეთ პრაქტიკულ მოქმედებაზე.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვიდეოგაკვეთილის ამ ნაწილის ჩაწერა ქამთაზიას საშუალებით შეუძლებელია, ამიტომ მოვახდენთ სქრინშოტებით მის ჩვენებას.
მას შემდეგ, რაც წყვეტილი კონტურის კუთხეებში და შუაწეტილებში მოთავსებული კვადრატებით მოვნიშნავ ჩასაწერ არეს და დავაწვები ღილაკ Rec (რექ-ს), რამდენიმე წამში დაიწყება ჩემი მოქმედებების ჩაწერა. ჩაწერის დასამთავრებლად ვაწვები ღილაკ "სტოპ"-ს.
ჩემი მოქმედებები შემდეგია:
• ვხსნი Shortcut (შორთქათ) საქაღალდეს, თქვენ ხედავთ, რონ ფანჯრის ნაწილი გასულია წყვეტილი კონტურით შემოსაზღვრული არედან, რასაც თქვენ ვეღარ დაინახავთ ჩანაწერში,
• ვხსნი Organize (ორგანაიზ) ბრძანებათა ერთობლიობას
• ვაწკაპუნებ Folder and Search Options (ფოლდერ ენდ სერჩ ოფშენ) ბრძანებაზე, რის შემდეგაც გამოდის ფანჯარა folder options (ფოლდერ ოფშენ).
• გადავდივარ View (ვიუ) ჩანართზე,
• ვხურავ ჩანართს
• ვხურავ Shortcut (შორთქათ) ფოლდერსაც,
• სტარტიდან ვუშვებ შესრულებაზე 7-ზიპ პროგრამას,
• შემომაქვს ჩაწერის არეში,
• ვხურავ მას.
ჩაწერის დასამთავრებლად ვაწვები Stop (სტოპ) ღილაკს, რის შემდეგაც გამოდის Preview (პრევიევ) ფანჯარა და ვნახულობთ წინასწარ ჩანაწერს.
ველში Time (თაიმ) ჩანს ჩაწერილი კლიპის პოზიცია და კლიპის ხანგრძლივობა.
ღილაკით View At 100% (ვიევ ეტ 100%) შეგვიძლია კლიპის მასშტაბირება.
ნავიგაციის ღილაკებით
1. გადავდივარ კლიპის დასაწისში;
2. ვაპაუზებ ან ვაწყებინებ კლიპის ჩვენებას;
3. გადავდივარ კლიპის ბოლოში.
ღილაკიSsave and Edit (სეივ ენდ ედით) ხდება კლიპის შენახვა ქამთასია სტუდიოს სტანდარტში, სადაც გამომავალ Windows Explorer (ვინდოვს ექსპლორერ) ფანჯარაში უნდა მივუთითოთ ფაილის სახელი და მისამართი. შენახვის შემდეგ ფაილი ავტომატურად გადაიგზავნება ქამთასია სტუდიოს Clip Bin (ქლიპ ბინ) განყოფილებაში მომავალი რედაქტირებისათვის.
ვიდეოს რედაქტირებას განვიხილავთ მომავალ გაკვეთილებში.
ღილაკი Produce (ფროდიუს) საშუალებას გვაძლევს კლიპი შევინახოთ როგორც ქამთასია სტუდიოს სტანდარტში, ასევე მივიღოთ სრულყოფილი ვიდეო ფაილი, რომლის სტანდარტის არჩევაც ხდება Production Wizard (პროდაქშენ ვიზარდ) ფანჯარაში.
შემდეგი მოქმედებების ჩაწერა უკვე შესაძლებელია და ვიდეო გაკვეთილის მომდევნო ნაწილი წარმოდგენილი იქნება ვიდეოს სახით, და რასაც ჩვენ ვიხილავთ მომდევნო გაკვეთილებზე.
ვიდეო სტანდარტის არჩევის შემდეგ ღილაკი Next (ნექსტ-ით) გადავდივართ შემდეგ ჩანართზე, სადაც ველში ProductionName (პროდაქშენ ნეიმ) უნდა მივუთითოთ შესაქმნელი ფაილის სახელი.
ველში Folder (ფოლდერ) მიეთითება შესანახი ფაილის მისამართი.
ოფცია Show production results (შოვ პროდაქშენ რეზულტს) თუ ჩართულია, ვიდეოს რენდირების (შექმნის) შემდეგ ეკრანზე გამოვა შექმნილი ვიდეოს შედეგი.
ოფციის Play Video Sfter production (ფლეი ვიდეო ავფთერ პროდაქშენ) ჩართვის შემთხვევაში ვიდეოს ჩვენება მოხდება ავტომატურად რენდირების (შექმნის) შემდეგ.
მას შემდეგ, რაც მივუთითებთ ფაილის სახელს, მისამართს, ჩავრთავთ ან გამოვრთავთ შესაბამის ოფციებს ღილაკი Finish (ფინიშ)-ით ვახდენთ ვიდეოს რენდირებაზე (შექმნაზე) გაშვებასა და ვიდეოს საბოლოო სახით მიღებას.
ჩვენს შემთხვევაში ორივე ოფცია ჩართულია.
ვხედავთ რენდირების პროცესს.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ რაც უფრო დიდი ხანგრძლივობისაა ვიდეო, მით უფრო დიდი დროა საჭირო მისი რენდირებისათვის, ხანდახან რამდენიმე საათიც კი.
რენდირების შემდეგ ეკრანზე ვხედავთ შექმნილი ფაილის მახასიათებლებს და პარამეტრებს, რასაც მოჰყვა ვიდეოს ავტომატური ჩვენება. ჩვენ ის დავაპაუზეთ და ჩავკეცეთ, რათა გვეჩვენებინა რენდირების შედეგი.
შეგვიძლია ვიდეოს წინასწარი ჩვენება განვაახლოთ და დავტკბეთ ჩვენი შედეგით.
ამით დღევანდელი ვიდეო გაკვეთილი დავამთავროთ და გელოდებით მომდევნო გაკვეთილზე, სადაც განვიხილავთ შექმნილი ვიდეოსა და სქრინშოტებით თუ როგორ დავამუშავეთ ეს ვიდეო გაკვეთილი ანუ განხილული იქნება ვიდეოს რედაქტირება.
კარგად ბრძანდებოდეთ.